ხელისუფლებისა და ”ოლიგარქიული ძალის” დაპირისპირებაში ჩათრეული ტელეკომპანია ”იმედის”
ხელმეორედ დახურვა 27 დეკემბერს ”მიხნიკის ჯგუფის” განხილვის საგნად იქცა და თავად ამ ჯგუფის არსებობა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. როგორც ცნობილია, აღნიშნული ჯგუფი, პოლონელი ჟურნალისტის ადამ მიხნიკის ხელმძღვანელობით, დეკემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მთავრობის ინიციატივით, რათა მოეგვარებინა ის დაძაბულობა, რაც თავის დროზე ”იმედის” მაუწყებლობის გათიშვას მოჰყვა.
ცნობილი ჟურნალისტი ზვიად ქორიძე პოლონელი ჟურნალისტისა და დისიდენტის ადამ მიხნიკის ხელმძღვანელობით შექმნილი საზოგადოებრივი საბჭოს წევრია. 26 დეკემბრის შემდეგ ზვიადს რამდენიმე პოლიტიკურ ტოკ-შოუში მოუწია კომენტარი ტელეკომპანია ”იმედის” მიერ მუშაობის ხელმეორედ შეჩერების ფაქტზე. რეიტინგული ტელეკომპანიის საინფორმაციო სივრციდან გაქრობა, რა მიზეზიც უნდა ჰქონდეს ამას, სერიოზულ ზიანს მიაყენებს პლურალისტური გარემოს შექმნას საქართველოში, - აღნიშნა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ზვიად ქორიძემ.
[ზვიად ქორიძის ხმა] ”თავის დროზე, როდესაც ადამ მიხნიკმა გადაწყვიტა შეექმნა ჯგუფი, რომელმაც უნდა აწარმოოს მონიტორინგი ამ წინასაარჩევნო პროცესის გაშუქებაზე მედიაში, მთავარი პრინციპი იყო ტელეკომპანია ”იმედის” აღდგენა უპირობოდ, რაც აღადგენდა ქართულ სინამდვილეში პლურალისტურ გარემოს. ”იმედის” დაშლამ ისევ დაარღვია ეს პლურალისტური გარემო, რომელიც არსებობდა ქართულ მედიაში.”(სტილი დაცულია)
ზვიად ქორიძის თქმით, მათ უკვე შეატყობინეს ტელეკომპანია ”იმედის” ხელმეორედ დახურვის ფაქტი ჯგუფის ხელმძღვანელს, ადამ მიხნიკს. ცნობილი პოლონელი ჟურნალისტი და დისიდენტი ადამ მიხნიკი, ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და პოლონეთის მთავრობის თხოვნით, ერთი თვის წინ ჩამოვიდა საქართველოში, რათა ხელი შეეწყო ტელეკომპანია ”იმედის” მუშაობის აღდგენისათვის. პარალელურად ჯგუფს უნდა ჩაეტარებინა სატელევიზიო სივრცის მონიტორინგი იმის დასადგენად, თუ რამდენად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან პრეზედენტობის კანდიდატები. გიორგი თარგამაძე, ტელეკომპანია ”იმედის” საზოგადოებრივი პროგრამების დირექტორი, არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ”მიხნიკის ჯგუფმა” ამ პრობლემის მოგვარებაში სერიოზული როლი შეასრულა, თუმცა თარგამაძე ფიქრობს, რომ ”მიხნიკის ჯგუფის” ობიექტური დასკვნები არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ტელეკომპანია საბოლოოდ გათავისუფლებულიყო იმ საფრთხეებისაგან, რასაც მას ბადრი პატარკაციშვილთან გაიგივება უქადდა.
[გიორგი თარგამაძე] ”მთავარი პრობლ;ემა ის იყო, რომ მაინც პატარკაციშვილის ტელევიზიას ეძახდნენ და მაგ ფაქტორის მოხსნას ვერც ”მიხნიკის ჯგუფმა” [უშველა]. ანუ ტელევიზიას რაც არ უნდა ობიექტურად ემუშავა და რაც არ უნდა დაეცვა პროფესიული ეთიკა, - ”მიხნიკის ჯგუფის” ადეკვატური შეფასების მიუხედავადაც, - ის საფრთხეები, რაც არსებობდა, მაინც ვერ ავიცილეთ.” [სტილი დაცულია]
საქართველოში არავინ იცის, თუ როდის გაირკვევა არხის მფლობელის ვინაობა და როდის დაუბრუნდება სატელევიზიო სივრცეს ტელეკომპანია ”იმედი”, რომელიც, მისი მფლობელის ბადრი პატარკაციშვილისადმი პროტესტის ნიშნად,უკვე დატოვა არაერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა. შესაბამისად, ის ვაკუუმი, რომელიც პლურალისტურ მედიაგარემოში ამ ფაქტის გამო წარმოიშვა, შესაძლოა, ახალი პროცესების დასაწყისად იქცეს, ფიქრობს ”მიხნიკის ჯგუფის” წევრი ზვიად ქორიძე. მას მხედველობაში აქვს ის ეჭვები, რასაც ზოგიერთი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მფლობელის ვინაობა საზოგადოებაში წარმოშობს.
[ზვიად ქორიძე] ”ასეთივე პროცესი უნდა დაიწყოს სხვა ტელეარხებზე. იმიტომ რომ ბოლო რამოდენიმე ხნის განმავლობაში, თუ აკვირდებით, ბოლო რამოდენიმე ხნის განმავლობაში ბეჭდვით მედიაში ჩნდება სტატიები ამ საკითხზე და საზოგადოებას აინტერესებს სხვა ტელეარხების მფლობელთა ვინაობა. მით უფრო, რომ მათ რიგებში ჩვენ გვხვდება მარტო ასბოლუტურად გაურკვეველი, სხვადასხვა ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები, რომელთა რეალური მფლობელები არ ვიცით ვინ არის.”(სტილი დაცულია)
მიუხედავად ქართული ტელესივრცის ასეთი დაულაგებლობისა, ”მიხნიკის ჯგუფი”განაგრძობს მონიტორინგს, რათა ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და ქართულ მედიაში რეალურად შეიქმნას პლურალისტური გარემო - თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში.