ესპანეთის სასამართლომ დღეს 28 განსასჯელიდან დამნაშავედ ცნო 21, 2004 წელს მადრიდში განხორციელებულ

აფეთქებებთან დაკავშირებით. სამ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 40 ათასი წლით. თუმცა ესპანეთში პატიმრობის მაქსიმალური ვადა 40 წელიწადს შეადგენს. პროკურორების ინფორმაციით, დაკავებულები მუსლიმანი ტერორისტები არიან, რომლებიც ესპანეთში საქმიანობდნენ, მაგრამ იმართებოდნენ ალ-ყაიდის მიერ. დაკავებულთა ჯგუფში 9 ესპანელია. უმრავლესობა კი, წარმოშობით მაროკოდან არიან. შეგახსენებთ, რომ 2004 წელს ოთხი მატარებლის აფეთქებას 191 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა და დაშავდა კიდევ დაახლოებით 2 ათასი.