მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას ორი ძირითადი მიმართულებით წარმართავს: პირველი სოციალური დახმარებაა, მეორე კი - აფხაზეთის დაბრუნება.
მართალია, სოციალური პრობლემებიც გადასაჭრელია და აფხაზეთიც - დასაბრუნებელი, მაგრამ ის კრიზისი, რომელმაც ქვეყანა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიყვანა, სხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. სწორედ ამ ფაქტორის შესახებ მინდა გესაუბროთ.
შესაძლოა, ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკას მხოლოდ შორიდან ადევნებენ თვალყურს, ამაზე არასოდეს დაფიქრებულან, მაგრამ ბევრი პრობლემა, რაც მიხეილ სააკაშვილს ბოლო წლებში შეექმნა, მისი გუნდის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგია. 2004 წლის არჩევნებმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში ისეთი წარმომადგენლობა შეუქმნა, რომელსაც დღემდე შეუძლია რაგინდარა - მათ შორის, საკონსტიტუციო - ცვლილებების მიღება. ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში პრეზიდენტმა ბრძანა, რომ გიგა ბოკერია ან მაია ნადირაძე ავთო ცქვიტინიძის მოდელები არ არიან, რომ ხალხს მოეწონოს. ეს ადამიანები და კიდევ სხვები არიან იმ გუნდის წევრები, რომელიც, ბევრი მითქმა-მოთქმის მიუხედავად, არ დაიშალა და დღემდე თავის საქმეს აკეთებს.
გამოდის, საპარლამენტო გუნდის მთავარი სახეები ხალხის ნდობით არ გამოირჩევიან, მაგრამ პრეზიდენტის ნდობას მაინც იმსახურებენ, რადგან, მათი ძალისხმევით, უმრავლესობა მყარია და პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილებას - მათ შორის, კონსტიტუციის შეცვლის შესახებ - უყოყმანოდ ასრულებს.
არადა, მიხეილ სააკაშვილს ძველ თუ ახალ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების საშუალება რომ არ ჰქონოდა, მისი უფლებები გაცილებით შეზღუდული იქნებოდა, პარლამენტი - უფრო ძლიერი, მთავრობა - უფრო მეტად გაკონტროლებული, საარჩევნო ვადები კი - დაცული. ამ შემთხვევაში, პარლამენტი საკუთარ ვადას ვერ გაიხანგრძლივებდა და კონსტიტუციაც ოპოზიციის თუ ხალხის დასაცავი არ გახდებოდა.
ყოველთვის, როდესაც ძალაუფლება გონივრულ ჩარჩოს სცდება, ხელისუფლება საკუთარ თავს ხიფათში იგდებს. დღევანდელი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების მთავარი პრეტენზია არც აფხაზეთის პრობლემის მოუგვარებლობაა და არც პენსიების სიმწირე ან უმუშევრობა. მთავარი პრეტენზია ისაა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებას ვერავინ ვეღარ აკონტროლებს - ვერც შიგნიდან და, ჯერჯერობით, ვერც გარედან. არც ერთ კითხვაზე პასუხი არავის მოეკითხება - არც აფხაზეთზე, არც პენსიებზე და არც უმუშევრობაზე, არც მკვლელობებზე, არც ღირსების შელახვაზე, არც გამძვინვარებულ ნეპოტიზმსა და არც ელიტარულ კორუფციაზე. ამაზე და კიდევ ბევრ სხვა საკითხზე საზოგადოების აზრი არავის აინტერესებს, რადგან ხელისუფლების შიგნით ერთმანეთის გამაწონასწორებელი ძალები არ არსებობს და ერთადერთი ინსტიტუტი, რომელიც ყველას და ყველაფერს თავის ნებაზე წარმართავს - პრეზიდენტის ინსტიტუტია.
სწორედ ამ პირობებში ჩნდება აუცილებლობა, პრეზიდენტის დამაბალანსებელი ძალა მოიძებნოს ხელისუფლების გარეთ - ხალხში. რათა პენსიები გაიზარდოს არა მაშინ, როდესაც ეს პრეზიდენტს სჭირდება, არამდე მაშინ, როდესაც ხალხი პურისა და წამლის გარეშე რჩება; შეშა და ფქვილი დარიგდეს არა მაშინ, როდესაც ეს პრეზიდენტს სჭირდება, არამედ მაშინ, როდესაც ხალხი დგას სიცივისა და შიმშილის ზღვარზე.
შესაბამისად, დღეს ელექტორატისთვის საჭიროა არა ერთჯერადი დოტაცია არჩევნების წინ, არა კლიპები და მაამებლური სიმღერები, არა ხელის ჩამორთმევა და დამაიმედებელი სიტყვები, არამედ - სააკაშვილის მიერ იმ უფლებამოსილებების ჩამოცილება, რამაც პრეზიდენტის ინსტიტუტი ყველა უბედურების წყაროდ აქცია ადამიანების თვალში; რამაც ოპოზიციის მთავარ ლოზუნგად ჩამოაყალიბა: საქართველო პრეზიდენტის გარეშე. თუკი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაარწმუნებს, რომ მკაფიოდ ხედავს თავისი უფლებამოსილების არსებითი შეკვეცის აუცილებლობას, იგი მთავარ საყრდენს გამოაცლის ოპოზიციას. ხალხი ხელისუფლებისგან ელოდება არა მხოლოდ ფქვილს და დენის ვაუჩერს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თითოეული ადამიანის მიყურადებას, მისი ინტერესებისა და ღირსების დაცვას. ამისთვის კი აუცილებელია, წონასწორობისა და კონტროლის მექანიზმები თავად ხელისუფლების წიაღში არსებობდეს. თუ ყოფილი პრეზიდენტი ამგვარი ცვლილებისთვის მზად არ არის, არჩევნების მოგების შემთხვევაშიც კი, ვითარების განმუხტვა მას ძალიან გაუჭირდება. წინასაარჩევნო რჩევა მიხეილ სააკაშვილისთვის სწორედ ისაა, რომ აქცენტი გააკეთოს არა ფინანსურ დახმარებაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი უფლებების ნებაყოფლობით შეკვეცასა და ხელისუფლების შიგნით კონტროლისა და წონასწორობის მექანიზმის ამოქმედებაზე.