26 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ ნარკომანიასთან და ნარკოტიკების არალეგალური ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს,
რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 წლის წინ, 1987 წელს, დააწესა. სტატისტიკის თანახმად, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა. 2004 წლის მონაცემებით, ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობამ 24 000, ხოლო, 2005 წლის მონაცემებით, 50 000 შეადგინა. თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ეს რაოდენობა ვერ ასახავს საქართველოში შექმნილ რეალობას. სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა რაოდენობა დღესდღეობით 250 000-ს აღემატება. როგორ ებრძვიან ნარკომანიას საქართველოში?
სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ნარკომანია დაავადებაა, ნარკოტიკების მომხმარებელი კი - ავადმყოფი, თუმცა, ამის მიუხედავად, მთელ რიგ შემთხვევებში კანონი ნარკოტიკების მომხმარებლის მკაცრად დასჯას ითვალისწინებს. კანონი კიდევ უფრო მკაცრია ნარკოტიკული ნივთიერებების გამსაღებლებისთვის.
[ნიკა გვარამიას ხმა] „სამუდამოდ ჩამოერთმევათ ნარკოტიკების გამსაღებლებს საექიმო საქმიანობის უფლება, საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ანუ ვერ იქნებიან არჩეული რომელიმე თანამდებობაზე. ვერც ერთი ნარკოტიკების გამსაღებელი ამ უფლებას ვერ მიიღებს.“
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ ეს განცხადება ერთი თვის წინ პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. ნარკოტიკების გამსაღებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ამგვარ გამკაცრებას მიესალმებიან მესამე სექტორის წარმომადგენლებიც, თუმცა მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ დაწესებული სადამსჯელო ზომები არ შეუწყობს ხელს ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას. არასამთავრობო ორგანიზაცია „ურანტის“ დირქტორი ზურაბ სიხარულიძე ამბობს, რომ ნარკომანი დასჯით ვერ განიკურნება:
[ზურაბ სიხარულიძის ხმა] „ნარკომანს სჭირდება კონსულტირება, ზიანის შემცირების პროგრამები, მკურნალობა, რეაბილიტაცია... არც ერთი ეს კომპონენტი დღეს არ არის სრულფასოვანი. დღეს არის მხოლოდ დეტოქსიკაციური კლინიკები, ისიც კერძო, სადაც მკუნალობა ღირს ძვირი და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი.“
ზურაბ სიხარულიძის თქმით, ნარკომანების მკურნალობის, რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების ეფექტიანი პროგრამების განხორციელების გარეშე, მხოლოდ სადამსჯელო ღინისძიებები სათანადო შედეგს ვერ გამოიღებს. არადა, როგორც მარინა ჭავჭანიძე, „ალტერნატივა ჯორჯიას“ ექსპერტი, ამბობს, კანონპროექტს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელსაც პარლამენტი ამჟამად განიხილავს, ნარკოტიკების მომხმარებელი, ფაქტობრივად, დამნაშავის რანგში აჰყავს. მარინა ჭავჭანიძის თქმით, ფულადი ჯარიმა და სხვა სახის შეზღუდვები, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების მართვის, საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა, საარჩევნო უფლების ჩამორთმევა ნარკომანს არჩევანს არ უტოვებს:
[მარინა ჭავჭანიძის ხმა] „ნარკომანები ძალიან ზარმაცი ხალხია - თუ აქვს ნარკოტიკი, არ წავა არც კრიმინალზე, არც არავის მოკლავს და არც არავის დააყაჩაღებს. ფაქტობრივად, ჩვენი კანონმდებლობა უბიძგებს ნარკომანებს, რომ გახდნენ კრიმინალები, რომ ამოვარდნენ საზოგადოების ცხოვრებიდან.“
ნარკომანების საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ამოვარდნის წინააღმდეგია ხელისუფლებაც, თუმცა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ საზოგადოებას ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი აქტიურობა მართებს:
[დავით მესხიშვილის ხმა] „მიმაჩნია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი, რომ ნარკომანია არის სირცხვილი და ყველამ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია აგრესიულად.“
უნდა ითქვას, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ილაშქრებს ეკლესიაც. იმას, რასაც მედიკოსები და იურისტები ავადმყოფობას ან დანაშაულს უწოდებენ, სასულიერო პირები ცოდვად მიიჩნევენ. დეკანოზი ზაზა თევზაძე განმარტავს:
[მამა ზაზას ხმა] „პირველ რიგში, ის, რომ თვითონ ზიანდება ადამიანის სხეული, ნერვული სისტემა და ადამიანი ეჩვევა ნარკოტიკულ ნივთიერებას და ხდება მასზე დამოკიდებული, იმაზე, რაც კლავს მის პიროვნებას და ახდენს დეგრადაციას, ანუ ისპობა ღმერთის ხატება ადამიანში.“(სტილი დაცულია)
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნარკომანიის შესამცირებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო და რომ მხოლოდ კანონის გამკაცრებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. მათი ვარაუდით, ნარკოტიკების მოხმარების გამო ადმინისტრაციული ჯარიმის დაწესება და ალტერნატიული მკურნალობის გაუქმება, შემცირების ნაცვლად, გაზრდის ნარკომანების მიერ ჩადენილი დანაშაულის რაოდენობას.