ფანტასტიკური - ასე უწოდა საქართველოს პრეზიდენტმა 13 ივნისს პარიზში, ელისეს სასახლეში, საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრას.
ამ შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ბევრ საკითხზე და, მათ შორის, პირველ რიგში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში საფრანგეთის როლზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ ნიკოლა სარკოზიმ ცალსახად დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გამორიცხა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში კოსოვოს შესაძლო მოდელის განმეორება. პარიზში შემდგარ შეხვედრაზე განხილულ იქნა ავღანეთში საქართველოს ასეულის სამშვიდობო მისიით გაგზავნის საკითხიც.
ნიკოლა სარკოზი, შესაძლოა, შემოდგომით საქართველოს ეწვიოს. მას საქართველოსთან საფრანგეთის ურთიერთობის გაღრმავება სურს და გამორჩეულად პრინციპული პოზიცია უჭირავს საქართველოს საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი მკვეთრი და პრინციპული პოზიცია საქართველოს მიმართ აქამდე ევროპის არც ერთ ლიდერს არ ჰქონია - საქართველოს პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის ასეთი განცხადებები გავრცელდა 13 ივნისს პარიზში, ელისეს სასახლეში, გამართული შეხვედრის შემდეგ. ამ შეხვედრით უაღრესად კმაყოფილმა საქართველოს პრეზიდენტმა მეგობარი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ შეადარა გენერალ დე გოლს, როცა თქვა, რომ ფრანგების ისეთი ფენომენალური მხარდაჭერა, როგორიც სარკოზის აქვს, გენერალ დე გოლის შემდეგ არც ერთ ფრანგ ლიდერს არ ჰქონია.
[შეხვედრის ხმები}
შეხვედრაზე საუბარი შედგა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე, რის შემდეგაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა: ” ფრანგული პოლიტიკის დუმილის ხანა დასრულდა. ბევრ საკითხზე ის დუმდა. მოვიდა დრო, როცა ფრანგები გადაჭრით ამბობენ ’დიახს’. ”
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ეს იყო ფანტასტიკური ვიზიტი. შედეგმა გადააჭარბა ყველა ჩემს ოპტიმისტურ მოლოდინსაც კი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საფრანგეთის ზოგადი მხარდაჭერა, მაგრამ ახლა მოხდა 180 პროცენტიანი შემობრუნება. ჩვენ გაგვიჩნდა ევროპაში ძალიან დიდი მხარდამჭერი. სარკოზი არის ევროპის ნატურალური ლიდერი, მას აქვს ფენომენალური მხარდაჭერა ფრანგების და, რაც მთავარია, აქვს მკვეთრი ხედვა იმის, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ჩვენთან დაკავშირებულ საკითხებში. ”
„The Wall Street Journal”- ის სტატიაში სახელწოდებით ”სარკოზი ახალ მეგობრებს იჩენს”, ხაზგასმულია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო წლებში წარუმატებლად ცდილობდა სარკოზის წინამორბედთან, შირაკთან შეხვედრას.
მიხეილ სააკაშვილმა თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთში 2004 წლის მარტში განახორციელა, მეორე ვიზიტისას მას, შირაკის ნაცვლად, ნიკოლა სარკოზიმ უმასპინძლა. ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტთან მას მეგობრული ურთიერთობა აქამდეც ჰქონდა .
საქართველოს ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ სარკოზი თავისი განსხვავებული დამოკიდებულებით სხვადასხვა საკითხებისა და, მათ შორის, საქართველოსადმი დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს მიმართ ევროპის დამოკიდებულებაზე. ასე ფიქრობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილიც:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”საფრანგეთი არის დიდი ლიდერთაგანი ევროპის, რომელსაც აქვს თავისი გავლენა რიგ ქვეყნებზე, რომლებიც მის აზრს ითვალისწინებენ. ეს არის ფრანგულენოვანი ქვეყნები და გერმანიაც, რადგან გერმანულ-ფრანგული ურთიერთობები ძალიან ღრმა არის.. ”(სტილი დაცულია)
მაგრამ წინასწარ მაინც ძნელია ლაპარაკი იმაზე, თუ რა ცვლილებებს შეიტანს საფრანგეთის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ” მკვეთრი და პრინციპული პოზიცია” საქართველოსადმი დასავლეთ ევროპის სხვა მეგობრული ქვეყნების დამოკიდებულებაში.
პარიზში საფრანგეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა ბირთვული ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ამას გარდა, ცნობილი ხდება, რომ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროსთან ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საქართველოს სამშვიდობო კონტინგენტის ავღანეთში გაგზვნის თაობაზე.
გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქართული შენაერთები სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, შესაძლოა, ავღანეთის ეგრეთ წოდებულ ფრანგულ სექტორში ჩავიდნენ.