გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნულ საბჭოსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ ცნობების კომენტირებისას ეროვნულ საბჭოში აცხადებენ, რომ
მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ”იყო ერთი შეხვედრა, რომელზეც ჩვენმა წარმომადგენელმა ხელისუფლებას კონკრეტული მოთხოვნები გადასცა ”, - განაცხადა ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა კახა კუკავამ.
ოპოზიციას სურს თანაბარი ბერკეტები მოიპოვოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და იუსტიციის საბჭოში, ამას გარდა - ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭოში. არც მეორე ტურის და ხმების ხელახალი გადათვლის მოთხოვნა მოხსნილა დღის წესრიგიდან.
[კახა კუკავას ხმა] ”მოლაპარაკებები არ მიდის. არის ჩვენ მიერ დაყენებული მოთხოვნა: ხმების გადათვლა და მეორე ტურის დანიშვნა, ასევე - რამდენიმე სხვა მოთხოვნა. თუ ხელისუფლება გამოთქვამს მზადყოფნას ამ საკითხზე დიალოგი გაიმართოს, ჩვენ მზად ვართ. ”
” დიალოგისთვის ჩვენ მზად ვართ, მაგრამ თუ ხელისუფლება არ იქნება ადეკვატური ჩვენი მოთხოვნების მიმართ, გავაგრძელებთ წინააღმდეგობის მოძრაობას”, - აცხადებს კახა კუკავა.
საკუთარი ტაქტიკისა და გეგმების შესახებ ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრებმა განმარტება 17 იანვარს პარლამენტის შენობის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს:
[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო ვაცხადებთ, რომ, ხალხის ნების თანახმად, ვაგრძელებთ ბრძოლას უსამართლობის და უკანონობის წინააღმდეგ, ხმების გადათვლისათვის, არ ვცნობთ გამარჯვებულად გამოცხადებული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, უარს ვამბობთ მასთან თანამშრომლობაზე და ხელისუფლებისგან შემოთავაზებულ ყოველგვარ თანამდებობაზე. ”
ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ერთიანი საბჭოს სახელით გააკეთა. ერთიან საბჭოში ხაზგასმით აცხადებენ, რომ არ მიიღებენ თანამდებობებს; ამავდროულად, ხელისუფლებაშიც განმარტავენ, რომ ოპოზიციისთვის არც არავის შეუთავაზებია თანამდებობები, ”საუბარია მხოლოდ პრინციპებსა და რეფორმებზე”, - თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, მიხეილ მაჭავარიანმა:
[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ”საუბარია პრინციპებზე, რომ იყოს რეფორმა ”საზოგადოებრივი მაუწყებლის”, რომ შესაძლებელი იყოს არჩევნების მაქსიმალური გამჭვირვალობა. არ ყოფილა მოლაპარაკებები თანამდებობებთან დაკავშირებით. არც შეთავაზება ყოფილა და არც წინადადება არავის მხრიდან. ”
ოპოზიცია იბრძვის არა თანამდებობებისთვის, არამედ პრინციპული ცვლილებებისთვის... მოქმედი მედიის, მოქმედი სასამართლოს და მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში მეორე ტურს აზრი არა აქვს, - ასე ხსნიან ოპოზიციაში საკუთარ ტაქტიკას. სააკაშვილის წინააღმდეგ მეორე ტური შეიძლება იყოს საპარლამენტო არჩევნები, თქვა ჩვენთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილმა. ამდენად, ბრძოლა ცვლილებებისთვის უკვე ესადაგება საარჩევნო კამპანიას. ოპოზიცია საკუთარ გეგმებში ტოვებს საპროტესტო აქციებსაც. საპროტესტო აქცია იგეგმება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, მაგრამ ვინაიდან თბილისის მერიამ უარი უთხრა ოპოზიციას მოთხოვნაზე გაემართა საპროტესტო მსვლელობა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციის დღეს ოპოზიციამ გადაწყვიტა საპროტესტო აქცია იპოდრომზე გამართოს.
მიხეილ სააკაშვილი კი მილოცვებს იღებს. საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ხელახალი არჩევა მას უკვე მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, აგრეთვე - გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და, ევროკავშირის სახელით, ჰავიერ სოლანამ. გავრცელებული ცნობებით, ის მიესალმა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს საქართველოში.