133 მომხრე და 13 წინააღმდეგი - ასეთი იყო იმ კენჭისყრის
შედეგი, რომლითაც საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა მთავრობის პროგრამას და, იმავდროულად, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მანამდე 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა სადეპუტატო უფლებამოსილება მოუხსენს დავით ბაქრაძეს, სახელმწიფო მინისტრად მისი დანიშვნის გამო; დაამტკიცეს ახალი ელჩები ჩეხეთსა და საბერძნეთში და მხარი დაუჭირეს ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტში. ცვლილებების თანახმად, 2007 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 400 მილიონზე მეტი ლარით იზრდება და ამ თანხის დიდი ნაწილი თავდაცვის სფეროში წავა. მთავარი მაინც მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება იყო, რასაც თან ახლდა მწვავე დებატები უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის.
ოპოზიციის მიერ სადღეგრძელოდ მონათლული პროგრამა ”ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის” პარლამენტს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარუდგინა, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა კი - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ქიტოშვილმა. უკვე დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ცნობილია, ამიტომ ახალ ან ერთი სამინისტროდან მეორეში გადანაცვლებულ მინისტრებს შეგახსენებთ: დავით ტყეშელაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია, გარემოს დაცვის სამინისტროში ის მისმა ყოფილმა მოადგილემ დავით ჩანტლაძემ შეცვალა; ენერგეტიკის მინისტრი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგურია, ნიკა გილაური - ფინანსთა მინისტრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილი კი - იუსტიციის მინისტრი.
რატომ გახდა აუცილებელი ასეთი გადაადგილებები მთავრობაში? რამდენად მეტყველებს ხშირი საკადრო ცვლილებები აღმასრულებელი ხელისუფლების სისუსტეზე? რატომ არ ჩანს მთავრობის ახალ პროგრამაში მასში მითითებული მიზნების რეალიზაციის გზები? რატომ კადრულობს მთავრობა პარლამენტში ასეთი პროგრამის შეტანას? რატომ ცხოვრობენ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვა რეალობაში? რატომ ვერ ხედავს პრეზიდენტი რამდენად დიდია განსხვავება ამ სხვა რეალობასა და იმ რეალობას შორის, რომელშიც საქართველოს რიგითი მოქალაქეები ცხოვრობენ? - აი, ასეთი იყო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის განახლებული შემადგენლობის დამტკიცების წინ საპარლამენტო ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლების მიერ დასმული შეკითხვები... იყო ერთი ასეთი შეკითხვაც, რომლითაც, ”ახალი მემარჯვენეების” სახელით, მამუკა კაციტაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა - პრეზიდენტს, რომელმაც გააკრიტიკა ოპოზიციონერი დეპუტატები სამთავრობო პროგრამის სადღეგრძელოსთან შედარების გამო:
[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ვის უნდა გამოვუცხადო ნდობა - ბენდუქიძეს, რომელმაც, პრივატიზაციის საბაბით, საქართველო გამოხრა, გაძარცვა და საკუთარი დაუკმაყოფილებელი მადის მსხვერპლად აქცია? ლომაიას, რომლის მინისტრობისას პედაგოგი, პროფესორი, მეცნიერი სალანძღავ სიტყვებად იქცა?”
ამ შეკითხვის დასმამდე, დეპუტატების შეკითხვებს პრემიერ- მინისტრმა ნოღაიდელმა უპასუხა - ჩვეულებისამებრ, მოკლედ, ჩვეულებისამებრ, აუღელვებლად. ოპოზიციის გაფრთხილება, რომ სიტყვა ”ფანდარასტი” შეიძლება მის გვარსაც დაუკავშირდეს, ღიმილით მიიღო. თქვა, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს გამთლიანებისა და გაძლიერებისთვის დაწერილი პროგრამის განსახორციელებლად და აქამდე მიღწეულს კიდევ ბევრ წარმატებას დაუმატებს. ოპოზიციის წარმომადგენლების - მათ შორის, ზვიად ძიძიგურის -რეაქცია წარმატებებზე საუბართან დაკავშირებით ასეთი იყო:
[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”სააკაშვილი და მისი გუნდი პოტიომკინის საქართველოს აშენებს, რეალური საქართველო სულ სხვაგვარად ცხოვრობს.”
ზვიად ძიძიგურმა თქვა, რომ რეალურ საქართველოში ირღვევა მესაკუთრეთა უფლებები, არ არსებობს სასამართლო, მოქალაქეთა უმრავლესობას უჭირს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ...
მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში წარმოშობილი კამათი თემაზე, როგორია რეალური საქართველო - წარმატებული თუ წარუმატებელი, შეიცვალა თემით, როგორი პოლიტიკური ოპოზიცია ჰყავს საქართველოს ... ბოლო მომხსენებლები უმრავლესობის წარმომადგენლები იყვნენ.
[გიგა ბოკერიას ხმა] ” ამ მთავრობის მეთაურობით, საქართველო აპირებს გამარჯვებას და წინსვლას და შანსი გაქვთ შემოუერთდეთ ამ პროცესს.. შანსი ყოველთვის გაქვთ, როგორი უიმედოც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა. ბატონ პრემიერს კი მადლობა მოთმინებისთვის..”
შეგახსენებთ, პარლამენტმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა 133 ხმით დაამტკიცა.