ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის შესახებ განკარგულებას
პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 სექტემბერს მოაწერა ხელი. საკონკურსო განცხადებების მიღებას სპეციალური კომისია კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღეში დაასრულებს და რამდენიმე კანდიდატურას პრეზიდენტს წარუდგენს. კონკურსი დაიწყო. მინდა გესაუბროთ მის პირობებზე და იმაზეც, როგორ უყურებენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისი ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მისი წარდგენა ახალ თანამდებობაზე 11 სექტემბერს მოხდა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევი ღია კონკურსის შესახებ განკარგულებას კი ერთი დღით ადრე მოეწერა ხელი. ამავე განკარგულებაში წერია: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო, უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, საზოგადოებაში სარგებლობს დადებითი რეპუტაციით, აქვს არანაკლებ 3 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი. პირებს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებულ საკონკურსო კომისიას - კომისიას, რომელიც, ძირითადად, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული და რომელშიც არიან: გია ნოდია - ”მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარე; ლევან ცუცქირიძე - ”საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის” დირექტორი; დავით დარჩიაშვილი - ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს ” აღმასრულებელი დირექტორი და მერაბ ბასილაია - არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლებრივი განათლების ასოციაცია- ალპეს” პროგრამების დირექტორი.
კონკურსის დახურვიდან 5 დღის ვადაში კომისია პრეზიდენტს წარუდგენს რამდენიმე შერჩეულ კანდიდატურას. ამის შემდეგ, ერთი კვირის ვადაში, პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს უკვე თავის მიერ შერჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის
კანდიდატურები.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს - მათ შორის, საპარლამენტო ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრს დავით ზურაბიშვილს - კონკურსის არ სჯერათ..
[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”ვინმეს ილუზია გვაქვს იმის, რომ ჩვენთან კონკურსი ეწყობა? ძალიან მიკვირს, თუ ვინმეს სჯერა, რომ საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს კონკურსის შედეგად აირჩევენ. ”
კონკურსს უნდობლობას უცხადებს ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძეც. ის ფიქრობს, რომ საკონკურსო კომისიის წევრები - მათ შორის, ჩვენ მიერ ჩამოთვლილი პირები - კანდიდატურების შერჩევისას მიკერძოებულნი იქნებიან:
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] ”არავისთვის დასამალი არ არის, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებას აქტიურად უჭერდნენ მხარს წარსულში და დღესაც უჭერენ მხარს. ”
მაგრამ ფიქრია ჩიხრაძე კომისიას, კონკურსსა და კონკურსის შედეგს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს. მისი აზრით, ვინც არ უნდა გახდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, არჩევნებს თითქოს პროფესიული ნიშნის, სინამდვილეში კი პარტიული ნიშნის კომისია ჩაატარებს, კომისია, რომელშიც სრული უმრავლესობა მმართველ ძალას ეყოლება. ისიც და დავით ზურაბიშვილიც მიიჩნევენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შესარჩევი კონკურსის შედეგი წინასწარ მაშინ გახდა ცნობილი, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანა განაცხადი სერტიფიცირების კონკურსში მონაწილეობის მიზნით. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ თარხნიშვილი უკვე შერჩეულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, უმრავლესობაში მის კარგ რეპუტაციას აღნიშნავენ. მაგრამ ლევან თარხნიშვილს საკონკურსო კომისიისთვის ჯერ არ მიუმართავს.
[ალეკო გონგაძის ხმა] ”ბატონი ლევანი ჯერ ვერ შეიტანდა განაცხადს, იმიტომ რომ არ აქვს მოხელის სერტიფიკატი ჯერ..”
აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის მისაღებად ლევან თარხნიშვილი გამოცდას 14 სექტემბერს გაივლის. საკონკურსო კომისია კი განცხადებების მიღებას 24 სექტემბერს შეწყვეტს.