სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იუსტიციის

სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იუსტიციის საბჭოს მიმართავს მოთხოვნით,
სახალხო დამცველი სოზარ სუბარი იუსტიციის საბჭოს მიმართავს მოთხოვნით,
დაიწყოს დისციპლინური წარმოება ირაკლი ბათიაშვილის საქმის გამომძიებლის, მაია თეთრაულის მიმართ. შესწავლილი მასალების საფუძველზე სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ბათიაშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. უშიშროების ყოფილ მინისტრს სასამართლომ – მეამბოხე გუბერნატორ ემზარ კვიციანის ინტელექტუალური მხარდაჭერისათვის – შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სახალხო დამცველი კი აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე დაუსაბუთებელია და არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს, რაც კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევაა.