7 ნოემბერს დილით თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, განვითარებულმა მოვლენებმა პოლიტიკური ვითარება უაღრესად დაძაბა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეების წინააღმდეგ ძალის, ხელკეტების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებამ
ხელისუფლების მიმართ საპროტესტო განწყობილება კიდევ უფრო გააღრმავა. საერთო სახალხო მოძრაობის ლიდერებმა მოთხოვნები კიდევ უფრო რადიკალური გახადეს და კიდევ უფრო რადიკალური გახდა ხელისუფლება - ის საპროტესტო გამოსვლების ლიდერთა რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან უშუალო კავშირებზე ალაპარაკდა. მხარეთა ურთიერთბრალდებები დამძიმდა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ ვინ სად და ვის უკან ხედავს მესამე ძალას.
საპროტესტო გამოსვლები რუსთაველის პროსპექტზე იმ ადამიანის წაქეზებით დაიწყო, რომელსაც სურს სუსტი საქართველო აქ თავისი საკუთარი ინტერესების გასატარებლად - აქამდე ასეთი იყო ხელისუფლების ლოგიკა. მისი წარმომადგენლები ლაპარაკობდნენ ”ტყუილის ფაბრიკის” გააქტიურებაზე და ასახელებდნენ ”ტყუილის ფაბრიკის” სათავეში მდგომ ადამიანებს, პირველ რიგში, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილსა და საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს. კეთდებოდა განცხადებები იმის შესახებ, თუ როგორ ჯდება საქართველოში განვითარებული პროცესები რუსეთის ინტერესებში, იმის შესახებ, რომ, ნებსით თუ უნებლიეთ, საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი პოლიტიკური ლიდერები საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებენ და ასე შემდეგ...
მსგავსმა მინიშნებებმა 7 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე მომიტინგეების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, უფრო კონკრეტული ხასიათი შეიძინა.
[გიგა ბოკერიას ხმა] ” აშკარაა, რომ გარე ძალები მოქმედებდნენ. ცალკე ბადრი პატარკაციშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვითარება აქამდე მისულიყო. ხელი შეუწყო ჩვენი პოლიტიკური ლიდერების ნაწილის სამარცხვინო საქციელმა. პოლიტიკური შეფასება აშკარაა. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ამისთვის გასარკვევია ვინ ჩაიდინა კონკრეტული ბრალეულობა. ” (სტილი დაცულია)
აცხადებდა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, მანამდე, სანამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2 ” საკუთარ ეთერში მორიგ ჩანაწერებს გაუშვებდა, სატელეფონო საუბრების ფარულ ჩანაწერებს. მათი საშუალებით ხელისუფლებამ სცადა რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებთან კავშირში ემხილებინა რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი - გოგა ხაინდრავა, ლევან ბერძენიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და შალვა ნათელაშვილი. ნაჩვენები იქნა საუბრის დროს დათქმული შეხვედრების ვიდეოჩანაწერებიც, შალვა ნათელაშვილისა და გიორგი ხაინდრავას შეთხვევაში...
ხელისუფლების მიერ გავრცელებულ მაკომპრომეტირებელ მასალაზე ლევან ბერძენიშვილის რეაქცია ასეთი იყო :
[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”ასლან აბაშიძემ უკვე დაგვაბრალა მე და ჩემს ძმას ჩეკისტობა. ახლა ველოდი, რომ გაუპატიურებაში მაინც დამდებდნენ ბრალს ან პედოფილობაში. რუსეთის უშიშროებასთან კავშირის დაბრალება, ნუ, რა გითხრათ. მე ვაძლევ ინტერვიუებს რუს ჟურნალისტებსაც, ფრანგებსაც, ინგლისელებსაც, გერმანული არ ვიცი, თორემ გერმანელებსაც მივცემდი. ”
ლევან ბერძენიშვილის რეაქცია იყო მშვიდი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი ის და სხვა პირები რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში დაადანაშაულეს და დააბრალეს, რომ მათ ხალხი რუსეთის ინტერესებით გამოიყვანეს ქუჩაში.. ფარული სატელეფონო და ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ განცხადებები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებმა გააკეთეს, მათ შორის, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ:
[გივი თარგამაძის ხმა] ”ეს ჩვენთვისაც თავზარდამცემია, როდესაც ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებივ თავს დებენ ამ ქვეყნის პატრიოტობაზე, ისინიც კი ჩათრეულნი აღმოჩნდნენ ამ თანამშრომლობაში და ქვეყნის გაყიდვის პროცესში. გაყიდვა ხდება კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ. ეს ნაძირლები ცდილობდნენ თითოეული ადამიანის გამოყენებას ამ უბინძურეს საქმეში, ადამიანების, რომლებიც იდგნენ რუსთაველის გამზირზე. ”(სტილი დაცულია)
რუსთაველის გამზირზე ამ დღეებში მდგომ ადამიანებს კი კონკრეტული პრობლემები აწუხებდათ, ისინი ხელისუფლების მიმართ საკუთარ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ძნელია სოციალური და არამარტო სოციალური პრობლემებით დამძიმებულებს ყველას ერთნაირად მოეთხოვოს იმის გაცნობიერება, ვინ და რა ძალები შეიძლება სარგებლობდნენ საქართველოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვით. ოპოზიციის ლიდერებს თავიანთი შეხედულება აქვთ საქართველოში რუსული ხელის შესახებ:
[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ რუსული ხელი მოკალათებულია სახელისუფლო წრეებში, სამართალდამცავ ორგანოებში - ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა ვერ განვითარდეს და ქვეყანა ვერ გახდეს ნატოს ნაწილი. ” (სტილი დაცულია)
ეს იყო დავით უსუფაშვილი. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლების პირდაპირ დადანაშაულებას რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირში - გაკეთდება თუ არა რამე იმის გასარკვევად, თუ რამდენად სანდოა და სარწმუნო ეს ჩანაწერები და მათ საფუძველეზე ადამიანების დადანაშაულება.