“შემაშფოთებელი”, “დამთრგუნველი”, “ცინიკური”
- ასე აფასებენ უფლებადამცავი ორგანიზაციები ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც უზბეკეთს ეხება და ითვალისწინებს სანქციების შემსუბუქებას ამ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ. რატომ შეარბილა ევროკავშირმა პოზიცია პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი ყველაზე უფრო რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ?
სანქციები უზბეკეთის წინააღმდეგ 2 წლის წინ შემოიღეს, ქალაქ ანდიჟანის გახმაურებული მოვლენების საპასუხოდ: იქ 2005 წლის მაისში სისხლისღვრით დამთავრდა საპროტესტო გამოსვლები. უფლებადამცველი ორგანიზაციები როგორც ირწმუნებიან, სიცოცხლეს გამოასალმეს ასობით, უმეტესწილად, მშვიდობიანი დემონსტრანტი. მაგრამ უზბეკი ხელისუფლები უარყოფენ ამ ბრალდებას (მათი ვერსიით, ანდიჟანში ძალადობისთვის პასუხისმგებლობა ისლამისტ მეამბოხეებს ეკისრებათ, ხოლო დაღუპულების რიცხვი 190-ს არ აღემატებოდა).
ამასობაში, ანდიჟანის მოვლენების შემდეგ ორ წელიწადზე მეტმა განვლო და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს უზბეკეთის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შერბილება: ორშაბათს მიღებული გადაწყვეტილებით, 6 თვით უნდა გაუქმდეს აკრძალვა, რომელიც დაწესებულია 8 უზბეკი ოფიციალური პირისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემაზე. უნდა ითქვას, რომ ვიზების აკრძალვა მანამდე კიდევ რამდენიმე ოფიციალურ პირს მოეხსნა.
თუ გავითვალისწინებთ ევროკომისარ ბენიტა ფერერო-ვალდნერის განცხადებას, ეს გადაწყვეტილებები არ ნიშნავს, თითქოს ევროკავშირი აღარ იყოს შეშფოთებული უზბეკეთში ადამიანის უფლებების დარღვევით. მაგრამ მას სურს აჩვენოს, რომ დადებითად აფასებს რამდენიმე მოვლენას: მათ შორის, განვლილი წლის მანძილზე ტაშკენტის მონაწილეობას ევროკავშირის ექსპერტებთან მოლაპარაკებებში ანდიჟანის მოვლენებზე, რამდენიმე პოლიტიკური პატიმრის განთავისუფლებას, სიკვდილით დასჯის გაუქმებას.
ევროკომისარი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ბენიტა ფერერო-ვალდნერი, ევროკავშირის მხრივ უზბეკეთის ხელისუფლების მიმართ “კეთილი ნების ჟესტზე” ლაპარაკობს: [ფერერო-ვალდნერის ხმა] “მიგვიყვანს თუ არა ეს რაიმე შედეგამდე, ჯერ უნდა გამოჩნდეს. მაგრამ ვფიქრობ, უნდა ვცადოთ მაინც - ეს სავსებით ცხადია. მე უკვე მივუთითე იმ გარემოებაზე, რომ უზბეკეთის შემთხვევაში საქმე გვაქვს ამ რეგიონში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანასთან და დაუშვებლად მიმაჩნია მისი უყურადღებოდ დატოვება. ვფიქრობ, მათთან აქტიური კონტაქტი უნდა გვქონდეს და ვიმუშაოთ, რათა თანდათან გამოსწორდეს ვითარება ადამიანის უფლებების სფეროში”.
მაგრამ ევროკავშირის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც უზბეკეთის ხელისუფალთა წინააღმდეგ მოქმედი სანქციები შერბილდა, დამაჯერებლად არ მიაჩნიათ უფლებადამცავ ორგანიზაციებს. “ჰიუმან რაითს უოჩმა” ევროკავშირი დაადანაშაულა ტაშკენტის დაუმსახურებლად დასაჩუქრებაში, ორგანიზაცია “კრიზისის საერთაშორისო ჯგუფის” წარმომადგენელმა ენდრიუ სტროლაინმა კიდევ უფრო მკაცრი შეფასება გამოთქვა: [სტროლაინის ხმა] “მათ ავიწყდებათ ანდიჟანი, ხელი ჩაიქნიეს ყველა იმ მსხვერპლზე, რომელთაც იმ დღეს ესროლეს, ივიწყებენ ადამიანებს, რომლებიც დააკავეს და აწამეს”.
