ბირთვულ საკითხებში ირანის ახალი წარმომადგენელი

ბირთვულ საკითხებში ირანის ახალი წარმომადგენელი საიდ ჯალილი დღეს რომში შეხვდა
ბირთვულ საკითხებში ირანის ახალი წარმომადგენელი საიდ ჯალილი დღეს რომში შეხვდა
ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელს, ხავიერ სოლანას. შეხვედრის შემდეგ ჯალილიმ განაცხადა, რომ თეირანი მხარს უჭერს დიალოგსა და მოლაპარაკებებს. ჯალილიმ და სოლანამ ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვეს, რომ ნოემბრის ბოლომდე გაიმართება მოლაპარაკებების ახალი რაუნდი. დღევანდელ შეხვედრას ორივე მხარემ კონსტრუქციული უწოდა.