ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში მოუსმინეს გაეროში საქართველოს ელჩს ირაკლი ალასანიას.
მან საქართველოს პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს გააცნო თავისი აზრი იმ ბოლო რეზოლუციის შესახებ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით. ალასანიამ თქვა, რომ რეზოლუცია არის საქართველოს სერიოზული მიღწევა, რომელსაც აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების რეალური მექანიზმები უნდა დაეფუძნოს. საკითხავია, ირწმუნეს თუ არა დეპუტატებმა ალასანიას ნათქვამი, რომ გაეროში აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით საქართველოს სერიოზული მიღწევები აქვს.
აზრი ორად გაიყო. კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გოჩა ჯოჯუამ ირაკლი ალასანიას გამოსვლას ხელისუფლების პიარ-კამპანიის ნაწილი უწოდა, მიიჩნია რა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიღწევებზე ლაპარაკი გაზვიადებულია... მას უმრავლესობიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია შეეპასუხა:
[შოთა მალაშხიას ხმა] ”ვერ დაგეთანხმებით, ბატონო გოჩა, იმაში, რომ კერძო საკუთრების უფლებების დაცვის პირველად აღნიშვნა გაეროს რეზოლუციაში არის გაპიარება; ის, რომ დსთ-ს მოხსენიება პრეამბულაში და არა ტექსტში გაპიარება იყოს; ის, რომ 20 სექტემბრის აქტი ტერაქტად არ მოინათლა, როგორც ამას ჩურკინი ცდილობდა ...” (სტილი დაცულია)
მსმენელს შევახსენებ რეზოლუციის მთავარ პუნქტებს, კერძოდ, იმას, რომ უშიშროების საბჭო აღნიშნავს აფხაზეთში დევნილთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფის აუცილებლობას - მათ შორის, იმ თაობების, რომლებიც აფხაზეთს გარეთ დაიბადნენ და გაიზარდნენ; აღნიშნავს დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობას და მოუწოდებს მხარეებს შეასრულონ დევნილთა დაბრუნების პირობა აფხაზეთში, პირველ რიგში, გალის რაიონში.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დევნილთა დაბრუნების შესახებ ლაპარაკი გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებში სულ იყო და ხელისუფლება ცრუობს, როცა ბოლო მოწოდებას სიახლედ ასაღებს. პარლამენტში საჭიროდ მიიჩნიეს რეაგირება მოეხდინათ გაეროში საქართველოს ელჩის მოსმენისას ოპოზიციის წარმომადგენელთა ასეთ შეფასებაზე. ითქვა, რომ დევნილთა დაბრუნების შესახებ ლაპარაკი, მართალია, ადრეც იყო, მაგრამ დევნილთა დაბრუნების საფუძვლად უშიშროების საბჭო რეზოლიციებში მიუთითებდა 1994 წლის 4 აპრილის ოთმხრივ შეთანხმებას. ასეა, მაგალითად, 2001 წლის 31 იანვრისა და 2002 წლის იანვრის რეზოლუციებში. 1994 წლის 4 აპრილის ოთმხრივ შეთანხმებაში კი ნათქვამია, რომ დევნილებს აქვთ უფლება დაბრუნდნენ მშვიდობიანად, დევნის რისკის გარეშე, მაგრამ ასეთი იმუნიტეტი არ ვრცელდება პირებზე, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაული ან დანაშაული ადამიანთა წინააღმდეგ, ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში.
ამ დათქმის უგულებელყოფა შოთა მალაშხიას მიღწევად მიაჩნია და, რა თქმა უნდა, სერიოზულ მიღწევად მიაჩნია უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციაში შეტანილი ჩანაწერიც დევნილთა ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ. თუმცა, დავანებოთ თავი რეზოლუციას. გაეროში საქართველოს ელჩი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის მიღებას აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების დაწყება ავტომატურად არ მოჰყვება, მაგრამ საფიქრებელია, რომ დევნილთა დაბრუნების რეალური მექანიზმების შემუშავება, ბოლოს და ბოლოს, მოჰყვება პროცესს, რომელიც დაიწყო (იგულისხმება გაეროს უშიშროების საბჭოში მხარდაჭერა საქართველოს ინიციატივისა, რომ შესწავლილ იქნეს აფხაზეთში 14-წლიანი სამშვიდობო პროცესი):
[ირაკლი ალასანიას ხმა] ”მოხდება შეფასება იმ მდგომარეობის, რაც დღეს გვაქვს, რამ განაპირობა ის, რომ 14 წლის მანძილზე არ მოხერხდა პრინციპულ საკითხებზე პროგრესის მიღწევა - იგულისხმება უსაფრთხოების თემა, დევნილთა დაბრუნების თემა, პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის თემა. გაკეთდება დასკვნები და რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს მიზნები იქნეს მიღწეული.” (სტილი დაცულია)
საამისოდ რას აკეთებს საქართველოს მხარე?.. ალასანიას თქმით, უშედეგო სამშვიდობო პროცესის გადასახედად ძალიან მნიშვნელოვანია გაეროში წინ იქნეს წამოწეული აფხაზეთში ეთნოწმენდის საკითხი. ამისათვის საქართველოს მხარე გეგმავს ნოემბერში გაეროს შტაბბინაში გამართოს კონფერენცია, რომელზეც მიწვეულნი იქნებიან ამერიკელი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები, დევნილთა უფლებების საკითხებზე მომუშავე გაეროს თანამშრომლები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები... ჩაფიქრებულია სხვა დიპლომატიური სვლებიც, თუმცა საქართველოს ელჩი ამ სვლებზე ღიად არ ლაპარაკობს.. ის ფიქრობს, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს ბოლო რეზოლუცია საქართველოს ის მიღწევაა, რომელსაც აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების რეალური მექანიზმები უნდა დაეფუძნოს... ასე რომ, მომავალი გვიჩვენებს, რას გულისხმობს მისი ეს ოპტიმისტური განცხადება, ხელისუფლების პიარს, როგორც გოჩა ჯოჯუამ თქვა, თუ გაცილებით მეტს.