ამ რამდენიმე დღის წინ რადიო "თავისუფლების" პრაღის შტაბბინას ესტუმრა ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი პოლ ქუინ-ჯაჯი,
რომელსაც "გარდიანის", "ქრისჩენ საიენს მონიტორის", "ბოსტონ გლოუბისა" და სხვა ავტორიტეტიანი გაზეთების კორესპონდენტად უმუშავია, ხოლო 90-იანი წლების მეორე ნახევარში სათავეში ედგა ჟურნალ "ტაიმის" მოსკოვის ბიუროს. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვე ქუინ-ჯაჯმა საქართველოში გაატარა, სადაც - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად - მედიის მდგომარეობას აანალიზებდა. ბუნებრივია, რომ საუბრის დასაწყისში დავით კაკაბაძემ მას სწორედ საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ზოგადი შეფასება სთხოვა.
პოლ ქუინ-ჯაჯი: მასმედიის მდგომარეობა საქართველოში, ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ძალიან საინტერესოა. ზოგიერთ სხვა ქვეყანას თუ შევადარებთ, მედია იქ თავისუფალია. ბეჭდური მედიის წინაშე მდგარი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჟურნალ-გაზეთებს ცოტა ვინმე თუ კითხულობს - ტირაჟები მცირეა. როცა საუკეთესო გაზეთების ტირაჟი სამი-ხუთი ათასია, რომელ აუდიტორიაზე შეიძლება ილაპარაკო?! განსხვავებულია ვითარება ელექტრონულ მედიაში. ელექტრონული მედია ხელოვნურად თავისუფალი და უაღრესად პოლიტიზებულია. ჩემი აზრით, ბოლო რამდენიმე წლის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიაა იმისთვის თვალყურის დევნება, რაც "რუსთავი 2"-ს დაემართა; როგორ დაივიწყა მან, რომ მედიის ამოცანა სახელმწიფოს კრიტიკაა და არა ისეთი სახელმწიფოს არჩევა, როგორიც მოგწონს, და მერე მის სამსახურში ჩადგომა. ეს ძალიან გულდასაწყვეტია. რაც შეეხება საქართველოს მეორე დიდ ტელეკომპანიას, - "იმედს" - ის გამოხატავს პოზიციას ერთი კერძო ადამიანისა, რომელსაც არსებულ რეჟიმთან სერიოზული უთანხმოებები აქვს. ნიშანდობლივია, რომ ამ გარემოებაზე თვით ქართველები ამახვილებენ ყურადღებას - თვით "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" თანამშრომლებიც კი! ისინი, შესაძლოა, არ ჰგმობდნენ ყოველივე ამას, მაგრამ საკუთარ უკმაყოფილებას სრულიად მკაფიოდ გამოთქვამენ.
რადიო "თავისუფლება": რა იცით საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმებზე? დიდი ხანი არ არის, რაც ეს ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებას წარმოადგენდა და ზოგი დღესაც ფიქრობს, რომ მის საქმიანობაზე ჯერ კიდევ დიდია მთავრობის გავლენა...
პოლ ქუინ-ჯაჯი: სიტყვა "რეფორმა", როგორც ის მე მესმის, მუდამ დადებითი შინაარსის მატარებელია. როგორც ქართულის არმცოდნე უცხოელს, ცხადია, ბევრი რამ გამომეპარებოდა. ამიტომ ამ შეკითხვაზე უნდა გიპასუხოთ, როგორც ჟურნალისტმა, რომელსაც არაერთი ინტერვიუ აუღია კოლეგებისგან - მათ შორის, თვით საზოგადოებრივ მაუწყებელში მომუშავე ჟურნალისტებისგან. ისინი მეტად კრიტიკულად არიან განწყობილი საზოგადოებრივი ტელევიზიის მიმართ და ფიქრობენ, ის დიდწილად პოლიტიკურ იარაღად არის ქცეული. ჩემთან საუბარში მათ არაერთხელ გამოუხატავთ უკმაყოფილება და ისიც უთქვამთ, რომ მთავარი ამბების გაშუქებაში სასურველ თავისუფლებას მოკლებული არიან. რაც აუცილებლად აღსანიშნავი და თვალშისაცემია: ისინი ამას სრულიად დაუფარავად გეუბნებიან, ანუ არ ეშინიათ იმისა, რომ მეორე დღეს ციხეში ამოყოფენ თავს. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებთან საუბრისას, ზოგჯერ მიკვირს კიდეც, იმდენად გულახდილნი და კრიტიკულნი არიან.
