ბროდსკი და პერსელი

ამა წლის 24 მაისს გამოჩენილ რუს პოეტს
იოსიფ ბროდსკის 67 წელი შეუსრულდებოდა. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რა კავშირი აქვს ნობელის პრემიის ლაურეატს, 1996 წელს გარდაცვლილ ბროდსკის მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელ კომპოზიტორ ჰენრი პერსელთან? იმას, რომ პოეზია მუსიკისგან განუყრელია, ზედმეტი მტკიცება არ სჭირდება. გავიხსენოთ, თუნდაც, ჩვენი სასიქადულო მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის ვახუშტი კოტეტიშვილის მოსაზრება /კოტეტიშვილის ტექსტი/. ბროდსკის ლექსების ქართულ ენაზე თარგმნის დროს ვახუშტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ყოველი ცალკეული ბგერის ჟღერადობას /კოტეტიშვილის ტექსტი/. რაც შეეხება ბროდსკის მუსიკალურ გემოვნებას, მისი ახლობლების მტკიცებით, პოეტი ერთდროულად ძველებურ კლასიკურ მუსიკასა და ჯაზში იყო შეყვარებული. “ძველებურის” ქვეშ პერგოლეზის, მონტევერდის, პერსელის, ბახის, ჰაიდნის, ვივალდის და სხვა, ე.წ., “ძველ ხელოვანთა” შემოქმედება იგულისხმება. ბროდსკის მეგობარი იაკოვ გორდინი იხსენებს, რომ იოსიფის ყველაზე საყვარელი კომპოზიტორი სწორედ ჰენრი პერსელი იყო. სამოციანი წლების ლენინგრადში, პოეტის პატარა ოთახში, ფირსაკრავზე მუდმივად იდო გრამფირფიტა, რომელზეც პერსელის ოპერა “დიდო და ენეი” იყო ჩაწერილი. ეს გრამფირფიტა ბროდსკის საჩუქრად ინგლისელმა პოეტმა სტივენ სპენსერმა გამოუგზავნა. ადრესატს ამანათი ლინდონიდან ანა ახმატოვამ ჩამოუტანა.


Mმუსიკალური ჩანართი [ჟღერს ნაწყვეტი პერსელის ოპერიდან “დიდო და ენეი”]


ცნობები პერსელის ცხოვრების შესახებ, სამწუხაროდ, ძალიან მწირია. Mმამამისის პიროვნებაც კი არ არის დადგენილი. Kკომპოზიტორი, როგორც ჩანს, 1659 წელს დაიბადა ლონდონში. 1681 წელს ჰენრი დაქორწინდა და მის ოჯახში ექვსი შვილი იზრდებოდა. ისე მოხდა, რომ 36 წლის ასაკში გარდაცვლილ კომპოზიტორს თავისი ქვრივისთვის, გარდა შვილებისა, არაფერი დაუტოვებია. პერსელის მიერ შექმნილი სუფრული სიმღერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ის რესტავრაციის ეპოქის ტიპიური წარმომადგენელი იყო. თითქმის მთელი ცხოვრება კომპოზიტორმა სამეფო კაპელასა და ვესტმინსტერის სააბატოში გაატარა. ბავშვობაში ჰენრი კაპელის ბიჭუნათა გუნდში მღეროდა. მოგვიანებით სააბატოსა და მევიოლინეების სამეფო ორკესტრში სასულე ხის საკრავების ამწყობად, ვესტმინსტერის ორგანისტად, ბოლოს კი სამეფო კაპელის
_ 2 _

კომპოზიტორად მუშაობდა. პერსელის მემკვიდრეობის ძირითად ნაწილს შეადგენს კომპოზიციები, რომლებიც სამეფო ოჯახთან და სააბატოში წირვასთანაა დაკავშირებული. Mმის კალამს სამოცამდე ანთემი (საეკლესიო ჰიმნი), 5 სხვადასხვა წირვის მუსიკა და მრავალი ვოკალური პიესა ეკუთვნის.
პერსელმა აგრეთვე პირველი დიდი ინგლისური ოპერა, “დიდო და ენეი”, შექმნა. გარდა ამისა, მან კიდევ ხუთი ოპერა დაწერა. პერსელის განსაკუთრებული ადგილი ინგლისური მუსიკის ისტორიაში მხოლოდ კომპოზიტორის გენიალობით არ განისაზღვრება _ მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი როლი ევროპული საკონტინენტო კულტურის შერწყმაში იმდროინდელ ღარიბ ინგლისურ მუსიკალურ ენასთან.

Mმუსიკალური ჩანართი [ჟღერს ბრიტენის ფუგა პერსელის თემაზე]



P ვისაც ახსოვს ჩვენი თანამემამულის, გამოჩენილი ქორეოგრაფის ჯორჯ ბალანჩინის დასის “ნიუ_იორკ სიტი ბელეის” სამოცდაათიანი წლების თბილისური გასტროლები, ისიც ეხსომება, რომ ჯორჯმა ბალეტის ისტორიაში პირველმა შეიტანა ცეკვაში კონტრაპუნქტი და ამისათვის სწორედ პერსელის მუსიკა გამოიყენა. ბალეტB ”ფანფარებში” ჟღერდა ბენჯამენ ბრიტენის ვარიაციები და ფუგა პერსელის თემაზე. საოპერო სცენაზე დიდი ქართველი ქორეოგრაფისა და დიდი ინგლისელი კომპოზიტორის გზები გადაჯვარედინდა.P


Mმუსიკალური ჩანართი [ჟღერს ბრიტენის ვარიაციები პერსელის თემაზე]