სტროლაინი მკაცრ სანქციებს მიზანშეწონილად მიიჩნევს არა მარტო ანდიჟანში დემონსტრაციის სასტიკი დარბევის გამო: [სტროლაინის ხმა] “ლაპარაკი არ არის მარტო იმაზე, რაც 2005 წლის მაისში მოხდა, არამედ ყველაფერზე, რაც მას შემდეგ ხდება: ინსცენირებულ სასამართლო პროცესებზე, ადამიანის უფლებათა დამცველების დაპატიმრებაზე, წამებაზე. ბოლო წლებში უზბეკეთში წამების საკითხებში გაეროს ორი მომხსენებელი იყო ჩასული. მათი დასკვნით, წამებას სისტემატური ხასიათი აქვს, ის მთელი სისტემის შემადგენელი ნაწილია. ეს არის სასტიკი რეჟიმი, რომელშიც ადამიანებს აწამებენ. და ეს არის რეჟიმი, რომლის წინააღმდეგაც სანქციებს აუქმებ და გგონია, რომ ამით მას თავიდან მოიცილებ? რისთვის უუქმებ სანქციებს (უზბეკეთის მმართველებს)? ეს რითი დაიმსახურეს? მათ არაფერი გაუკეთებიათ!”
უნდა ითქვას, რომ უზბეკ ხელისუფალთა წინააღმდეგ სანქციების შერბილებას ევროკავშირშიც ჰყავს მოწინააღმდეგეები - უწინარეს ყოვლისა ბრიტანეთი, ჰოლანდია, ირლანდია და შვეცია. ისინი სანქციების გამკაცრებასაც კი მოითხოვენ. მაგრამ ორშაბათს გერმანიამ და პორტუგალიამ შეძლეს დანარჩენთა დაყოლიება სანქციების შერბილებაზე: მათი რწმენით, უზბეკეთის იზოლაციის გაგრძელება ადამიანის უფლებების მხრივ ვითარებას ვერ გამოასწორებს, არადა ავნებს ევროკავშირის ინტერესებს - შეასუსტებს მის გავლენას სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ენერგორესურსებით მდიდარ შუა აზიაში, რომლისადმი ინტერესსაც რუსეთი და ჩინეთიც ამჟღავნებენ.
უფლებადამცავი უზბეკი აქტივისტები შიშობენ, რომ ევროკავშირში პრაგმატულმა მოსაზრებებმა სძლია ადამიანის უფლებათა დაცვის სურვილს. ასე ფიქრობს ტოლიბ იოკუბოვი, “უზბეკეთის ადამიანის უფლებათა საზოგადოების” - ემგირაციაში მოქმედი ორგანიზაციის - თავმჯდომარე: [იოკუბოვის ხმა] “უზბეკეთის მთავრობა 18 წელია ეთამაშება ამ თამაშს მსოფლიო თანამეგობრობასა და საკუთარ ხალხს. ევროკავშირი ჩაერთო ამ თამაშში. ის ან ვერ ხედავს, რომ უზბეკეთის მთავრობა იტყუება, ან თავს იკატუნებს, რომ ვერ ხედავს. საუბედუროდ, როგორც ჩანს, ორმაგი სტადნარტებით მოქმედებას ენიჭება უპირატესობა. ევროკავშირის ზოგ ქვეყანას არ ესმის, რას ნიშნავს დიქტატურა, ან, ალბათ, თავი მოაქვს ისე, თითქოს არ ესმოდეს - გარკვეული ინტერესების გამო. ეს სამწუხაროა”.
გაითვალისწინებს თუ არა ამ მწვავე კრიტიკას ევროკავშირი, 6 თვეში გამოჩნდება: მან უნდა შეაფასოს, რამდენად შეასრულებს უზბეკეთის ხელისუფლება მოთხოვნებს, რომლებიც მისთვის სანქციების შერბილებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ამ მოთხოვნებს შორის არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მხრივ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებზე უზბეკეთში მუშაობის ლიცენზიის გაცემა, ციხეში მყოფი ყველა უფლებადამცველის განთავისუფლება, მათი დევნისთვის ბოლოს მოღება.