თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 3

თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 3 ავღანელი ჯარისკაცისა და ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი
თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქებას 3 ავღანელი ჯარისკაცისა და ერთი მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი
მოჰყვა დღეს, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთის პროვინცია პაკტიკაში. თვითმკვლელმა თავი ამერიკის სამხედრო ბაზის წინ აიფეთქა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მას ავღანეთის ეროვნული არმიის უნიფორმა ეცვა. ინციდენტის შედეგად დაიჭრა სამხედრო ბაზის სულ ცოტა 4 თანამშრომელი. ისინი სამოქალაქო პირები არიან.