კოსოვოს ლიდერებმა ევროკავშირი გააფრთხილეს, რომ

კოსოვოს ლიდერებმა ევროკავშირი გააფრთხილეს, რომ კოსოვოელების მოთმინება იწურება,
კოსოვოს ლიდერებმა ევროკავშირი გააფრთხილეს, რომ კოსოვოელების მოთმინება იწურება,
სანამ გაეროს უშიშრეობის საბჭო აგრძელებს კოსოვოს სტატუსზე კონსენსუსის მიღწევის მცდელობას. როგორც სერბიის ამ პროვინციის პრეზიდენტმა ფატმირ სეჯდუმ და პრემიერ-მინისტრმა აგიმ ცეკუმ დღეს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე უთხრეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერ ხავიერ სოლანას, კოსოვო მზად არის დამოუკიდებლობის გამოსაცხადებლად და გამორიცხავს სერბიასთან მომავალ სტატუსზე მოლაპარაკების გაგრძელებას. როგორც პრემიერ-მინისტრმა აგიმ ცეკუმ ბრიუსელში მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: [ცეკუს ხმა] “ჩვენ ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ არ უნდა მოველოდეთ საკითხის მისაღებ მოგვარებას გაეროს უშიშროების საბჭოსაგან და ჩვენთვის საკმარისი არ არის საერთაშორისო თანამეგობრობისაგან იმის მოსმენა, რომ ყველა - გაეროს უშიშროების საბჭოსაგან მოელის საკითხის მოგვარებას. ამიტომ აღარ უნდა მივიჩნიოთ, რომ გაეროს უშიშროების საბჭო ყველა შეკითხვაზე პასუხს გამოძებნის. მოვითხოვთ ამ საკითხისადმი ახლებურ მიდგომას, უფრო გაბედულ მიდგომას კოსოვოს სტატუსის საკითხისადმი”. სოლანას თქმით კი ევროკავშირს სურს, რომ კოსოვოს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მოგვარდეს.