ამ ცოტა ხნის წინ
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ფართო სამსჯავროზე გამოიტანა მონაცემები აფხაზეთში იძულებით დატოვებული ქონების ”შავ ბაზარზე” უკნონოდ ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ამ მონაცემების თანახმად, ენგურს იქითა საქართველოში იძულებით დატოვებულ ქონებას რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები აქტიურად ეპატრონებიან. როგორ უნდა გასცეს ამ უკანონო პროცესს პასუხი საქართველომ და როგორია აფხაზეთში დატოვებული ქონების დაბრუნების პერსპექტივა? ამ თემებზე სასაუბროდ ეკა წამალაშვილმა ”რადიო თავისუფლების” ყოველკვირეულ სადისკუსიო მაგიდასთან მიიწვია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გია გვაზავა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია.
(იხ. აუდიოვერსია)
(იხ. აუდიოვერსია)