21 ივნისს ჩრდილოეთ ერაყში მომხდარ

21 ივნისს ჩრდილოეთ ერაყში მომხდარ აფეთქებას, სულ ცოტა, 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
21 ივნისს ჩრდილოეთ ერაყში მომხდარ აფეთქებას, სულ ცოტა, 16 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.
ინციდენტი მოხდა ქალაქ სულეიმან პეკში, რომელიც კირკუკიდან 90 კილომეტრით არის დაშორებული. პოლიციის ინფორმაციით, თვითმკვლელმა დანაღმული სატვირთო ავტომანქანა ააფეთქა. აშშ-ის სამხედროების ინფორმაციით, ბოლო ორი დღის მანძილზე ერაყში, სულ ცოტა, 12 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში დღეს, გზისპირას დამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას 5 ამერიკელი ჯარისკაცისა და 4 ერაყელის სიცოცხლე შეიწირა.