შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოვიდა მოწოდებით,
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატა გამოვიდა მოწოდებით,
ამერიკის ჯარებმა 2008 წლის აპრილისთვის დატოვონ ერაყი. ამასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხუთშაბათს გაიმართა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც არაერთმნიშვნელოვნად არის შეფასებული ერაყის მთავრობის ძალისხმევა უსაფრთხოებისა და პოლტიკური მიზნების სფეროში. ბუშმა ვეტო დაადო კონგრესის მიერ ჯარების გაყვანის თაობაზე მიღებულ წინა გადაწყვეტილებას. ამერიკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ აქვს ერაყში წარმატების შანსი.