გასულ კვირას პუბლიკაციები ქართულ პრესაში თავდაცვის თემით დაიწყო. ,,გენშტაბი აფხაზეთის ომის მონაწილეების გარეშე” - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ორშაბათს გაზეთი ,,მთელი კვირა”,
რომელშიც გაერთიანებულ შტაბში მიმდინარე პროცესებზე სამხედრო ექსპერტებს შალვა თადუმაძესა და არჩილ ცინცაძეს ესაუბრება. არჩილ ცინცაძის აზრით: „დღეს გენერალური შტაბი მეტწილად სხვა ძალოვანი სისტემებიდან მოსული ოფიცრებითაა დაკომპლექტებული. როგორ შეიძლება უხელმძღვანელო გენშტაბს, როცა, მაგალითად, ბატალიონის მეთაურიც არ ყოფილხარ. მათ უნდა ჰქონდეთ შესაბამისი კვალიფიკაცია, გამოცდილება, რაც იქნება იმის საწინდარი, რომ რეალური მმართველობის განხორციელებას შეძლებენ.”
გაზეთ ”ახალი თაობის” ინფორმაციით კი, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს პარლამენტში უკვე შექმნა ეგრეთ წოდებული „გორის დაჯგუფება“. პუბლიკაციაში მემარჯვენე ოპოზიციის ერთ–ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია, ”გორის დაჯგუფების” წევრთაგან ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს.
ორშაბათს „24 საათი“ აქვეყნებს ინტერვიუს „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ჯონ დანილოვიჩთან, რომლის შეფასებითაც, ეკონომიკის თითქმის ათპროცენტიანი ზრდა, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია, ძალიან დიდი წარმატებაა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება, - ამბობს გაზეთ ”24 საათთან” საუბარში ჯონ დანილოვიჩი.
”რუსეთი და, გარკვეულწილად, შეერთებული შტატები ის ქვეყნებია, რომელთაც საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს”, - აღნიშნავს ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად ესტონეთის პარლამენტის წევრი, მარტ ლაარი წერილში ,,მოსკოვიდან თავის დაღწევა”, რომელიც ,,24-მა საათმა” 20 ივნისს გამოაქვეყნა. ,,ესტონეთმა დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და საბჭოთა მემორიალის გადაადგილებასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კრიზისის დროსაც იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ, პრინციპულობისა და ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელია რუსეთის ზეწოლასთან გამკლავება. ევროპამ უნდა გაიგოს, რომ საქართველოს ვაჭრობა სჭირდება და არა ჰუმანიტარული დახმარება. ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, შესაძლოა, იმ საშუალებად იქცეს, რისი მეშვეობითაც ქართველები საკუთარ თავს თავადვე უშველიან, ისევე როგორც ეს ესტონეთისთვის ახალი ბაზრების გახსნის შემთხვევაში მოხდა”, - აღნიშნავს მარტ ლაარი”24 საათის” პუბლიკაციაში.
გაზეთი ”ახალი 7 დღე” გასულ კვირას კვლავ გურამ შარაძის მკვლელობის ამბავს უბრუნდება და ჟურნალისტურ გამოძიებას იწყებს. სათაურით „ვიდრე ბარათელი შარაძეს ესროდა“, გამოქვეყნებულია ამ გამოძიების პირველი ნაწილი, რომელიც გურამ შარაძის სიცოცხლის უკანასკნელი საათების აღწერასა და საეჭვო გარემოებების მოძიებას ეძღვნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ მკვლელობის შემდეგ ერთი თვეა გასული, ის ადამიანები კი ჯერაც არ არიან დაკითხულნი, რომლებთანაც გურამ შარაძეს სიცოცხლის უკანასკნელ საათებში კონტაქტი ჰქონდა და რომელთაც შეუძლიათ ბევრ დეტალს მოჰფინონ ნათელი.
გასულ კვირაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პრობლემა იყო. სამშაბათს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს წერილს, სათაურით ”მესხეთი მესხთა სამშობლოა და არა - თურქების”. ”ტერმინი თურქი მესხები უაზრობაა. მესხი მესხია. ის ვერასგზის ვერ იქნება თურქი. მესხეთელი თურქი კი მესხეთში მცხოვრებ თურქს ნიშნავს, ხოლო თურქის სამშობლო მესხეთი არასდროს ყოფილა და არც არის. ამიტომ ასე უნდა ითქვას: არიან ქართველთა ერთ-ერთი უძველესი ტომის, მესხების, გამაჰმადიანებული შთამომავლები და არიან თურქების მიერ მესხეთში ჩასახლებული თურქები. მათი გარჩევა აუცილებელია და სწორედ ამას მოითხოვს ოპოზიცია”, - ვკითხულობთ გაზეთ ”საქართველოს რესპუბლიკაში”.
”ახალი თაობა” კი მკითხველს ამ პრობლემაზე მოქალაქეთა მოსაზრებებს აცნობს. ზოგი მიიჩნევს, რომ კანონპროექტში არის მექანიზმი, რომელიც ბევრს ჩაუქრობს საქართველოში გადმოსახლების სურვილს. ზოგი კი ფიქრობს, რომ მაჰმადიანი მესხები აუცილებლად ჩამოვლენ და სადაც არ უნდა ჩაასახლონ, ისინი მაინც თავიანთ კარ-მიდამოს დაუბრუნდებიან. ,,ამ შემთხვევაში მესხეთში შეიძლება შეტაკებებიც კი დაიწყოს.”
გაზეთი ”რეზონანსი” შაბათს ამ პრობლემას უძღვნის პუბლიკაციას, სათაურით ,,ოპოზიციას მესხების ჩამოსახლებისას მთავრობის კომპეტენცია აეჭვებს.” გაზეთი ”ალია” კი მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის პრობლემაზე რესპუბლიკელ დავით ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.
გაზეთი ”24 საათი” შაბათს ამ პრობლემის პარლამენტში განხილვის შესახებ წერდა: ,,მაჰმადიანი მესხების საქართველოში დაბრუნების საკითხმა ოპოზიციური ,,დემოკრატიული ფრონტი” ორად გახლიჩა: ფრაქციის კონსერვატიული ფრთა ამ ეტაპზე რეპატრიაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რესპუბლიკელების გუნდი კი, პირიქით, მიიჩნევს, რომ კანონპროექტი მაჰმადიანი მესხების მიმართ ,,ზომაზე მეტად მკაცრია.” პუბლიკაციაში მოტანილია სხვა ფრაქციების განსხვავებული მოსაზრებებიც. დასკვნა კი ასეთია: ,,ოპოზიციის ასეთი დაქსაქსულობის ფონზე თვალშისაცემია სახელისუფლებო ძალების ერთიანობა. ამდენად, სავსებით ბუნებრივია, რომ გუშინ პარლამენტმა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით უპრობლემოდ მოიწონა”, - ვკითხულობთ შაბათის ”24 საათში”.