2003 წლის 23 ნოემბერს, საღამოს, ედუარდ შევარდნაძე გადადგა და კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში მაშინდელი ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ,
ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვას, სად მიდიხართო, უპასუხა: ”სახლში.”
ქუჩაში გამოსულმა ხალხმა რევოლუციის დასასრული იზეიმა. ”ქართველმა ხალხმა შესანიშნავი გამოცდა ჩააბარა. მე მგონი, მოხდა პოლიტიკური წყობის ქრესტომათიული ცვლა. ამ დონის პოლიტიკური კულტურა მე არც კი გამიგია და ხედავთ, რა ზეიმია საქართველოში?” - ასე გამოხატავდა თავის ემოციას 2003-ის გიორგობა დღეს მხატვარი გია ბუღაძე. ასეთი იყო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ემოცია. რა მოხდა შემდეგ, როგორ განვითარდა პროცესები, როგორ და რა მიმართულებით იცვლებოდა ემოციები და შეხედულებები?
”ვარდების რევოლუციის” ერთი წლის თავზე რევოლუციის გმირები ბოლო ერთი წლის პოლიტიკურ ცხოვრებას განსხვავებულად აფასებდნენ. რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ბერძენიშვილის 2004 წლის 23 ნოემბრის განცხადება: ” მე დავახასიათებდი ამ ერთ წელიწადს ასე: ეს არის ზედაპირულობის ზეიმი საქართველოში.” ”მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს რევოლუციურ თანამებრძოლთა ნაწილი ზედაპირულობის გამო აკრიტიკებდა, ის თბილისიდან კიევში, თავისუფლების მოედანზე, შეკრებილ ნახევარ მილიონ ადამიანს მიმართავდა და მათ გამძლეობისკენ მოუწოდებდა. იმ დღეს კიევის ცენტრში შეკრებილი მანიფესტანტები ოპოზიციის მაშინდელ ლიდერს, ვიქტორ იუშჩენკოს, პრეზიდენტად აცხადებდნენ. გავიდა კიდევ ერთი წელი და ისევ 23 ნოემბერს ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა თბილისში მიმდინარე ფორუმზე, სახელწოდებით ”ევროპის გათავისუფლების ახალი ტალღა, დემოკრატია და ტრანსფორმაცია”, ”ვარდების რევოლუციის” მნიშვნელობაზე საუბრისას, მას საქართველოს ”ხელახლა დაბადება” და ”შთაგონება” უწოდა, ”შთაგონება”, რამაც სხვა ქვეყნებშიც შეუწყო ხელი დემოკრატიულ ცვლილებებს.
”ჩვენ ვჩქარობთ და ამიტომ ხშირად შესაბამისად ვერ ვუხსნით ხალხს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზეზებს. ეს შეცდომაა.” - ეს უკვე 2005 წლის გიორგობას ნინო ბურჯანაძის ნათქვამია. ”ვარდების რევოლუციის” 2 წლის თავზე ხელისუფლებამ ყველა პოლიტიკურ ძალას შესთავაზა შეთანხმება იმაში, რომ ქვეყნის ძირითადი საგარეო ვექტორებისა და ღირებულებების ერთგულნი დარჩებოდნენ, მაგრამ ამაოდ. ოპოზიცია სწორედ ხელისუფლებას ადანაშაულებდა ღირებულებების ღალატში. მისი წარმომადგენლები სასამართლოზე ზეწოლას, ამასთან, საარჩევნო კანონმდებლობისა და თვითმმართველობის შესახებ კანონის არადემოკრატიულობას აპროტესტებდნენ.
უკვე 2006 -ში, ”ვარდების რევოლუციის” მესამე წლისთავზე, თავისუფლების მოედანზე წმინდა გიორგის 40-მეტრიანი მონუმენტი გაიხსნა...
