გიორგი ჭანიშვილი
11 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა
მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მატჩის პირველ ტაიმში ერთ-ერთი ფავორიტს - არგენტინის ნაკრებს არაფერი დაუთმო და, მინიმალური სხვაობით, 3:6 დამარცხდა. არგენტინელებმა ქართველი “ბორჯღალოსნები” მეორე ნახევარში გატეხეს და, საბოლოოდ, 33:3 გაიმარჯვეს.
იმ მატჩის შემდეგ თითქმის ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ვნებათაღელვა მაინც არ ცხრება.
პირადად მე არასოდეს დამავიწყდება ის ემოცია და რაღაცნაირი სიამაყის შეგრძნება, რომელიც საქართველო-არგენტინის ამ სარაგბო მატჩის პირველმა ტაიმმა დამიტოვა. გაგახსენებთ, პირველ ტაიმში ქართველი “ბორჯღალოსნები” არგენტინელ “პუმებს” თუ არ სჯობდნენ, არც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და ანგარიშიც ისეთი იყო, რომ ლიონში, სადაც ეს შეხვედრა ჩატარდა, სენსაციის სუნი დატრიალდა.
მოკლედ, პირველი ნახევარი რომ დასრულდა, არგენტინა მხოლოდ 6:3-ს იგებდა და ეს მაშინ, როდესაც, ზოგადად რომ ვთქვათ, მთელი სარაგბო მსოფლიო სამხრეთ ამერიკელთა მხრიდან უკან მოუხედავ შტურმს უკვე მატჩის პირველივე წუთებიდან ელოდა.
ამის მსგავსიც კი არაფერი მომხდარა და მეც, ისევე როგორც უამრავ ქართველ გულშემატკივარს, სიამაყის შეგრძნება ამიტომ მქონდა. თან, იმასაც გაგახსენებთ, რომ ქართველ მორაგბეებთან შერკინებამდე, არგენტინის ნაკრებმა, ვინ ვინ და, მთლად მასპინძელი საფრანგეთი წამოაქცია და ასეთ ფონზე პატარა საქართველოს გარჯა კიდევ უფრო დიდ გმირობად გამოჩნდა.
მაგრამ სარაგბო მატჩი ხომ მხოლოდ ერთი ტაიმი არ გრძელდება და მეორე 40-მა წუთმა ამდენი ქართველის სიამოვნების შეგრძნება, ცოტა არ იყოს, გააუფერულა. მაგრამ ცოტას მართლაც არა უშავს, მით უმეტეს, მსოფლიოს რეიტინგში ნომერ მეოთხე ნაკრების მხრიდან.
ასეა თუ ისე, არგენტინელებმა, რომელთა შეტევებს სასწაულებრივად უძღვებოდა ხუან მარტინ ერნანდესი, მეორე ნახევარში ქართველ მორაგბეებს 4 ლელო გაუტანეს, “ბორჯღალოსნებმაც” მეტი ვეღარ გაძლეს და, საბოლოოდ, 3:33 დამარცხდნენ. “ასწიეთ თავები”, “საქართველომ ომში არ წააგო”, “არგენტინამ მამაცი ქართველები ძლივს გატეხა” - ასეთი იყო მეორე დღის ქართული და უცხოური პრესის “ჰედლაინები”, ხოლო თავად არგენტინელმა მორაგბეებმა პირდაპირ თქვეს: უმძიმესი თამაში გადავიტანეთ - ქართველებისაგან წინააღმდეგობას ველოდით, მაგრამ არა ასეთსო.
რაგბში ჩაუხედავ გულშემატკივარმა, შესაძლოა, იფიქროს, ცოტა გადაჭარბებული ხომ არაა ეს ყოველივე - რაც არ უნდა იყოს, მაინც 30 ქულით წავაგეთო. და ასეთები არცთუ ცოტანი იქნებიან. მაგრამ ამ შემთხვევაში ის, რომ პატარა სარაგბო ერმა მსოფლიო გრანდის წინააღმდეგ თუნდაც პორველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გალია, უკვე ბევრს ნიშნავს. აი, როგორ აფასებს საქართველოს ნაკრების პირველ მატჩს მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატზე ქართული რაგბის ახლა უკვე ვეტერანი მორაგბე ლევან ცაბაძე, რომელიც არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს სახე გახლდათ მსოფლიო რაგბში:
[ლევან ცაბაძის ხმა]
ცაბაძეს, რომელიც დღეს საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომიტეტის თავმჯდომარეა, მიაჩნია, რომ, 2003 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან შედარებით, წლევანდელი ნაკრების პროგრესი აშკარაა:
[ლევან ცაბაძის ხმა]
და მაინც, ქართველი გულშემატკივრისთვის მხოლოდ ღირსეული თამაში დამაკმაყოფილებელი ნამდვილად ვერ იქნება. საამისოდ “ბორჯღალოსნების” მთავარი სამიზნე ნამიბიის ნაკრებია, რომელსაც საქართველო 26 სექტემბერს ერაგბება და შედეგზე თამაში სწორედ იქ გაჩაღდება. ლევან ცაბაძის აზრით, საქართველოსა და ნამიბიას დაახლოებით თანაბარი დონის გუნდები ჰყავთ, თუმცა მცირე უპირატესობა მაინც ჩვენს მხარესაა:
[ლევან ცაბაძის ხმა]
ასე რომ, ნამიბიასთან გამარჯვების იმედით გემშვიდობებით.