ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად, სულ

ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 65 ადამიანი დაიღუპა. მათგან 50-ის სიცოცხლე შეიწირა
ბაღდადში ორი აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 65 ადამიანი დაიღუპა. მათგან 50-ის სიცოცხლე შეიწირა
საწვავით დატვირთული ავტომანქანის აფეთქებამ ბენზინით გასამართ სადგურთან, რომელთანაც მანქანების რიგი იდგა. დაიჭრა 60-მდე კაცი. პოლიციის ვარაუდით, ეს აფეთქება, უმეტესწილად, სუნიტებით დასახლებულ უბანში თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო. მანამდე, დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ შეიწირა 15 სამოქალაქო პირის სიცოცხლე ბაღდადის ცენტრში მდებარე ალ-ჰურიაჰის მოედანზე. ამასობაში, ამერიკელმა სამხედროებმა გაავრცელეს ცნობა სამშაბათს 4 ამერიკელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, გუშინვე ერაყში ერთი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს.