30 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა მოისმინეს
საქართველოს მხარის აზრი საქართველოს კონფლიქტთა მოწესრიგების პროცესში რუსეთის როლისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში წარმოქმნილი ახალი გაუგებრობების შესახებ. შეხვედრაზე საქართველოს პოლიციას სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინიტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე იცავდნენ. შეხვედრის შედეგი არის მხარეთა შეთანხმება, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა გააგრძელონ დიალოგი. მოსკოვის შემდეგ რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება თბილისში გაგრძელდება.
რუსეთის დელეგაცია თბილისში სექტემბრის თვეში ჩამოვა. დელეგაციის წევრები თბილისში გასამართ შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემატიკაზე იმსჯელებენ. აგვისტოს მიწურულს მოსკოვში განახლებული რუსეთ-საქართველოს დიალოგი ახლო მომავალში რომ თბილისში გაგრძელდება, რადიო ”თავისუფლებას” კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ დაუდასტურა. მოსკოვში მას ჩემი კოლეგა კობა ლიკლიკაძე დაუკავშირდა. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას დავით ბაქრაძემ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრით შექმნილი შთაბეჭდილებაც გამოხატა, მძიმე შთაბეჭდილება, თუმცა თქვა, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო რუსეთთან დიალოგისა და ორ ქვეყანას შორის დაგროვილი პრობლემების დიალოგის გზით გადაჭრის მომხრეა:
[დავით ბაქრაძის ხმა] ”არსებობს განსხვავებები, სერიოზული განსხვავებები ჩვენს პოზიციებს შორის. ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს რუსეთის მხარესთან, მაგრამ საქართველო ცდილობს ეს პრობლემები გადაჭრას დიალოგის რეჟიმში. ”
კონფლიქტები, კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში რუსეთის როლი და წითელუბნის ინციდენტი - ამ საკითხებზე საუბრისას მხარეებს განსხვავებული და ურთიერდაპირისპირებული პოზიციები ჰქონდათ. მოსკოვი უწინდებურად უარყოფს რაიმე კავშირს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის დაბომბვასთან და ამით ეწინააღმდეგება საერთაშორისო ექსპერტების ცნობილ დასკვნებსაც; გარდა ამისა, საქართველოს მხარეს აფრთხილებს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთს სურს საქართველო იყოს სუვერენული, ნეიტრალური და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი სახელმწიფო. ამის შესახებ საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინიმ განაცხადა. ”თუ ოფიციალური თბილისი გადადგამს ნაბიჯებს ურთიერთობის ნორმალიზაციისთვის, ჩვენი კონსტრუქციული პასუხიც არ დააყოვნებს,” - თქვა მან. თბილისი კი კონსტრუქციულ ნაბიჯებს რუსეთისგან ელოდა და ელის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის აზრით, რუსეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია იმისათვის, რომ დიალოგი პირველი პირების დონეზე წარიმართოს:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”რუსეთი უნდა იყოს მზად, ასეთი შეხვედრის წინ ნორმალური სახე შეიქმნას. სულ გამუდმებით ”არა” კი არ უნდა იძახონ და ტყუილები ილაპარაკონ, არამედ რაღაცნაირად უნდა დაარბილონ ურთიერთობა, თუ უნდათ ურთიერთობა. ” (სტილი დაცულია)
ეს განცხადება გაბაშვილმა ამ ცოტა ხნის წინ გააკეთა - მაშინ, როცა აქტიურად მიდიოდა მსჯელობა აგვისტოს ბოლოს პუტინისა და სააკაშვილის შესაძლო შეხვედრასთნ დაკავშირებით. შესაძლო შეხვედრაზე მსჯელობა შენელდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ პუტინისა და სააკაშვილის შეხვედრის გეგმა კვლავაც არსებობს.
გეგმა არსებობს, თარიღი დაუზუსტებელია. თანაც, ოფიციალურ მოსკოვს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც, კოტე გაბაშვილის თქმით, რუსეთს ნორმალური სახელმწიფოს სახეს შეუქმნიდა. წითელუბნის დაბომბვის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცე კოდორის ხეობაში დაირღვა. 6 აგვისტოს წითელუბანში მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა არაობიექტურ დასკვნად არის შეფასებული, საქართველო კი მომხდარის ინსცენირებაშია დადანაშაულებული და, რაც მთავარია, მაშინ, როცა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოსგან რუსეთის მეგობრობას მოითხოვენ. რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებსაც საქართველო რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მტრად მიაჩნიათ, გასულ წელთან შედარებით, ორნახევარჯერ გაიზარდა. ეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის სრულიად რუსეთის ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა.