წამყვანი: ნინო გელაშვილი, თბილისი
ორიოდე დღის წინ გავრცელდა ცნობა,
რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი გამოდის ინიციატივით შეიტანოს ცვლილება ”კანონში საერთო სასამართლოების შესახებ”, რომლითაც მოსამართლეს მიენიჭება დამატებითი ბერკეტი სასამართლო დარბაზში მედიის წარმომადგენელთა მუშაობის რეგულირებისთვის. კერძოდ, სხდომის მიმდინარეობისას ჟურნალისტს კინო- და ფოტოგადაღების, აუდიო- და ვიდეოჩაწერის შესაძლებლობა მიეცემა მხოლოდ მოსამართლის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. დღეს არსებული კანონით, სასამართლო პროცესის ვიდეო, თუ აუდიოჩაწერა აპრიორი დაშვებულია და მისი აკრძალვა ”დაიშვება მხოლოდ სასამართლოს მოტივირებული გადაწყვეტილებით”. ამას გარდა, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ დარბაზში წესრიგის დასამყარებლად და სასამართლოს სხდომის მართლზომიერად წარმართვის უზრუნველსაყოფად მოსამართლეს დღეს არაერთი ბერკეტი აქვს. კანონით დადგენილი წესით, მოსამართლეს აქვს სხდომის დახურვის უფლება, თუკი ის გადაწყვეტს, რომ დამსწრეთა ყოფნა დარბაზში ხელს შეუშლის სხდომის ობიექტურად წარმართვას. რით არის განპირობებული მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა? რა არგუმენტები აქვთ ინიციატივის მომხრეებსა და ოპონენტებს? ხომ არ შეუქმნის საფრთხეს კანონში ცვლილება სასამართლო სხდომების ობიექტურად გაშუქებას? ამ საკითხებზე სამსჯელოდ ნინო გელაშვილმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის სტუდიაში მიიწვია ორი იურისტი, პაარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორი წევრი: ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებიდან” - ნაზი არონია და ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტიდან” - კახა კუკავა.
(იხ. აუდიოვერსია)
(იხ. აუდიოვერსია)