საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად 19 დღით ადრე, 17 დეკემბერს, პრეზიდენტობის კანდიდატები
(ბადრი პატარკაციშვილის გარდა) საქართველოს სხვადასხვა მხარეში წინასაარჩევნო შეხვედრებით იყვნენ დაკავებულნი. მოსახლეობასთან შეხვედრები, მათთვის საკუთარი პროგრამების გაცნობა კამპანიის ერთი ნაწილი იყო. არჩევნების წინ პრეზიდენტობის ზოგიერთი კანდიტატის მხარდამჭერები საზოგადოებას აცნობებდნენ, რომ საარჩევნო სიებში სერიოზული პრობლემებია. ამას გარდა, ერთ-ერთი კანდიდატის - კერძოდ, ბადრი პატარკაციშვილის - საარჩევნო შტაბმა ხელისუფლება ანტისემიტურ პროპაგანდაში დაადანაშაულა. როგორი იყო ამ და სხვა ბრალდებებზე ხელისუფლების პასუხი და როგორი იყო 17 დეკემბერი, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების თვალსაზრისით?
მოსახლეობასთან შესახვედრად ”გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ორშაბათს გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ აიღო. გზად პირველი შეხვედრა ხაშურში გამართა და იქვე, ხაშურის საავადმყოფოში, ოპოზიციური შტაბის ერთ-ერთი წევრის შვილი, ანდრო ქიტიაშვილი, მოინახულა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ორიოდე დღის წინ უცნობმა პირებმა მოიტაცეს და სცემეს. ”სააკაშვილის ხელისუფლება დასრულებულია, ახლა ამ ფაქტს მხოლოდ ქაღალდზე გაფორმება აკლია”, - აცხადებდა პრეზიდენტობის კანდიდატი გაჩეჩილაძე ამომრჩევლებთან შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილი კი 17 დეკემბერს საკუთარი პროგრამის დეტალებს სამეგრელოში განმარტავდა. შეხვედრები სამეგრელოში მან აბაშით დაიწყო. 17 დეკემბერს ყოფილი პრეზიდენტი სამეგრელოს მოსახლეობას უხსნიდა, რის გაკეთებას აპირებს საქართველოში სიღარიბის ერთხელ და სამუდამოდ დასაძლევად. საქართველოს სხვა კუთხეებში სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციებს მართავდნენ მისი ახალგაზრდა მხარდამჭერები - სტუდენტები. თავის მხრივ კი, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები - დავით ზურაბიშვილი, გია ცაგარეიშვილი და თემურ ნერგაძე - იმერეთის მოსახლეობას ლევან გაჩეჩილაძის მხარდაჭერას მოუწოდებდნენ. 17 დეკემბერს საქართველოში საფრანგეთის ელჩსა და ეუთოს წარმომადგენელს, დიტერ ბოდენს, გაეცნო პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი, ირინა სარიშვილი; პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დამკვირვებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი მიიღო; ”ახალი მემარჯვენეების” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით გამყრელიძემ საკუთარი შტაბის თბილისის ოფისისა და საარჩევნო კლიპების პრეზენტაცია გამართა; ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გელბახიანმა კი პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც ნოემბრის აქციების დარბევისას ანტისემიტური ფაქტების გამოვლინებაზე ისაუბრა. გელბახიანმა თქვა, რომ პატარკაციშვილის შტაბი ამ ფაქტების გამო საქართველოს ხელისუფლებას ჰააგის სასამართლოში უჩივლებს. იყო კიდევ ერთი ბრალდება ხელისუფლების წინააღმდეგ: გაერთიანებული ოპოზიციის ეროვნული საბჭოს სამტრედიის შტაბის წარმომადგენელმა საარჩევნო სიებში არსებულ დარღვევებზე, კერძოდ, სიებში მკვდარი სულების შეტანაზე ისაუბრა...
როგორი იყო პასუხი ამ და სხვა ბრალდებებზე? საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ანტისემიტური განცხადებები არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ნაკაშიძემ თავად ვალერი გელბახიანის ბრალდებაში დაინახა ანტისემიტური და ქსენოფობიური ტალღის აგორების მცდელობა... საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრეტენზიებს იუსტიციის მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სიებში მიცვალებულთა სახელების და გვარების არსებობა იმით არის განპირობებული, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ხდება ისე, რომ ოჯახი სახელმწიფოს თავისი წევრის გარდაცვალებას არ აცნობებს. მან მოუწოდა მოსახლეობას 22 დეკემბრამდე მიაწოდონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებს ასეთი ინფორმაცია და იქვე განმარტა ისიც, რომ ხმის მიცემის პროცედურა ისეა ორგანიზებული, რომ ვერავინ გამოიყენებს მკვდარ სულებს ვინმეს სასიკეთოდ ან საზიანოდ. იუსტიციის მინისტრმა კომენტარი გააკეთა ხაშურში ოპოზიციის შტაბის ერთ-ერთი წარმომადგენლის შვილის გატაცებისა და ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებითაც. აღნიშნა, რომ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ჩატარდა ექსპერტიზა. ”ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დაზარალებულს ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება.. დაზარალებული განმარტავს, რომ მასზე მოხდა ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით, თუმცა აცხადებს, რომ არ შეუძლია იმ პირების ამოცნობა, ვინც მასზე ზეწოლა განახორციელა.” ასეთი იყო ეკა ტყეშელაშვილის განმარტება.
ეს ყველაფერი მოხდა 17 დეკემბერს, არჩევნებამდე 19 დღით ადრე. 17 დეკემბერსვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ აგრარულ უნივერსიტეტში შეხვედრისას კიდევ ერთხელ დადო პირობა, რომ 5 იანვრის არჩევნები მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარდება:
[ნინო ბურჯანაძის ხმა} ”მართლა ვეცდები შეუძლებელი შევძლო იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად, დემოკრატიულად და შემდეგ მინდა გთხოვოთ ყველას, დაგვეხმაროთ იმაში, რომ შემდეგ უკვე, ვინც არ უნდა იყოს დამარცხებული, მან შეძლოს გამარჯვებული მხარის გამარჯვების აღიარება.” (სტილი დაცულია)