რადიო "თავისუფლება": საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ მედია მეტისმეტად პოლიტიზებულია. თქვენი შთაბეჭდილება როგორია?
პოლ ქუინ-ჯაჯი: ჩემი აზრით, ტრაგედიაა, რომ ელექტრონული მედიის, განსაკუთრებით ტელევიზიის პოლიტიზებამ პოლიტიკური სტაგნაციის შეგრძნება მოიტანა. მედია, რომელიც დინამიკური იყო და დინამიკური განვითარების საუცხოო შესაძლებლობები ჰქონდა, ახლა ერთგვარად გაქვავებულია. არადა, დინამიზმის ნაკლებობა განსაკუთრებით მტკივნეულია ბეჭდური მედიის სუსტი პოზიციის ფონზე. გულახდილად რომ გითხრათ, დღევანდელი ვითარებაში ბეჭდური მედიისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ღირსეულად მოკვდეს და საკუთარი ადგილი ახალ ინსტიტუტებს დაუთმოს.
რადიო "თავისუფლება": თქვენ გულისხმობთ, რომ ბეჭდური მედია საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს?
პოლ ქუინ-ჯაჯი: არა, არა! მაგრამ, ვფიქრობ, ერთი-ორი გაზეთი რომ დაიხუროს, ხალხი იძულებული გახდება, დაჯდეს და დაფიქრდეს იმაზე, რა უნდა მოიმოქმედოს ბეჭდურმა მედიამ თავის გადასარჩენად და გამოხატვის ახალი გზების ძიებას შეუდგეს.
რადიო "თავისუფლება": ასეთ გზად შეიძლება ინტერნეტიც გახდეს?
პოლ ქუინ-ჯაჯი: ინტერნეტის განვითარებაზე ზრუნვა მთელი რეგიონისთვის აუცილებელია. საქართველოსთვისაც კი, სადაც ზოგჯერ მწვავედ დგას ელექტროენერგიის პრობლემები. რამდენიმე წელიწადში მდგომარეობა გამოსწორდება და ინტერნეტის მნიშვნელობა გაიზრდება. საერთოდ, "ახალი მედია" დედამიწის ამ კუთხეში ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს: ის შედარებით იაფია, უაღრესად მოქნილია, და ხალხი, რომელიც საქართველოში ამ საქმეს უნდა ხელმძღვანელობდეს - 25-30 წლის ახალგაზრდები - ყოველმხრივ მზად არიან სადავეების ხელში ასაღებად. გარდა ამისა, სხვა საინფორმაციო საშუალებებთან შედარებით, ინტერნეტი მეტ საშუალებას იძლევა, გვერდი აუარო ფარულსა თუ აშკარა ცენზურას. როცა ვამბობ, ბეჭდური მედია უნდა მოკვდეს-მეთქი, ვგულისხმობ იმას, რომ ახლო მომავალში სავსებით შესაძლებელია, ამა თუ იმ გაზეთმა არსებობა შეწყვიტოს. და მაშინ მას სხვა მედიუმი უნდა ჩაენაცვლოს. ბეჭდური მედიის პრობლემა გახლავთ არა იმდენად პოლიტიკური ძარღვის უქონლობა, რამდენადაც, საერთოდ, ყოველგვარი ძარღვის უქონლობა. მან სიმწვავე დაკარგა. მას აღარ შესწევს გადარჩენის უნარი, რადგან სრულიად მოკლებულია ცოდნას მარკეტინგის, ტირაჟის, გავრცელების გზების შესახებ. ამაზე ხალხი არც კი ფიქრობს! ამიტომ მგონია, რომ ბეჭდური მედიისთვის აუცილებელია სრულიად ახლებური აზროვნების ჩამოყალიბება. და ემ მოხდება კიდეც, თუ საქმეს ხელს მოკიდებენ ახალგაზრდა ჟურნალისტები, ჩემზე გაცილებით ახალგაზრდები!
რადიო "თავისუფლება": როგორ შეაფასებდით მდგომარეობას, ზოგადად, "ახალი მედიის" სფეროში?
პოლ ქუინ-ჯაჯი: ამჟამად ვითარება საკმაოდ არამდგრადია. პირადად მე არ მეგულება პოლიტიკური მიმართულების საინტერესო, ავტორიტეტიანი საინტერნეტო გვერდი - არც საქართველოში და არც მთელს რეგიონში. არის რამდენიმე საინტერესო ვებსაიტი, რომელიც - ვერ დავწამებ, მოყვარულების მიერ კეთდება-მეთქი - მაგრამ ენთუზიაზმის ხარჯზე არსებობს. რუსეთში, მაგალითად, მოქმედებს ვებსაიტი "Newsru.com" - ახალი ამბების მეტად მოქნილი სამსახური, რომლის დახმარებითაც შეიტყობ, რა მოხდა რუსეთში ამა და ამ დღეს. და, კაცმა რომ თქვას, მსოფლიოშიც. საქართველოში ერთი ასეთი საიტიც არ ვიცი, თუმცა იყო მისი შექმნის რამდენიმე წარუმატებელი ცდა. არის რამდენიმე უაღრესად სერიოზული საიტი, როგორიცაა, ვთქვათ, "Civil.ge". იქ საქმეს საუცხოოდ უძღვებიან, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას სულ რამდენიმე კაცით ახერხებენ. მაგრამ იქ ძირითადად ქვეყნდება საინტერესო, მაგრამ ინტელექტუალებისთვის განკუთვნილი ესეები მიმდინარე მოვლენებზე.
რადიო "თავისუფლება": თუმცა მათ ახალი ამბებიც აქვთ...
პოლ ქუინ-ჯაჯი: აქვთ, და თან ძალიან კარგი! მაგრამ ეს მაინც არ არის ისეთი საიტი, ისეთი მისამართი, რომელსაც მიმართავ იმის გასაგებად, რა მოხდა ამ კონკრეტულ დღეს საქართველოში ან, თუნდაც, აზერბაიჯანში.
რადიო "თავისუფლება": უკავშირდება თუ არა საქართველოში თქვენი მისია მიზანს - ნაწილობრივ მაინც - რომ მდგომარეობა იქ ამ მხრივ უკეთესისკენ შეიცვალოს?
პოლ ქუინ-ჯაჯი: ჩემი ინტერესის საგანი ჟურნალისტიკის სტუდენტებთან მუშაობაა. მუშაობა ახალგაზრდა ქართველ ჟურნალისტებთან, რომლებიც მართლაც გამორჩეულად კარგები არიან! ჩემი ამოცანა მათთვის ჭკუის სწავლება კი არ არის, არამედ მათთან იდეებისა და მოსაზრებების ურთიერთგაზიარება, რჩევების მიცემა. ზოგი ახალგაზრდა სერიოზულად ფიქრობს ინტერნეტსაიტების შექმნაზე, სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შორის ბევრია ისეთი, ვინც მედიის მდგომარეობით არის დაინტერესებული. მათთვის, ვფიქრობ, სასარგებლოა გარედან მოსულ კაცთან საუბარი, მისგან საკუთარი იდეის შეფასება, ან, სულაც, გამხნევება თუ წაქეზება. სხვა მხრივ, დაკავებული ვარ პედაგოგიური საქმიანობით და თან ვცდილობ, გავაანალიზო და შევაფასო მედიის მდგომარეობა სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში.
რადიო "თავისუფლება": მინდა, მოკლედ შევეხოთ ვითარებას, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიქმნა. თქვენ ახსენეთ "რუსთავი 2"-ის გულდასაწყვეტი მაგალითი. არის სხვა მაგალითებიც იმისა, რომ 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ მედიის თავისუფლების ხარისხი - რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს - შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ასეთ შეფასებას? და თუ ეთანხმებით, რა მიგაჩნიათ ასეთი ვითარების მიზეზად?
