ზუსტად 15 წლის წინ, 1992 წლის 31 ივლისს, საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა.
გაეროში საქართველოს გაწევრიანება თბილისში, მაშინდელ ”რესპუბლიკის მოედანზე”, ხალხმრავალი საზეიმო შეკრებით აღინიშნა, ზუსტად 2 კვირაში კი აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. გავიდა დრო და ომის შედეგად გახლეჩილ მხარეებს შორის სამშვიდობო პროცესის წარმართვა სწორედ გაერომ ითავა. აქედან მოყოლებული, გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მიღებულ ყოველ რეზოლუციაში მხარეებს მოუწოდებდა გაემართათ სამშვიდობო მოლაპარაკებები და, ამ მოლაპარაკებების ფარგლებში, დევნილთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების პრობლემა გადაეწყვიტათ. ასეა ამჟამადაც. დღეს მინდა შეგახსენოთ აფხაზეთში მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო პროცესის დაწყებიდან განვლილი გზა.
აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებას მხარეებმა 1994 წლის მაისში მოაწერეს ხელი, ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი შეთანხმდნენ გაეროს მანდატით აფხაზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების შეყვანაზე. თანამეგობრობის ეგიდით რუსეთის სამშვიდობო ჯარი ქართველებსა და აფხაზებს შორის 1994 წლის ივნისში ჩადგა. მე შეგახსენებთ რას მიესალმებოდა და რისკენ მოუწოდებდა მხარეებს გაეროს უშიშროების საბჭო ამავე წელს, 1994 წლის იანვარში, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში:
”მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება სწრაფად განაახლონ მოლაპარაკებების პროცესი და გამოავლინონ მზადყოფნა პრობლემის პოლიტიკური გზით გადაწყვეტისათვის. მოვუწოდებთ კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ხაზს ვუსვამთ პროგრესის მიღწევის აუცილებლობას აფხაზეთის სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, აგრეთვე - დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მოვუწოდებთ მხარეებს დაიწყონ მუშაობა დევნილთა დაბრუნების გრაფიკზე. ”
აი, ასეთი იყო თბილისისა და სოხუმის მიმართ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 1994 წლის იანვარში წაყენებული მოთხოვნები. რა შეიცვალა მაშინდელ და დღევანდელ მოთხოვნებს შორის? აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭო 2007 წლის რეზოლუციაშიც ხაზს უსვამს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვეობის პრინციპის მნიშვნელობას და მოუწოდებს მხარეებს დაიწყონ დიალოგი. ამას გარდა, უშიშროების საბჭო მხარეებს მოუწოდებს შეასრულონ აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით არსებული შეთანხმებების მოთხოვნები და დაიწყონ აქტიური მუშაობა დევნილთა დაბრუნების დოკუმენტზე.
არის გარკვეული ახალი მოთხოვნები და შენიშვნები, თუმცა ძირითადი მოთხოვნა უცვლელია - ესაა დიალოგის დაწყების, დიალოგის განვითარების და დევნილთა დაბრუნების საკითხზე მუშაობის დაწყების მოთხოვნა. ნათელია, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში გაეროს მრავალწლიან მონაწილეობას პრინციპული სიახლე არ მოუტანია. არსებობს 3 ათეულზე მეტი რეზოლუცია, რომელთა მოთხოვნებიც, ძირითადად, არ სრულდებოდა. დიდი ხანია გაეროს ეგიდით მუშაობს მოლაპარაკებათა ჟენევის ფორმატი, არსებობს გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფი, სამშვიდობო პროცესში შემობრუნების კონტურები კი ჯერ კიდევ არ ჩანს ... მიზეზი, თითქოსდა, გასაგებია... გაერო, როგორც მშვიდობის უზრუნველყოფისა და სახემწიფოთა თანამშრომლობის უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაცია, კრიტიკის საგანი მარტო საქართველოში არ არის. მარტო საქართველოში არ გამოხატავენ იმედგაცრუებას ამ ორგანიზაციის მიმართ, იმის იმედის გამოთქმით, რომ, ბოლოს და ბოლოს, რეალობა აიძულებს გაეროს წამყვან ქვეყნებს ორგანიზაციის მუშაობა უფრო ეფექტიანი გახადონ.
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ბოლოს და ბოლოს, რეალობა აიძულებს გაეროს წამყვან ქვეყნებს ხელი შეუწყონ პროცესს, რომელზეც ამდენს საუბრობენ და რომელსაც პრაქტიკული შედეგები არ მოჰყოლია. თავისი არსებობის მანძილზე გაერომ ვერც ერთი გლობალური პრობლემის გადაჭრა ვერ შეძლო. ”
ამბობს საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი დღეს. გავიხსენოთ ისიც, თუ რას ამბობდა ის რამდენიმე წლის წინ, მინისტრობისას, გაეროს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის პრობლემის ერთ-ერთი განხილვის წინ:
[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ამ განხილვას აქვს დიდი მნიშვნელობა - იმას, თუ რა პოზიციას დაიკავებს უშიშროების საბჭო: დაიკავებს ისეთ პოზიციას, როგორიც ჰქონდა გასული წლის ივლისში, პრაქტიკულად არაფრის მთქმელს, თუ, ბოლოს და ბოლოს, იქნება პრინციპული და ობიექტურ შეფასებას მისცემს პროცესებს. ”
გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციას ოქტომბერში მიიღებს. მოლოდინი იმისა, რომ ეს რეზოლუცია იქნება განსხვავებული, უფრო პრინციპული, და მასში ობიექტურად იქნება შეფასებული რეალობა, არ არსებობს, მით უფრო, გენერალური მდივნის შუალედური მოხსენების გამოქვეყნების შემდეგ. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძის შეფასებით, მასში პირველი რიგის პრობლემებს - მათ შორის, დევნილთა პრობლემებს - შედარებით უკანა პლანზე აქვს ადგილი მიჩენილი:
[არჩილ გეგეშიძის ხმა] ”მოხსენება ადასტურებს, რომ რაიმე გარღვევასა და კონფლიქტის მოგვარების პროცესის თვისებრივად ახალ განზომილებაში გადაყვანაზე საუბარი არ არის. ”
”არ არსებობს ამის ნება და არც ინსტრუმენტები,” - დასძენს ნათქვამს არჩილ გეგეშიძე.
დაბოლოს, ციტატა 2006 წლის იანვარში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსვლიდან: ” დრო არ ითმენს, ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ველოდეთ. ჩვენს თვალწინ ხდება ისეთი მოვლენები, რომლებსაც შეუძლია სამშვიდობო პროცესში არსებული მოჩვენებითი სტაბილურობის აფეთქება. უშიშროების საბჭო და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია რჩება იმ ინსტრუმენტებად, რომლებმაც გამოსავალი უნდა იპოვონ.” გაერო და გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების ძირითად და არაეფექტიან ინსტრუმენტებად რჩება. სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს.