დაღესტანში, პოლიციის ინფორმაციით, 7 ადამიანი

დაღესტანში, პოლიციის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა
დაღესტანში, პოლიციის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა
უშიშროების ძალებსა და მეამბოხეებს შორის შეტაკებების შედეგად. ამ წყაროს ცნობით, წუხანდელ შეტაკებაში 4 ექსტრემისტი და ერთი პოლიციელი დაიღუპნენ, ერთი ექსტრემისტი მახაჩყალაში, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს. ამას გარდა, სამსახურის გზაზე მოკლეს ქალაქ ბუინაკსკის პოლიციის მეთაურის მოადგილე.