[ლაშა ბაქრაძის ხმა] ”იმ ავტორიტარიზმის ჩუმი სიმბოლოა, რომელიც ჩვენში ნელ-ნელა მკვიდრდება. რომ მოაფიქრდა ადამიანს მსგავსი ძეგლის დადგმა, ესე იგი მის თავში რაღაც არ არის დემოკრატიულად განწყობილი. ესე იგი ის ავტორიტარულად ფიქრობს.” (სტილი დაცულია)
ამას ლაშა ბაქრაძე ამბობდა 2006-ის ნოემბერში, მაგრამ მისი და მისი თანამოაზრეების აზრი ხელისუფლებისთვის აქტუალური აღარ იყო.
შარშან, 23 ნოემბერს, ”ტრანსპარენსი ინტერნეშნლმა ” გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: ”ის, რაც საქართველოს აქვს, ზესაპრეზიდენტო სისტემა, ძალიან ჰგავს რუსეთის ფედერაციისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სისტემებს. საქართველოში პრაქტიკულად არ ხდება ძალაუფლების ან კომპეტენციათა გადანაწილება.”
საქართველოს ხელისუფლებისთვის აშკარად არც ასეთი შენიშვნა იყო აქტუალური. ზამთრის პირას მას რუსეთის მიერ გამოცხადებული დიდი ენერგობლოკადა ჰქონდა დასაძლევი, ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროები ჰქონდათ მოსაძებნი. ”ის, ვისაც საქართველოს დაჩოქება სურს, მიხვდება, რომ საქართველო კიდევ უფრო გაიმართება წელში. ჩვენ დავიწყეთ ახალი დიდგორი საქართველოს საბოლოოდ გასათავისუფლებლად.” - ეს მიხეილ სააკაშვილის 2006 წლის 23 ნოემბრის სიტყვებია, წმინდა გიორგის 40 მეტრიანი მონუმენტის საზეიმო გახსნაზე ნათქვამი. სწორედ მაშინ, 2006 წლის 23 ნოემბერს, რადიო ”თავისუფლების” ეთერში ”ვარდების რევოლუციის” შედეგები პოლიტიკური რისკების მკვლევარმა ბაკურ კვაშილავამ შეაჯამა და შეკითხვას, რა არის 2003 -ში დაწყებული ცვლილების მთავარი შედეგი, უპასუხა: ის, რომ სახელმწიფო გახდა უპირატესი საზოგადოების ცხოვრებაში; ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტი გახდა აღმატებული საზოგადოებრივ და სოციალურ ინსტიტუტებზე. მაგრამ:
[ბაკურ კვაშილავას ხმა] ”ერთ-ერთი ტენდენცია, რომელიც იწვევს ხოლმე საზოგადოების გაღიზიანებას, არის ახალი მოვლენა - სახელმწიფოს გაძლიერება, გაძლიერება ზოგ შემთხვევაში ზედმეტად. ანუ, როცა ვერ ვიცავთ იმ ოქროს ზომიერებას, რომელიც მდებარეობს არშემდგარ სახელმწიფოსა და ავტორიტარიზმში გარდამავალ საზოგადოებას შორის.. ” (სტილი დაცულია)
”ეს არის პრობლემა, მისი დაძლევა გაუჭირდებოდა ნებისმიერ მთავრობასო”, - აღნიშნავდა ჩვენი რესპონდენტი შარშან და ერთი წლის თავზე საქართველოს პოლიტიკურად ძალიან დაძაბული და მძიმე ნოემბერი დაუდგა. სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 2007-ის 23 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის პირველი საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთი ბოლო დღე იქნებოდა და ამ დღეს ის საზოგადოებას ასე მიმართავდა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”5 იანვარს ან ჩემი ყველაზე უარესი სიზმრები ახდება, ჩვენს მთავარ მიზანთან დაკავშირებით, ან ჩვენ ყველანი ერთად დავბრუნდებით ჩემი და თქვენი სიზმრების სოხუმში, ჩვენ გავაერთიანებთ საქართველოს და შევქმნით დავით აღმაშენებლის ქვეყანას.”