ქაბულის მთავარ ციხეში უკვე მესამე

ქაბულის მთავარ ციხეში უკვე მესამე დღეა, ათობით პატიმარი შიმშილობს
ქაბულის მთავარ ციხეში უკვე მესამე დღეა, ათობით პატიმარი შიმშილობს
პროტესტის ნიშნად გასული კვირის მიწურულს 15 პატიმრის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით. ამ შინაარსის განცხადება, საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესის" ცნობით, გააკეთა ავღანეთის ციხეების უფროსმა აბდულ სალამ ასმათმა. როგორც ასმათმა "ფრანს-პრესს" უთხრა, მოშიმშილეების უმეტესობა თალიბანთან და ალ-ყაიდასთან არის დაკავშირებული. ამ წყარომ არ დაადასტურა ადგილობრივ მასმედიაში გავრცელებული ცნობა, რომ 20-მდე პატიმარი აიძულებს შიმშილობას 200-მდე კაცს.