საკამათო არ არის ის, რომ საქართველოში პოლიტიკური
ვითარების დაძაბვა დიალოგის დეფიციტიდანაც მოდის. არადა, დიალოგის მომხრეობას, დიალოგისთვის მზადყოფნას ხელისუფლებაც აცხადებს და ოპოზიციაც.. აღნიშნულის მიუხედავად, რატომ არის მონოლოგი და არა პოლიტიკური დიალოგი, რატომ ვერ ხერხდება დიალოგი? დიალოგის დეფიციტის პირობებში ამ შეკითხვასაც მხარეები მონოლოგის რეჟიმში უპასუხებენ. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიცია არის სუსტი და ამ სისუსტეს დიალოგისთვის შეთავაზებული თემების იგნორირებითაც ავლენს; ოპოზიციის ლიდერები შენიშვნას არ იღებენ - აცხადებენ, რომ მაქსიმალისტური მოთხოვნებით მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესს გამოხატავენ და რომ ხელისუფლება მოვალეა დიალოგი დაიწყოს ოპოზიციის მიერ ინიცირებული თემების გარშემო... ოპოზიცია 2 ნოემბრის გრანდიოზული საპროტესტო აქციის ორგანიზებით არის დაკავებული. მინდა გესაუბროთ მხარეთა შორის დიალოგის დეფიციტის პრობლემასა და იმაზე, თუ ვინ და რა საკითხების გარშემო ითხოვს დიალოგს.
საარჩევნო ბარიერის 7-დან 5 პროცენტამდე დაყვანა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის უფლების შეზღუდვა და პარლამენტის უფლაბემოსილების ვადის 5 წლამდე გაზრდა .. ეს ის თემებია, რომლებიც პრეზიდენტმა სახელისუფლებო უმრავლესობას ოპოზიციასთან დიალოგის დასაწყებად შესთავაზა. მაგრამ დიალოგი არ დაწყებულა. ”გაერთიანებული ოპოზიციის” ლიდერები 2-ჯერ ამაოდ მივიდნენ სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის კაბინეტში მოსახვედრად - მივიდნენ სხვა თემებზე, სხვა საკითხებზე სასაუბროდ ...
[ზვიად ძიძიგურის ხმა] ” ეს თემებია: კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩატარება და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფა თანაბარი სასტარტო პირობებით.
საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა იყოს პარიტეტის პრინციპით დაკომპლექტებული და საარჩევნო კოდექსი უნდა იყოს ოდნავ მაინც შესაბამისობაში პოლიტიკურ კულტურასთან.”
”გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი, ზვიად ძიძიგური, ფიქრობს, რომ პრეზიდენტი არ არის მზად მის მიერ ჩამოთვლილ თემებზე ოპოზიციასთან სასაუბროდ და დასძენს, რომ ოპოზიციას სხვა თემებზე, სხვა საკითხებზე დიალოგი არ სურს. არ სურს, ზვიად ძიძიგურის თქმით, იმ მიზეზით, რომ მოვალეა კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებას ხალხის, მოსახლეობის უმრავლესობის მთავარი მოთხოვნების გარშემო ესაუბროს და არა მეორე და მესამეხარისხოვან მოთხოვნებზე. სახელისუფლებო უმრავლესობაში არ ფიქრობენ, რომ ვითარება ქვეყანაში კრიზისულია, არც იმის სჯერათ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხელისუფლებისთვის ქუჩიდან წაყენებული მოთხოვნები მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნებია. პარლმანეტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას ტალღაზე მოცურავის მდგომარეობას ადარებს - ამბობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტალღა ადის, მერე ეშვებაო, და იმედს გამოთქვამს, რომ მოგვიანებით მაინც, საარჩევნოდ, ოპოზიცია მიხვდება, რომ პრეზიდენტის მიერ დიალოგისთვის შეთავაზებული თემები სერიოზული თემები იყო. ”ყველაფერს, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტს უმრავლესობის ხმები და არჩევნები. რაც ხდება დღეს საქართველოში, ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესია”, - ასე ფიქრობს კოტე გაბაშვილი. რაც შეეხება დიალოგს, დიალოგი, მისი აზრითაც, აუცილებელია:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”იქნება ასეთი შეხვედრები უთუოდ. ოღონდ არა ქუჩის მიტინგის დონეზე, არამედ მოპატიჟებით, დროის შერჩევით, პირების შერჩევით, ვინც უნდა მონაწილეობდეს. პრეზიდენტსაც აქვს თავისი პოზიცია და, ალბათ, არ ფიქრობს, რომ ყველას უნდა შეხვდეს ან ყველას ერთად უნდა შეხვდეს. ”
სანამ შეხვედრა გადაწყდება და სანამ პრეზიდენტთან შესახვედრი პირების სია დაიწერება, ოპოზიცია ხალხს მასშტაბური საპროტესტო გამოსვლისკენ მოუწოდებს. კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ დიალოგი მხარეებს შორის სასწრაფოდ არის დასაწყები, რადგან სწორედ დიალოგია ის გზა, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დაძაბულობის განმუხტვა. ასევე ფიქრობს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე:
[ზვიად ქორიძის ხმა] ” მიხეილ სააკაშვილი არ დაუშვებს ოპოზიცია გახდეს შეხვედრის ინიციატორი. კი, თავად გამოთქვა ინიციატივა, მაგრამ გაირკვა, რომ არც ის არის მზად შეხვედრისთვის. შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარემ ივარგოს და მან გამოიჩინოს ინიციატივა, რომ მისი პატრონაჟით მოეწყოს შეხვედრა. მაგრამ ფაქტია, რომ ეს უნდა მოეწყოს..”
შეხვედრა უნდა შედგეს, დიალოგი უნდა დაიწყოს - ამას ბევრი ამბობს, მაგრამ ჯერჯერობით, დიალოგის ნაცვლად, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც საზოგადოებას მონოლოგის რეჟიმში ესაუბრება. კომპრომისები არც ერთ მხარეს სურს და არც მეორეს, ერთი მხარეც და მეორეც ხალხის სახელით ლაპარაკობს. ხალხს კი, საზოგადოებას აქვს შეკითხვები ხელისუფლების მიმართაც და ოპოზიციის მიმართაც და ამ შეკითხვებზე სწორი პასუხების მოძებნა სწორედ დიალოგის მეშვეობით შეიძლება.