პოლ ქუინ-ჯაჯი: ურიგო არ იქნებოდა ამ თემაზე კარგი ისტორიული გამოკვლევის გაცნობა. ინტუიციურად ვხვდები, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში გაიზარდა თვითცენზურის ხვედრითი წილი. ეჭვგარეშეა, რომ შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში მედია ასრულებდა რეჟიმის ქაოსთან თუ კორუფციასთან დაპირისპირებული, კარგად ორგანიზებული და ერთობ მეტყველი ხმის ფუნქციას. და მან უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ვშიშობ, რაც საქართველოში ახლა ხდება, იგივეა, რისი მოწმენიც ხშირად გავმხდარვართ სხვა ქვეყნებში: მთავრობაში არიან მოხელეები, რომლებიც - როცა რამე არ მოეწონებათ - ყურმილს აიღებენ და თავს დაესხმებიან ჟურნალისტს, რომელმაც "არასწორი" რამ დაწერა. არიან მეორენი, ვინც ჟურნალისტს ეტყვის ან შეუთვლის, რომ - პროფესიული თვალსაზრისით - მას ცხოვრებას გაუმწარებს. არიან ისეთებიც, რომელთა მეცადინეობითაც რამდენიმე პოპულარულ ტელეწამყვანს - იმავე "რუსთავი 2"-ზე - სამსახურის დატოვება მოუხდა. ყოველივე ამას მეორე მხარეც აქვს და პირადად მე ყველაზე მეტად სწორედ ის მეორე მხარე მაწუხებს: ხშირად ჟურნალისტი გადაწყვეტს, ესა და ეს პოლიტიკოსი "ჩვენი კაცია" და მას მხარში უნდა ამოვუდგეთო. ჩვენი, ჟურნალისტების, საქმე განზე დგომა და ხელისუფლების ქმედების შეფასებაა - არა სიმპათია-ანტიპათიის პრინციპით, არამედ გაკეთებული საქმის მიხედვით. ჩვენ არ უნდა ვიქცეთ პოლიტიკური სტრუქტურის ნაწილად. საქართველოსთვის სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ტრაგედია და, იმედი მაქვს, რომ ის სამომავლო გაკვეთილად იქცევა.
რადიო "თავისუფლება": და თქვენ ფიქრობთ, რომ მთავრობას ბოლომდე არ ესმის ამ პრობლემის მნიშვნელობა?
პოლ ქუინ-ჯაჯი: ეს ბევრ ჟურნალისტსაც არ ესმის ბოლომდე. ზოგი, მაგალითად, ასე ფიქრობს: "ეს ხალხი ხელისუფლებაში ჩვენ მოვიყვანეთ. კარგი ხალხია და ჩვენ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ!" ამ საკითხისადმი მთავრობის მიდგომაში განსაკუთრებით მაშფოთებს შემდეგია: მთავრობას, რომელშიც საკმარისად მოიძებნება ინტელექტუალურად და მორალურად უნარიანი მოხელეები, მაინც აკლია იმის შეგნება, რომ მედიას შენი გაკრიტიკების საშუალება უნდა მისცე; უნდე მისცე საშუალება, ზოგჯერ ცხოვრება გაგიმწაროს, შემოგიტიოს კიდეც. შენ დარტყმას დარტყმით არ უნდა უპასუხო. უბრალოდ, უნდა გესმოდეს, რომ ეს ზოგადი პროცესის ნაწილია. ამით ხომ მხოლოდ გაზრდი საკუთარ ავტორიტეტს მოსახლეობაში. აი, ეს ვერ გაუგიათ! თუმცა, მთავრობაში არის ხალხი, ვისაც ძალიანაც აღელვებს მედიის მდგომარეობა; მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც თავის ამოცანად ჟურნალისტის დაშინება-დამცირებას მიიჩნევს - და ამის მოწმე მე თავადაც გავმხდარვარ. და როცა საქმე ახალგაზრდა ჟურნალისტებთან გაქვს, დიდია ალბათობა, ზოგი მათგანი მართლაც დაშინდეს და დადუმდეს. ან, პირიქით, პასუხად რაღაც სისულელე წამოცდეს. ჟურნალისტიკისთვის ორივე ცუდია.