მიანმარიდან გავრცელებული ცნობებით

მიანმარიდან გავრცელებული ცნობებით,
მიანმარიდან გავრცელებული ცნობებით,
მმართველმა სამხედრო რეჟიმმა შეამცირა ქვეყნის უდიდეს ქალაქ რანგუნის ქუჩებში განთავსებული ჯარისკაცების რიცხვი. მაგრამ უფლებადამცველი აქტივისტების დაპატიმრების ტალღა გრძელდება. დაპატიმრებულია უკვე 6 000-ზე მეტი აქტივისტი, რის შესახებაც დისიდენტური გაერთიანებები და უცხო მთავრობების წარმომადგენლების აცხადებენ. გუშინ მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ლონდონში, პარიზსა და ბანკოკში გაიმართა მიანმარის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები.