გერმანიის კურორტ ჰაილიგენდამში დიდი რვიანის

გერმანიის კურორტ ჰაილიგენდამში დიდი რვიანის სამიტზე გადაწყდა
გერმანიის კურორტ ჰაილიგენდამში დიდი რვიანის სამიტზე გადაწყდა
60 მილიარდი დოლარი გამოიყოს აფრიკაში შიდსისა და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გარდა ამისა, სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ ირანის წინააღმეგ ზომების გამკაცრებას, თუკი თეირანი არ დაემორჩილება გაეროს მოთხოვნებს და არ შეწყვეტს ბირთვული საწვავის გამდიდრებას. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის კომპრომისულ წინადადებას, ექვსი თვით გადაიდოს კოსოვოს სტატუსის განხილვა, ამ საკითხში წინსვლა არ მომხდარა.