ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია ”იმედის” ღია ეთერში საუბრისას, განაცხადა, რომ იძულებულია იფიქროს პოლიტიკაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე.
და თუმცა თქვა ისიც, გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა ვიფიქროო, მისი განცხადება საქართველოში მაინც ბიზნესმენის პოლიტიკის კულისებიდან გამოსვლად აღიქვეს. კულისების დატოვებისა და ღია თამაშზე გადასვლისკენ კი პატარკაციშვილს ამ დღეეებში დაჟინებით მოუწოდებდნენ მმართველი ძალის წარმომადგენლები. როგორც ჩანს, გამოწვევა მიღებულია... პატარკაციშვილმა ტელეკომპანია ”იმედში” საუბრისას თქვა ისიც, რა ბედი შეიძლება ელოდეს ”იმედს”, თუ ის პოლიტიკაში წავა... მაშინ საკუთარ აქციებს გადასცემს მეორე დამფუძნებელს, ანუ ”ნიუსკორპს”... რას ნიშნავს ეს და რა შეიძლება შეცვალოს ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ბუნდოვანი წარსულის მქონე მილიარდერის პოლიტიკაში მისვლამ?
[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”გაანებონ ტელევიზიას თავი, გაანებონ თავი ჩემი ღირსების შელახვას. მინდა კონსტრუქციულად შევხედო ყველაფერს. ნუ წამართმევენ ღირსებას და ნუ შეეცდებიან ”იმედს” ზიანი მიაყენონ, სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიაყენონ. ამას ნამდვილად ვერ შევეგუები და მერე... ცხვარი ცხვარიაო...”
საკუთარი ტელევიზიით გამოსვლისას ბიზნესმენმა ცნობილი ანდაზა ნაწილობრივ მოიშველია, თუმცა ამის გარეშეც ცხადია, რომ მასა და ხელისუფლებას შორის არსებული პერმანენტული ნახევრად ღია დაძაბული ურთიერთობა ნახევრად ღია აღარაა.. ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებით მხილებულია საზოგადოებრივი თვალსაზრისით უზნეო საქციელში, სკანდალების აგორებაში, ხელისუფლების დისკრედიტირების დაგეგმვაში, ხელისუფლების დასუსტების მცდელობაში.... პატარკაციშვილი, რომელიც ოქრუაშვილის სკანდალურ აღიარებამდე აცხადებდა, რომ სჯერა ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან ხელისუფლებისთვის წაყენებული ბრალდებების, - მათ შორის, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ მისი ლიკვიდაციის დავალებისა, - ახლა უკვე ხელისუფლებას მოუწოდებს პატივი სცეს სიტყვის თავისუფლებას და თავი გაანებოს ”იმედს”, რომელიც არ იყიდება:
[ბადრი პატარკაციშვილის ხმა] ”არსებობს რაღაცეები, რაც არ იყიდება. შვილს ვერ გაყიდი, გრძნობებს ვერ გაყიდი, იმედს ვერ გაყიდი. როგორ შეიძლება იმედი გაუყიდო რამდენიმე მილიონ ქართველს!”
მაგრამ, ნათქვამის მიუხედავად, ბიზნესმენმა იცის როგორ უნდა მოიქცეს, თუკი პოლიტიკაში წავა. და ის ამას არ გამორიცხავს. აცხადებს, რომ საკუთარ აქციებს გადასცემს მეორე დამფუძნებელს - ” ნიუს კორპორეიშენს”, რუპერტ მერდოკის კომპანიას, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” აქციათა გარკვეული ნაწილის მფლობელი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის ერთ-ერთი მკვეთრი დაპირისპირების გამოაშკარავების ფონზე გახდა..
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროექტ ”ოქრუაშვილის” ჩავარდნის შემდეგ პატარკაციშვილმა და მის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებაზე შეტევის ახალი სქემა შეიმუშავა ... სქემა, რომელიც გულისხმობს შემდეგს: შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ტელეკომპანია ”იმედს” ხელისუფლებისგან რეალური საფრთხე ემუქრება. ” ’იმედს’ საფრთხე არ ემუქრება. საქართველოში სიტყვის თავისუფლებაა და გვლანძღეთ, რამდენიც გინდათ”, - 11 ოქტომბერს ერთმანეთის მიყოლებით აცხადებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. ოპოზიციის ლიდერები კი სააკაშვილის პოლიტიკურ ოპოზიციაში პატარკაციშვილის შესაძლო მისვლას მიესალმებოდნენ:
[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”ისტერიკა, რომელიც დაემართა ხელისუფლებას ბატონ ბადრის პოლიტიკაში შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით, გასაგებია, რადგან მათ იციან რამხელა გავლენა აქვს მას საქართველოში. რა თქმა უნდა, პატარკაციშვილი მათთვის არის საშიში. ”
ოპოზიციაში პატარკაციშვილის შესაძლო მისვლას მიესალმა გია ცაგარეიშვილიც, წარმომადგენელი მოძრაობისა ერთიანი საქართველოსათვის:
[გია ცაგარეიშვილის ხმა] ”ასეთი ლიდერის გამოჩენა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია - მისასალმებელი ბევრი მიმართულებით. ”
მიმართულებებში, რა თქმა უნდა, ფულიც უნდა ვიგულისხმოთ. თუმცა პოლიტოლოგი გია ნოდია ფიქრობს, რომ, პატარკაციშვილის ოპოზიციის ლიდერად გამოკვეთის შემთხვევაში, ფული მისი გამაძლიერებელიც იქნება და დამასასუსტებელიც, რადგან აუცილებლად დაისმება შეკითხვა, რა არჩევანს სთავაზობს ის საზოგადოებას და ეს არჩევანი გულისხმობს თუ არა არჩევანს ფულსა და ოპორტუნიზმზე:
[გია ნოდიას ხმა] ”ხელისუფლება დაიწყებს საუბარს პატარკაციშვილის მორალურ და კრიმინალურ წარსულზე და გააძლიერებს საუბარს ოპოზიციის მორალურ სახეზე, ოპორტუნიზმზე და არა ღირებულებითობაზე - საუბარს იმაზე, როგორი ადამიანის გარშემო ერთიანდებით..”(სტილი დაცულია)
ეს პროცესი დაიწყო... პატარკაციშვილის მიერ სიტყვის თავისუფლების დაცვას
და ტელეკომპანია ”იმედის” ხელშეუხებლობის მოთხოვნას 11 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა:
[გიგა ბოკერიას ხმა]” ვინ გვიკითხავს მორალს სიტყვის თავისუფლებაზე - ბადრი პატარკაციშვილი? თავი რომ დავანებოთ ლისტიევის და ხლებნიკოვის გაუხსნელ მკვლელობებს, რაზეც არ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ბრალი დავდოთ... ამ წარსულს თავი რომ დავანებოთ...”
ბოკერიამ, რა თქმა უნდა, ლუგავოიც ახსენა, რომელიც ინგლისის პროკურატურის მიერ ბრალდებულია კგბ-ს მიერ დაგეგმილ მკვლელობაში და ხაზი გაუსვა მასთან პატარკაციშვილის ურთიერთობას...
დაბოლოს, 11 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა ბიზნესფედერაციის ხელმძღვანელის პოსტიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.