საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის
მხარდაჭერით, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს რეგიონალური მედიის ასოციაცია ახორციელებენ პროექტს “მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანი - მედია და არჩევნები”. პროექტში ჩართულია 20 რეგიონალური ჟურნალისტი 12 ქალაქიდან. მათ ერთდროულად გამოიკვლიეს სამი აქტუალური თემა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტ-ნაკლებად სრული სურათი აღადგინეს. სხვა თემების შესახებ მომავალში გიამბობთ, დღეს კი შევჩერდები ოპოზიციის მდგომარეობასა და მოლოდინებზე მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე.
რიგითი მოქალაქეები კერძო საუბრებში ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში ოპოზიცია დღეს მეტად სუსტია. როდესაც მიმდინარე წლის მარტში საქართველოს 12 ქალაქიდან ჩამოსული ჟურნალისტები თბილისში სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, ყველა გაოცებული დარჩა იმ სურათით, რაც მათი მონათხრობის მიხედვით ჩამოყალიბდა: ოპოზიციური პარტიების ოფისები გამოკეტილია, საკრებულოებში ოპოზიციონერები ან მდუმარედ სხედან და ხმას ხელისუფლების სასარგებლოდ აძლევენ, ან (ზოგიერთ ქალაქში) ყველა საკითხზე დავობენ და ამით მხოლოდ საკრებულოს “ამხიარულებენ”.
როდესაც ჟურნალისტები საკუთარ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ, სცადეს, უფრო კონკრეტულად დაედგინათ, სად როგორ ხვდება ოპოზიცია 2008 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.
გაზეთ “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტების ია გეგეშიძისა და ნინო ნარიმანიშვილის მიერ მომზადებულ მასალაში კონსერვატიული პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდოშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას ვარაუდობს და მიიჩნევს, რომ ამ ძალის ირგვლივ ოპოზიციური სპექტრი - მათ შორის, კონსერვატიული პარტიაც - გაერთიანდება. მისი შეფასებით, ალტერნატიული ძალა ხელისუფლებას არჩევნებში რეალურ ოპონირებას გაუწევს. იქვე ქვეყნდება რესპუბლიკური პარტიის ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარის თამარ გოგოლაძის მოსაზრება, რომ ახალი პოლიტიკური ძალისა და ლიდერის გამოჩენა უფრო ზოგიერთი პარტიის სურვილია, ვიდრე რეალობა.
გაზეთ “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტმა ნინო კაპანაძემ დაადგინა, რომ ადგილობრივი საკრებულოს წევრები - რესპუბლიკელი იური ლურსმანაშვილი და ლეიბორისტი ჯამბულ გამცემლიძე ხარაგაულში ოპოზიციის სისუსტეს არ უარყოფენ და მიზეზად ქალაქიდან ახალგაზრდების მასობრივ წასვლას მიიჩნევენ.
საინტერესო სიახლემ იჩინა თავი ლანჩხუთელი ნინო მშვიდობაძისა და ბათუმელი ლელა დუმბაძის სტატიებში. კონსერვატიული პარტიის ლანჩხუთელი წევრები რომან ბიწაძე და მაკა კვირკველია ცალ-ცალკე აღებულ ინტერვიუში უფრო კონკრეტულად საუბრობენ იმ ახალი პარტიის შესახებ, რომლის მოლოდინი თავს ნებისმიერ ქალაქში მომზადებულ მასალაში იჩენს. მათი აზრით, ახალ პარტიას ირაკლი ოქრუაშვილი შექმნის და ოპოზიციურ სპექტრსაც ის შემოიკრებს. ოღონდ, როგორც ბიწაძის, ისე კვირველიას ვერსიით, ამ ახალი გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი, შესაძლოა, თავად ოქრუაშვილი კი არ იყოს, არამედ ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე. პოპულარული ჟურნალისტის გვარს მკითხველი “გაზეთ ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიაშიც წააწყდება, სადაც ახალი მემარჯვენე თენგიზ კახიძე, ოქრუაშვილის მიერ ახალი პარტიის შექმნასთან ერთად, გიორგი თარგამაძის პოლიტიკურ გააქტიურებასაც ვარაუდობს.
გაზეთ “გურია ნიუსის” ოზურგეთელ კორესპონდენტთან, ნატო გოგელიასთან, ინტერვიუში გურიის გუბერნატორი მიხეილ სვიმონიშვილი ადასტურებს, რომ მას მართლაც სტუმრობდა ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ ქარელთან ერთად. სვიმონიშვილის დახასიათებით, ოქრუაშვილი არის “კარგი ქართველი, განათლებული და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი... ძალიან კარგი მინისტრი...”, რომელსაც “ალბათ, აქვს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი”. გორელმა ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა კი გაზეთში “ქართლის ხმა” იმ პირების სია გამოაქვეყნა, რომლებიც, მისი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის დამფუძნებლები იქნებიან. მანვე დაბეჭდა ინტერვიუ პარლამენტარ გურამ ვახტანგაშვილთან, რომელიც ოქრუაშვილის გუნდის წევრობას არ უარყოფს.
ერთიანი სურათი სამ საყურადღებო ფაქტორს მოიცავს:
·
ოპოზიციური პარტიების რაიონული წარმომადგენლები ნაკლებად საუბრობენ საკუთარ გეგმებზე და აქცენტს უფრო მეტად ირაკლი ოქრუაშვილის ოპოზიციურ ლიდერად დაბრუნებაზე აკეთებენ.
·
სხვადასხვა ქალაქში მოპოვებული ინფორმაციით, არჩევნებზე დამოუკიდებლად გამოვლენ მემარჯვენეები და რესპუბლიკელები.
·
სამჯერ ერთსა და იმავე - პოლიტიკურ - კონტექსტში ჩნდება გიორგი თარგამაძის ფიგურა.
საერთო სურათის თანახმად, ისიც შეიძლება ითქვას, რომ რეგიონალური ოპოზიციური სპექტრის არცთუ მცირე ნაწილი თეთრ რაშზე ამხედრებულ მორიგ რაინდს ელოდება და ძალიან შორს არის წინასაარჩევნო მზადების საქმიანი, რაციონალური ეტაპისგან.