გასულ კვირაში სატელევიზიო ეთერში დასახელდა
ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის პრეზენტაციის თარიღი - ოცი სექტემბერი. მოვლენებიც ისე სწრაფად განვითარდა, რომ ოქრუაშვილის გამოჩენა ახალ პოლიტიკურ ამპლუაში, უბრალოდ, ვეღარ დაიგვიანებს. მინდა გესაუბროთ იმ განწყობებსა და მოლოდინზე, რაც საზოგადოების მხრიდან არსებობს “უსახელოდ” წოდებული პარტიისა და მისი ლიდერის მიმართ.
ირაკლი ოქრუაშვილისადმი გულგრილი ადამიანი საქართველოში დღეს ძნელად მოიძებნება. ვისთვის იგი ამჟამინდელი ხელისუფლების ორგანული ნაწილი და მიხეილ სააკაშვილის სულიერი ძმაა, ვისთვის კი - ახალი ქარიზმატული ლიდერი, რომელსაც პრეზიდენტთან დაპირისპირება სურს და კიდეც შეუძლია.
ტელეეკრანიდანაც მოისმენთ, გაზეთის ფურცლებზეც ამოიკითხავთ და პირად საუბარშიც არაერთი ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ ოქრუაშვილს მოუხდება თავის მიერვე გადადგმულ ზოგიერთ ნაბიჯს მკაფიოდ გაემიჯნოს. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილი მას მხოლოდ იმ პირობით აღიარებს ოპოზიციურ ლიდერად, თუკი პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი შინაგან საქმეთა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი საჯაროდ იტყვის, რომ პირადად მან სერიოზული შეცდომები დაუშვა ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ამგვარი მოთხოვნა, რომელიც მკაცრად გამოიყურება, სინამდვილეში, უნდა შეფასდეს როგორც შუალედური, რადგან ზოგისთვის შეცდომების აღიარება, ჩანს, საკმარისი არ იქნება. არაერთი ადამიანისთვის სწორედ ოქრუაშვილია ის პოლიტიკური ფიგურა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა უკანონო დაჭერებისა და ქონების “ნებაყოფლობითი გაჩუქების” ტენდენციებს; ამგვარი მავნებლობის ფუძემდებელი კი, მათი აზრით, ქვეყანას არც ხელისუფლების ლიდერად გამოადგება და არც ოპოზიციის მედროშედ. მკვეთრად უარყოფით განწყობას ოქრუაშვილის მიმართ უფრო ხშირად თბილისში შეხვდებით.
რეგიონებში საქმე სხვაგვარადაა. სადაც წახვალთ, ყველგან აღმოაჩენთ ახალი პარტიის შექმნის სამზადისს. ადგილობრივი ჟურნალისტები, რომლებიც ადგილობრივ პოლიტიკოსებს და მოსახლეობას ესაუბრებიან, ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მიმართ საყოველთაო ინტერესსა და მოლოდინს ადასტურებენ.
თუ თბილისურ გაზეთებს წაიკითხავთ, ან “ქრონიკასა” და “კურიერს” მიადევნებთ თვალყურს, მომავალი პარტიის მიმართ შუალედური, გაწონასწორებული პოზიციის პოვნა კვლავ გაგიჭირდებათ. ჟურნალისტურ მასალებში დაუფარავად გამოსჭვივის ან უნდობლობის დანერგვის სურვილი ჯერ არშექმნილი ოპოზიციური სუბიექტის მიმართ ან იმედით გაჯერებული მოლოდინი. ამის მიზეზი უფრო მედიამფლობელების განწყობაა, ვიდრე პროფესიონალიზმის დეფიციტი. ნებისმიერ შემთხვევაში, დაკვირვებული თვალი სწრაფად და ადვილად გადაალაგებს თბილისურ მედიას ოქრუაშვილის მომხრე და მოწინააღმდეგე ორ ბანაკად.
თუ შევეცდებით პრეზენტაციის წინ კეთილსინდისიერად აღვწეროთ ირაკლი ოქრუაშვილის, როგორც ოპოზიციური ლიდერის, სასტარტო მდგომარეობა, დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ: მას ყველა იცნობს; თბილისის მოსახლეობა მის მიმართ უფრო კრიტიკულადაა განწყობილი, ვიდრე რეგიონები; საზოგადოების ნაწილი მისგან განმარტებებს და შეცდომების გულწრფელ აღიარებას ელის; ყველა თანხმდება, რომ კადრების მხრივ პრობლემები აქვს, განსაკუთრებით, პარლამენტში; საინფორმაციო უზრუნველყოფის მხრივაც, ჯერჯერობით მინუსია; მართალია, არშექმნილი პარტიის მიმართ მედიის ინტერესი არაბუნებრივად მაღალია, მაგრამ ოქრუაშვილს და მის თანამოაზრეებს მხარს უფრო გაზეთები უჭერენ, ტელეკომპანიები კი უფრო უპირისპირდებიან. გამონაკლისები, ცხადია, არსებობს. გასათვალისწინებელია, რომ ოქრუაშვილის გვერდით ცნობილი ჟურნალისტები დგანან, რომლებიც საინფორმაციო უზრუნველყოფაზე, ალბათ, საგანგებოდ ზრუნავენ და მომავალშიც იზრუნებენ; რაც შეეხება დანარჩენ პარტიებთან ურთიერთობას, ამ მხრივ ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მთელი სპექტრი რესპუბლიკელებთან გამართული კონსულტაციების შედეგს ელოდება: თუ ეს ორი პარტია თანამშრომლობაზე შეთანხმდება, საფიქრებელია, რომ მსგავსი სურვილი სხვებსაც გაუჩნდეთ; არაფერია ცნობილი არც პარტიის ფინანსური რესურსების შესახებ. რეგიონებში გაჩაღებული მუშაობის მიხედვით თუ შევაფასებთ, ოქრუაშვილი ფულის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს, რაც პარტიისთვის დიდებულია, მაგრამ რაც, მეორე მხრივ, სერიოზულ ეჭვებს ბადებს ამ ფულის წარმომავლობასთან დაკავშირებით.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძლიერი ოპოზიციური ლიდერის ნიშა თავისუფალია, მაგრამ ჯერჯერობით არსაიდან გამომდინარეობს, რომ ამ ნიშას უსათუოდ ოქრუაშვილი დაიკავებს. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს პლუსად ან მინუსად აქცევს ერთი და გადამწყვეტი საკითხი: რას ეტყვის ის თავის ქვეყანას ახალს არა საკუთარი წარსულის, არამედ თითოეული ჩვენგანის საერთო მომავლის შესახებ.