ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა დაადასტურა, რომ დააფინანსებს ოპოზიციის საპროტესტო კამპანიას.
მისი განცხადებით, ეს მოხდება იმისთვის, რომ ოპოზიციამ შეძლოს საპროტესტო გამოსვლების ცივილიზებული გზით ჩატარება. ჯერჯერობით სულ ეს არის... მილიარდერი ბიზნესმენი ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებს პოლიტიკაში წასვლას, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში შესაძლო წასვლის შესახებ განცხადება გაკეთებული აქვს. საერთო სახალხო მოძრაობაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალები სიხარულით შეხვდნენ პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას, თუმცა მისი წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ ხელისუფლების წევრთა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პროცესების შემოქმედი ბადრი პატარკაციშვილია და საერთო სახალხო მოძრაობის ლიდერადაც ის უნდა წარმოვიდგინოთ.
”საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭო ბადრი პატარკაციშვილთან პოლიტიკური კონსულტაციების გამართვით არ არის დაკავებული. პატარკაციშვილი ჩვენი ლიდერი არ არის. ასეთ მოსაზრებებს ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ და ის სიმართლეს არ შეესაბამება”, - ამბობს კონსერვატიული პარტიის წევრი კახა კუკავა, თუმცა ნათქვამს დასძენს, რომ საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოსთვის ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ არათუ მნიშვნელოვანი, გადამწყვეტიც კია:
[კახა კუკავას ხმა] ”ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან 2 ნოემბრის აქციის წინ ფინანსები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ის გადამწყვეტი ფაქტორი, რაც შეგვაძლებინებს სააკაშვილის ხელისუფლების გაშვებას პრაქტიკულად 2 ნოემბერსვე.” (სტილი დაცულია)
2 ნოემბერს არჩვნები არ არის. ამ დღეს თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციით გაერთიანებულ ოპოზიციას განზრახული აქვს, ხელისუფლება აიძულოს შეასრულოს მთავარი მოთხოვნა - დათანხმდეს, რომ საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს. ამ მოთხოვნას, ისევე როგორც საერთო სახალხო მოძრაობის ეროვნული საბჭოს ცნობილ მანიფესტში ჩამოყალიბებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ეხება ძალაუფლების გადანაწილებას, სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას, რეალური თვითმმართველობის ფორმირებას და ასე შემდეგ, ბიზნესმენი პატარკაციშვილი მთლიანად იზიარებს.
”ვფიქრობ, ასეთია ქართველი ხალხის მოთხოვნა, რომელსაც მეც ვუერთდები, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ”, - ნათქვამია მის მიერ ლონდონიდან გავრცელებულ განცხადებაში.
[დავით კირკიტაძის ხმა] ” ის დიდი ხანია აფინანსებს ოპოზიციას, აფინანსებს არეულობების მცდელობებს ქვეყანაში, მაგრამ ქართველი ხალხის ყიდვის მცდელობა არ გამოუვა. რაც არ უნდა ფული დახარჯოს, ქართველი ხალხი არ იყიდება. ” (სტილი დაცულია)
ასე ფიქრობენ სახელისუფლებო უმრავლესობაში. ოპოზიციურ სპექტრში კი პატარკაციშვილისგან ფული სხვებსაც სურთ, კერძოდ, იმ ძალებს, რომლებიც არ შედიან გაერთიანებულ ოპოზიციაში.
[ ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, თუ ჩვენც დაგვაფინანსებს, მივესალმები. ”
ამბობს ”მრეწველების” სახელით ზურაბ ტყემალაძე. ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე კი ბადრი პატარკაციშვილთან კონსულტაციებისთვის 29 ოქტომბერს ლონდონში გაემგზავრა:
[დავით გამყრელიძის ხმა] ”ბადრის ნამდვილად შეუძლია სერიოზული როლი შეასრულოს ვითარების კონსტიტუციურ ჩარჩოებში განვითარებისთვის. ის არის ცნობილი ბიზნესმენი და კარგია, თუ ლეგალური ფული იმოძრავებს ამ პროცესებში და არა არალეგალური, სხვა ქვეყნებიდან წამოსული ფულები.” (სტილი დაცულია)
ბადრი პატარკაციშვილის მიზნებს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ხელისუფლების წინააღმდეგ პუტჩის მცდელობას უწოდებენ. ამას ამბობს, კერძოდ, თბილისის მერი გიგი უგულავა რადიო ”თავისუფლებისთვის” 29 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში. სიუჟეტის დასასრულს კი ხაზგასმით შევნიშნავ, რომ ბადრი პატარკაციშვილი, თავისი ფინანსებით, პოლიტიკისგან შორს არც წარსულში ყოფილა, კერძოდ, 2003 -ში, როცა ქვეყანაში რევოლუცია მწიფდებოდა. ცოტა ხნის წინ პატარკაციშვილმა თავად თქვა, რომ აფინანსებდა ”გაერთიანებულ დემოკრატებს”, ვისაც სათავეში ზურაბ ჟვანია ედგა. ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთმა მაშინდელმა თანამებრძოლმა რადიო ”თავისუფლებას” დაუდასტურა ყოფილი პრემიერის მჭიდრო პარტნიორობა ბიზნესმენთან. მოგვიანებით, ადგილობრივი არჩევნების წინ, პატარკაციშვილმა დააფინანსა ”ახალი მემარჯვენეების” ინიციატივით დაფუძნებული მიწისძვრით დაზარალებულთა ფონდი... თუმცა არ მიიღო გამყრელიძის შეთავაზება ებრძოლა თბილისის მერობისთვის. ბიზნესმენი თავს არიდებდა პოლიტიკაში ღიად ჩართვას, მაგრამ მოვიდა დრო და მან საკუთარი ტელევიზიით განაცხადა, რომ იძულებულია პოლიტიკაში წასვლაზე იფიქროს...