ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილ ჟურნალისტ
ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ყველა იმ სამართალდამცველის დასჯას, ვინც 7 ნოემბრის ღამეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გადაჭარბებული ძალა გამოიყენა. თუმცა ოპონენტები საქართველოს ხელისუფლებას არაგულწრფელობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სამართალდამცველი ორგანოები კვლავ ეწევიან ოპოზიციის აქტივისტების დევნას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ 25 ნოემბრის დემონსტრაციის შემდეგ პოლიციამ დააკავა ახალგაზრდული მოძრაობის წევრი დაჩი ცაგურია. ეს ის დაჩი ცაგურიაა, რომელსაც უცნობმა პირებმა 9 ნოემბერს სასტიკად სცემეს.
7 ნოემბრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ძალადობისა და ძალის ზედმეტი გამოყენების 50-მდე ფაქტი გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეაგირებისათვის გადაუგზავნა. თუმცა, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ სოფო ხორგუანმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, მოსახლეობიდან სულ უფრო მეტი შეტყობინება შემოდის ოპოზიციური პარტიების თანამგრძნობ პირთა დევნის შესახებ:
[სოფო ხორგუანი] ”მინდა გითხრა, რომ 50-ზე მეტია ის ახსნა-განმარტება, რომელიც ჩვენთან ახლა, ამ ეტაპზე, არის თავმოყრილი. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ახსნა-განმარტებების რიცხვი მატულობს, ანუ ყოველდღე მოდიან ჩვენთან ადამიანები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მათი უფლებები შეილახა. ”
ამ ფაქტებში მოხვდა ახალგაზრდა აქტივისტის დაჩი ცაგურიას შემთხვევაც. 9 ნოემბერს, როდესაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა, ”ეროვნული საბჭოს” ახალგაზრდა აქტივისტს დაჩი ცაგურიას ხუთმა უცნობმა სასტიკად სცემა. დაჩი
ცაგურია სამართალდამცველებმა 25 ნოემბრის აქციის შემდეგაც დააკავეს და მალევე გამოუშვეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” განუმარტა, რომ ახალგაზრდა აქტივისტის დაკავება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირდებოდა:
[შოთა ხიზანიშვილი] ”ცაგურია საპატრულო პოლიციამ დააჯარიმა 50 ლარით მანქანის არასწორად გაჩერების გამო და შემოწმებული იყო სიმთვრალე-სიფხიზლეზე. მეტი არაფერი არ მომხდარა.”
თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას უმოქმედობასა და პოლიციის მიერ ძალადობის მიჩქმალვაში ადანაშაულებენ. მაშინ როდესაც სამართალდამცველებს არ გასჭირვებიათ ყველა იმ პირის გამოვლენა, ვინც 7 ნოემბრის ღამეს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მოძრაობა ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით,ხელისუფლებამ თითქოს ზოგიერთი მოძალადე პოლიციელი კარგი მუშაობისთვის წაახალისა კიდეც:
[ლაშა ჩხარტიშვილის ხმა] ”არსებობს ინფორმაცია, საკმაოდ მრავალი წყაროდან წამოსული, რომ თითქოს, პირიქით, წახალისებულნი იყვნენ ისინი, პრემიების სახით. მაგრამ რაც ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, ეს ის არის, რომ მთელი ხელისუფლება მადლობას უხდიდა იმ სპეცრაზმელებს, ვინც ქუჩებში უსწორდებოდნენ ადამიანებს.”(სტილი დაცულია)
პოლიციის მიერ ზედმეტი ძალის გამოყენების ფაქტების იგნორირებით უკმაყოფილებას არ მალავს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზოგიერთი უწყების წარმომადგენელი ”დათვურ სამსახურს” უწევს. რადიო ”თავისუფლებას” ელენე თევდორაძემ უთხრა, რომ დაზარალებულებს სიმართლის პოვნის გაცილებით დიდი შანსი აქვთ სასამართლოში:
[ელენე თევდროძე] ”ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად ვიღაც 7 ბიჭი, ”რესპუბლიკელი”, რომ დააკავეს, რომ სასამართლომ გამოუშვა, ასეთი პრეცედენტი მე არ მახსოვს აქამდე. მართლა არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს ასეთი წინასაარჩევნო ჟესტი იყო. თუ ეს ფაქტი იქნება აღებული როგორც პრინციპი, როგორც ხელისუფლების, ისე სასამართლოს მხრიდან, ვიქნებოდი ძალიან კმაყოფილი.”(სტილი დაცულია)
ელენე თევდორაძემ 7 ნოემბერს ზედმეტი ძალის გამოყენების შესწავლის საკითხი ბიუროს სხდომაზეც დააყენა. პოლიციელების მიერ ზედმეტი ძალის გამოყენების ფაქტების შესწავლას მხარი საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირა ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის ეთერით კვირას, 25 ნოემბერს, გადაიცა. თუმცა 25 ნოემბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი აღარ არის ქვეყნის პრეზიდენტი და მის მოთხოვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.