ბერლინის სამხარეო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებამ გადაწყვიტა, საექსტრადიციო პატიმრობა მიუსაჯოს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს
ირაკლი ოქრუაშვილს. ამ შინაარსის ცნობა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. კომენტარისთვის რადიო "თავისუფლების" ქართულმა სამსახურმა ბერლინის სასამართლოს პრესმდივანს ირის ბერგერს მიმართა.
ირის ბერგერი: "უწინარეს ყოვლისა, მინდა დავაზუსტო, რომ ბერლინის სამხარეო სასამართლოს შესაბამისი განყოფილების - სენატის - გადაწყვეტილება საექსტრადიციო პატიმრობის შესახებ წინასწარია. ეს იმას ნიშნავს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერჯერობით აქ დარჩება პატიმრობაში. ახლა საქართველოს მთავრობას - ევროპაში მოქმედი კანონების შესაბამისად - 40 დღემდე ვადა მიეცა იმისთვის, რათა დამატებითი მასალები წარმოადგინოს. ბერლინის სამხარეო სასამართლო მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, მართლაც მოხდება თუ არა ბატონი ოქრუაშვილის ექსტრადიცია."
ბერლინშივე დავუკავშირდით ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს ეკა ბესელიას, რომელმაც გვითხრა, რომ საშუალება აქვს, ყოველდღე შეხვდეს თავის კლიენტს. ბესელიას თქმით, მოქმედების სტრატეგიას ის თავის გერმანელ კოლეგას უთანხმებს.
ეკა ბესელია: "ადვოკატთან ერთად ვმუშაობდით ეს დღეები, გავაცანით მას ყველა მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა იყო დაწყებული 25 სექტემბრიდან დღემდე. და ეს მტკიცებულებები მივაწოდეთ დოკუმენტალურად."
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბერლინის სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა ოქრუაშვილის ვექილების მტკიცებულებები? ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან ბერლინის სამხარეო სასამართლოს პრესმდივანმა თავი შეიკავა, მაგრამ დასძინა, რომ, ზოგადად, პოლიტიკური დევნის ფაქტორი ექსტრადიციის შემაფერხებელ მიზეზად შეიძლება იქცეს.
ირის ბერგერი: "პოლიტიკური დევნა, ცხადია, ექსტრადიციის ერთ-ერთი შემაფერხებელი მიზეზია. და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას სენატს ამ ასპექტის გათვალისწინებაც მოუწევს - მის ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში."
ბერლინის სამხარეო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ფრანს პრესის სააგენტოს ცნობაში ნათქვამია, რომ სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილებამ, ვიდრე ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს, მხოლოდ ის უნდა დაადგინოს, ისჯება თუ არა გერმანიის კანონმდებლობით დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც ირაკლი ოქრუაშვილს ედება ბრალი. ირის ბერგერს, სასამართლოს პრესმდივანს, ვთხოვეთ განემარტა, რას ნიშნავს ეს კონკრეტულად.
ირის ბერგერი: "კონკრეტულად ეს ნიშნავს, რომ სენატი გადაამოწმებს, ისჯება თუ არა ბატონი ოქრუაშვილისადმი წაყენებული ბრალდებები გერმანიის კანონმდებლობით. ამავე დროს, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ბრალდებების შინაარსობრივი გადამოწმება არ მოხდება, ანუ არ მოხდება დადგენა იმისა, რამდენად მართებულია თვით ბრალდებები."
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა ეკა ბესელიამ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ბერლინის სამხარეო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა განყოფილების გადაწყვეტილება ირაკლი ოქრუაშვილის საექსტრადიციო პატიმრობის შესახებ თავად ეჭვმიტანილისთვის არ გადაუციათ და არც ქართულად უთარგმნიათ.
ეკა ბესელია: "ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რომ სასამართლო მოსმენა იყო მხარეების გარეშე 3-ში და მას არ ესწრებოდა არც ოქრუაშვილი, არც ადვოკატი. ცოტა გაუგებარია ეს პროცედურა. პროკურატურის და სასამართლოს მხრიდან ადვოკატმა ეს გადაწყვეტილება გუშინ აიღო, საექსტრადიციო პატიმრობა დარჩა ოქრუაშვილს, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია ირაკლის ქართულ ენაზე."
ამ გარემოებაზე კომენტარი ისევ ბერლინის სამხარეო სასამართლოს პრესმდივანს ირის ბერგერს ვთხოვეთ და ასეთი განმარტება მივიღეთ:
ირის ბერგერი: "ნებისმიერი ბრალდებული უფლებამოსილია, მიიღოს შეტყობინება სენატის გადაწყვეტილების შესახებ. თუმცა, დასაშვებია, რომ ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად მისსავე ადვოკატებს გადაეცეთ. რამდენადაც ვიცი, ამ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა - ადვოკატებს, რომლებიც ბატონ ოქრუაშვილს წარმოადგენენ, ეს შეტყობინება გადაეცათ. ვფიქრობ, ბრალდებულს იმის უფლებაც აქვს, დოკუმენტები საკუთარ ენაზე თარგმნილი იხილოს. მაგრამ - რამდენადაც ვიცი - ეს ეხება საბოლოო გადაწყვეტილებას ექსტრადიციის შესახებ."