დღეს მეინის შტატის პატარა ოკეანისპირა ქალაქ კენებანკპორტში, ბუშების საოჯახო რანჩოში, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ჯორჯ ბუშისა და ვლადიმირ პუტინის ორდღიანი არაოფიციალური სამიტის მთავარი ამოცანაა, ნაწილობრივ მაინც მოაგვაროს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ბოლო ხანს წარმოშობილი უთანხმოებანი. თუმცა, მიმომხილველთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, კენებანკპორტის შეხვედრამ არსებულ ვითარებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს.
ვლადიმირ პუტინი და მისი მეუღლე ლუდმილა შეერთებულ შტატებში გუშინ ჩავიდნენ. პუტინი პირველი უცხოელი ლიდერია, ვისაც ჯორჯ ბუში კენებანკპორტის რანჩოში მასპინძლობს. თუმცა, როგორც რადიო "თავისუფლების" სპეციალურმა კორესპონდენტმა იური ჟიგალკინმა კენებანკპორტიდან შეგვატყობინა, რუსეთის ლიდერს ბუშების ოჯახის გარდა, ათასზე მეტი დემონსტრანტიც ელოდა.
[დემონსტრანტთა შეძახილები]
დემონსტრაციის მონაწილეებს სასაყვედურო მრავლად ჰქონდათ როგორც ბუშის, ისე პუტინის მიმართ: შეერთებული შტატების ლიდერს ისინი ძირითადად ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის აკრიტიკებდნენ, ხოლო კრემლის მესვეურს - ჩეჩნეთის სისხლიანი კამპანიისთვის.
თუმცა, თავად პრეზიდენტების გუშინდელმა ორსაათიანმა შეხვედრამ, როგორც იუწყებიან, "მეტად მეგობრულ" ატმოსფეროში ჩაიარა. აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი:
[სერგეი ლავროვის ხმა]: "განიხილეს ცხოვრებისეული საკითხები: როგორ ვითარდება სიტუაცია შეერთებულ შტატებში, რუსეთში; როგორი ევოლუცია შეინიშნება ორი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემებში. ორივე პრეზიდენტს მშვენივრად ესმის, რომ, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს მძევლად ამა თუ იმ შიდაპოლიტიკური სიტუაციისა, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს წინასაარჩევნო კამპანიებთან."
დღეს დილით ჯორჯ ბუშმა და ვლადიმირ პუტინმა - და მათი ოჯახის წევრებმა - ერთად ისაუზმეს, რის შემდეგაც პრეზიდენტები ჟურნალისტებს შეხვდნენ. დღესვე, მოგვიანებით, ჯორჯ ბუში თავისი სტუმრის პატივსაცემად სადილს გამართავს.
მოახერხებენ თუ არა მოსკოვი და ვაშინგტონი, საუზმისა და სადილის არაფორმალურ ატმოსფეროში, ნაწილობრივ მაინც მოაგვარონ მათ შორის არსებული უთანხმოებები, ძნელი სათქმელია. უთანხმოებათაგან კი ამჯერად მხოლოდ რამდენიმეს ჩამოთვლა ვიკმაროთ: ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; ჩეხეთსა და პოლონეთში აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსება, კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი, ირანის ბირთვული პროგრამისადმი განსხვავებული მიდგომა.