უკვე მიმდინარე კვირის ორშაბათიდან მთავარი თემა 2 ნოემბრის მოლოდინი იყო. ამ მოლოდინის განხილვა,
მოსაზრებები და პროგნოზები მთელი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ,,2 ნოემბერს განვითარებული მოვლენები საქართველოს ცხოვრებაში ლაკმუსის ქაღალდივით იქნება”, - ამბობს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე გაზეთ ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.
იმავე დღეს ”რეზონანსის” ყოველკვირეულ გამოცემაში ,,მთელი კვირა” ასეთ სათაურს ვხვდებით: ”ორშაბათის საგაზეთო ინტერვიუ სააკაშვილთან”. ირკვევა, რომ გაზეთმა გადაწყვიტა: ,,პრეზიდენტს ყოველ ორშაბათს მოსახლეობის შეკითხვები გაუგზავნოს”. პუბლიკაციაში სწორედ ამ შეკითხვებს ვეცნობით და რაკი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გაზეთებს არ კითხულობს, ,,მთელი კვირა” პრეზიდენტის პრესსამსახურს სთავაზობს, ეს კითხვები პრეზიდენტს მიაწოდოს. ,,მათზე პასუხებს ჩვენი გაზეთის ფურცლებს დიდი სიამოვნებით დავუთმობთო”, - წერს ,,მთელი კვირა”.
მიმდინარე კვირას საზოგადოებრივ ასპარეზზე კვლავ გამოჩნდა თავდაცვისა და უშირშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე და მასთან ინტერვიუს, სათაურით ”მე ოქრუაშვილის გადარწმუნებას ვცდილობდი”, გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს. გივი თარგამაძე ამბობს, რომ იგი საქართველოში მაშინ დაბრუნდა, როდესაც უკრაინაში მისია ბოლომდე შეასრულა, რომ იგი დონეცკში ორასკაციან დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა და არჩევნებს ადევნებდა თვალყურს. რაც შეეხება მის ურთიერთობას ირაკლი ოქრუაშვილთან, გივი თარგამაძის თქმით, იგი ბოლოს ოქრუაშვილს ზაფხულში შეხვდა. ჩვენ ვსაუბრობდით და მე ვცდილობდი მის გადარწმუნებას, მაგრამ ჩემი არგუმენტები არ გაიზიარაო, - განაცხადა გივი თარგამაძემ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში.
,,იწყება თუ არა დიდი დათბობა თბილისსა და სოხუმს შორის”, - წერდა გაზეთი ”რეზონანსი” პარასკევს. იმ დღეს მთელი ქართული პრესა 25 ოქტომბრის სოხუმის შეხვედრას ეხმიანებოდა. ”24 საათში” ვკითხულობთ: ,,ქართული მხარე, კეთილი ნების ჟესტის სახით, 20 სექტემბერს დაკავებულ 7 აფხაზ სამხედროს გაათავისუფლებს. ამის შესახებ გუშინ სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.”
განსხვავებულ შეფასებას იძლევა ,,ახალი თაობა”: ”წესით და რიგით, შვიდი დივერსანტის გათავისუფლება საქართველოს ინტერესებში არ უნდა შესულიყო. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის 7 დაკავებულის გათავისუფლება მართლა გაუგებარი აღმოჩნდა და ამ გაუგებრობამ კიდევ ერთი გაუგებრობა გამოიწვია: თუ ამ დივერსანტების გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, საერთოდ რა საჭირო იყო მათი დაპატიმრება? ”
შაბათს საზოგადოებას მეტი დრო და შესაძლებლობა აქვს პრესის გასაცნობად. რა თემები გამოაქვთ თავიანთ პირველ გვერდებზე 27 ნოემბრის ქართულ გაზეთებს? ”რეზონანსის” მთავარი თემა კვირის ბოლოს კვლავ 2 ნოემბერია და დიალოგის შესაძლებლობა დარჩენილ დროში. ,,წავა თუ არა პრეზიდენტი კომპრომისზე?” - ამ სათაურს აქვეყნებს გაზეთი პირველ გვერდზე. ,,ოპოზიციას ფართომასშტაბიანი აქციის მართვა გაუჭირდება და, შესაძლოა, ვითარება უმართავი გახდეს - ასეთ დასკვნას პოლიტოლოგები აქვეყნებენ”, - წერს გაზეთი და განაგრძობს: ,,ოპოზიცია რევოლუციის მოწყობას გამორიცხავს, თუმცა თვითონვე აღიარებენ, რომ, შესაძლოა, ხალხმა თავად მოითხოვოს პრეზიდენტისა და მთავრობის გადაყენება.”
გაზეთ ”ალიას” პირველ გვერდზე, ტრადიციულად, კითხვები აქვს გამოტანილი. 27 ოქტომბრის ნომერში ეს კითხვებია:,,ოპოზიციამ პოსტები უკვე დაინაწილა?” ,,რა ინფორმაციები აქვს სანდრა რულოვსს საელჩოებიდან?”,, რა მოხდა მე-7 საპყრობილეში კეკუას გარდაცვალებამდე?” ,,მთავრობის რა დადგენილებას ასაიდუმლოებს ჯანდაცვა?” ,, რისთვის დაიჭერენ ვალერი გელბახიანს? ”და ასე შემდეგ. ეს ბოლო შეკითხვა-სათაური ეფუძნება თავად ვალერი გელბახიანის სიტყვებს, ყოველდღე ველოდები დაჭერასო. შეკითხვას ”ალიას” პუბლიკაციაში თავად ვალერი გელბახიანი ასე უპასუხებს: ,,ალბათ, იმავე ბრალდებებს წამოაყენებენ, რა ბრალდებებითაც ირაკლი ბათიაშვილი და სხვა პოლიტპატიმრები დაიჭირეს. შესაძლოა, ქურდების ინტელექტუალური მხარდაჭერაც წამიყენონ ბრალად.”
შაბათს დაპატიმრებების თემა აქვს გამოტანილი გაზეთ ”ახალ თაობასაც”. ,,ხელისუფლებამ ოპოზიციის დაპატიმრება დაიწყო” - ვკითხულობთ მსხვილი შრიფტით აწყობილ ქუდში, რომელიც პირველი გვერდზეა დაბეჭდილი. პუბლიკაციაში კობა დავითაშვილი და ჯონდი ბაღათურია აცხადებენ, რომ სამეგრელოში ,,ხალხის პარტიისა” და ,,ქართული დასის” წევრები დააკავეს.
შაბათს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” პირველ გვერდს ასეთი სათაურით ხსნის, ,,თუ ქართველები ჩვენს ხუშტურებს მოვერიეთ, ვერავინ დაგვაჩოქებს!” პუბლიკაცია კი ასე იწყება: ,,ისე, პატივცემულო პოზიციავ და გაერთიანებულო ოპოზიციავ, თუ საქართველოს უქართველებოდ ნახვის მოსურნეებს პირში ჩალაგამოვლებულებს დატოვებთ, ამაზე კარგ საქმეს ნამდვილად ვერ გააკეთებთ.”
შაბათის ”24 საათის” პირველი გვერდის მთავარ პუბლიკაციას კი ასეთი სათაური აქვს: ,,სიღნაღი - ტურიზმის დედაქალაქი”. ქვესათაურში გაზეთი მკითხველს ამცნობს: ,,დღეს სიღნაღში პირველი ულტრათანამედროვე სტანდარტების მუზეუმი იხსნება.” შაბათის ”24 საათში” სწორედ ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ვრცელ პუბლიკაციას გაეცნობა მკითხველი.