სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში

სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 33 თალიბი ექსტრემისტი მოკლეს
სამხრეთ ავღანეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში 33 თალიბი ექსტრემისტი მოკლეს
ავღანელმა და ნატოს ჯარისკაცებმა. ყანდაარის გუბერნატორის განცხადებით, ზარის რაიონში წუხანდელი ოპერაციის დროს მეამბოხეობაში ეჭვმიტანილი კიდევ 4 პირი დააკავეს. ავღანელ და ნატოს ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. გუბერნატორის ინფორმაციით, ოპერაცია მოჰყვა ამავე რაიონში გზაზე ბომბის აფეთქების შედეგად 8 პოლიციელის დაღუპვას.