საქართველოს პარლამენტი დაჩქარებულ ტემპში განიხილავს კანონპროექტს ამნისტიის შესახებ.
კანონი ამ კვირის ბოლომდე უნდა იქნეს მიღებული, რათა შესაბამისი შეღავათები ახალი წლის დადგომამდე გავრცელდეს. ყველაზე ფართომასშტაბიანი ამნისტიის შედეგად, ბევრი პატიმარი შობა-ახალწელს საკუთარ სახლში შეხვდება. ამნისტიის გარდა, იგეგმება შეწყალების აქტი. საერთო ჯამში, პატიმრობიდან გათავისუფლდება და სისხლის სამართლებრივი დევნა შეუწყდება 5000 -მდე პირს. მინდა გესაუბროთ ამ პროცესზე, იმაზე, თუ რა სახის დანაშაულის ჩამდენებს შეეხება ამნისტია და პრეზიდენტის შეწყალების აქტი გავრცელდება თუ არა პირებზე, რომელთა გათავისუფლებასაც ხელისუფლებას ასე დაჟინებით მოუწოდებს ოპოზიცია.
შეწყალების კომისია ამუშავებს იმ ადამიანების სიას, რომელთაც, შესაძლოა, შეწყალების აქტი შეეხოთ. სია, საბოლოოდ, 1200 -მდე გაიზრდება და პრეზიდენტს უახლოეს ხანებში წარედგინება. ამის შესახებ რადიო ”თავისუფლებას” პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ უთხრა. ჩვენ მას ვკითხეთ, შესაწყალებელთა სიაში მოხვდებიან თუ არა ის პატიმრები, რომელთაც სააკაშვილის პოლიტიკური ოპონენტები პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ და, აქედან გამომდინარე, მათ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვენ. ”ასეთები სიაში არ იქნებიან” - იყო პასუხი.
[ელენე თევდორაძის ხმა] ”1200-ზე მეტი ადამიანი იქნება პრეზიდენტის მიერ შეწყალებული. ამნისტია ახალ წლამდე გაგრძელდება. რაც შეეხება შეწყალებას, ეს მოხდება 23 ნოემბერს და ეს ადამიანები ძალიან მალე დაბრუნდებიან სახლში. ” (სტილი დაცულია)
ეს განცხადება ელენე თევდორაძემ 20 ნოემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, მაშინ, როცა მეორე მოსმენით განიხილებოდა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ. ამნისტია კი, კანონპროექტის თანახმად, პატიმრობიდან გათავისუფლებით უნდა შეეხოს პირებს, რომლებსაც დაუმტკიცდათ სისხლის სამართლის კოდექსის 70-მდე მუხლით ჩადენილი დანაშაული. 20-მდე მუხლზე ვრცელდება პატიმრობის განახევრება; ამას გარდა, გარკვეულ მუხლებთან დაკავშირებით შეწყდება სისხლის სამართლის დევნა .. ”
ამნისტია უნდა შეეხოს პირებს, რომლებიც მსჯავრდებულნი არიან ან იძებნებიან ისეთ დანაშაულთა ჩადენისთვის, როგორიცაა: ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი, დაზიანება, ნივთების დაზიანება-განადგურება, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, საბაჟო წესების დარღვევა, ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოებისა და ექსპულატაციის წესების დარღვევა. ამნისტია არ უნდა შეეხოს პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან და იძებნებიან სამშობლოს ღალატისთვის, ჯაშუშობისთვის, განზრახ მკვლელობისთვის.
ფართომასშტაბიანი ამნისტიით და, ამასთან ერთად, შეწყალებით, როგორც უკვე ვთქვით, საერთო ჯამში, 5000 -მდე პირი ისარგებლებს. ხელისუფლების პოლიტიკურ ოპოზიციაში ამ პროცესს პოლიტიკას მიაწერენ, აღნიშნავენ, რომ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ ხელისუფლება ჰუმანური ნაბიჯებით საზოგადოების გულის მოგებას ცდილობს, თუმცა ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა გადაწყვეტილების სხვა მიზეზი დაასახელა :
[ლევან ბეჟაშვილის ხმა] ” ამნისტიის აქტის შემოთავაზება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ სახელმწიფომ გარკვეული გარდატეხა შეიტანა დამნაშავეობასთან ბრძოლაში. ”
ლევან ბეჟაშვილმა თქვა ისიც, რომ ამნისტია ნოემბრის პოლიტიკურ მღელვარებამდე იგეგმებოდა. ასეა თუ ისე, ხელისუფლების განზრახვის სისრულეში მოყვანა თავისუფლებას ათასობით პირს მიანიჭებს და პენიტენციალური სისტემაც, ასე თუ ისე, ამოისუნთქავს..
ეს არ ნიშნავს იმას, რომ დანაშაულთან ბრძოლა შესუსტდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახალი ციხეები აღარ აშენდება, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც არ არიან საშიში საზოგადოებისთვის, რომლებსაც არ ჩაუდენიათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, სახელმწიფო უღებს პატიმრებით გადავსებული ციხის კარს. ეს ხდება საახალწლოდ და ეს ხდება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ?... პარლამენტში აქტიურად მიდის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ შეიცვალოს კანონის მიდგომა ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი - ხაზს ვუსვამთ: მომხარებლებისა და არა ნარკოტიკების გამსაღებლებისადმი. ეს 20 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე თქვა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა:
[გიგი წერეთლის ხმა] ”არსებობს სხვა დანაშაულიც, რომელიც კვალიფიცირდება როგორც დანაშაული-მოხმარება და ჩვენი მიზანია მოხდეს დეკრიმინალიზაცია და ნარკოტიკების მოხმარება გახდეს დასჯადი ჯარიმით - ადმინისტრაციული კანონმდებლობით და არა სისხლის სამართლის კანონმდებლობით. ”
მანამდე პარლამენტის სხდომაზე ცალკეულმა დეპუტატებმა წამოაყენეს წინადადება, ამნისტია გავრცელდეს პირებზე,რომლებიც სასჯელს იხდიან ნარკოტიკების მოხმარების გამო.. კიდევ ერთი წინადადებაა, ამნისტია გავრცელდეს განუკურნებელი სენით დაავადებულ პატიმრებზე, რომლებსაც ჩადენილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშაული. მიუხედავად იმისა, გაითვალისწინებენ თუ არა ამ წინადადებებს, ამნისტიის შესახებ კანონი მიმდინარე კვირის ბოლომდე იქნება მიღებული.