6 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში არსებულ კონფლიქტებსა და ამ კონფლიქტებთან დაკავშირებულ პრობლემებზე
- მათ შორის, დევნილთა პრობლემებზე - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ანგარიშის მოსმენისას იმსჯელა. პარლამენტის წინაშე კომისიის მუშაობის შესახებ ანგარიშით წარდგა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია. მინდა გესაუბროთ საანგარიშო მოხსენებაში დასმული ძირითადი აქცენტების შესახებ და იმის თაობაზე, თუ რა საკითხებს მოჰყვა დებატები პარლამენტის სხდომაზე კონფლიქტების თემასთან დაკავშირებით.
[შოთა მალაშხიას ხმა} ” 15 წლის მანძილზე დაგროვილი პრობლემები ერთი ხელის მოსმით რომ წყდებოდეს, მაშინ პრობლემები არ გვექნებოდა.”
ეს იყო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას ძირითადი არგუმენტი ოპოზიციის წარმომადგენლების შეკითხვებზე იმასთან დაკავშირებით, სად არის პროგრესი კონფლიქტების მოწესრიგების გზაზე, რატომ არ ასრულებს საქართველოს მთავრობა პარლამენტის დადგენილების მოთხოვნებს კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების კანონგარეშედ გამოცხადების შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება მალაშხიას არ შეუძლია. პარლამენტის სხდომაზე საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის შემდეგ ის შეეცადა ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლებისთვის აეხსნა, როგორ ხედავენ საპარლამენტო კომისიაში კონფლიქტებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის გზებს. მაგალითად: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიაში მიაჩნიათ, რომ კონფლიქტის ზონებში მხარეთა შორის ნდობის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტების რეალიზაცია დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, მაგრამ ისე, რომ ეკონომიკური პროექტებისთვის გამიზნული თანხა არ განიბნეს უკონტროლო ტერიტორიებზე. იოლი მისახვედრია, რომ კომისია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის კონტროლირებად ნაწილში ეკონომიკური პროექტების რეალიზაციას უჭერს მხარს, იმ ნაწილში, რომელსაც დროებითი ადმინისტრაცია აკონტროლებს. კომისიის ეს ხედვა პარლამენტის ხდომაზე არც არავის გაუკრიტიკებია. კრიტიკა არა იმდენად კომისიის, რამდენადაც ზოგადად ხელისუფლების პოლიტიკის სხვა საკითხებს მოჰყვა. შოთა მალაშხია საანგარიშო მოხსენებაში შეეხო დევნილთა პრობლემებს, კერძოდ, დევნილების მიერ დაკავებული შენობების პრივატიზების, ანუ ამ შენობებიდან დევნილთა გამოსახლების საკითხს; დებატები წარმოშვა რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილებათა გახსენებამაც და, ამას გარდა, კონფლიქტის მხარეთა შორის დიალოგის პრობლემის განხილვამ. დევნილების პრობლემასთან დაკავშირებით ოპოზიციის პოზიცია ასეთია:
[დავით საგანელიძის ხმა] ”მოდი, სანამ დავაბრუნებთ, მოხდეს მორატორიუმი, საკუთრებაში ნუ გადავცემთ ამ ფართს..”
”მაგრამ ამ პერიოდში დევნილებს ნურც ამ ფართს დავატოვებინებთ”- ასეთი წინადადებით მემარჯვენეებიდან დავით საგანელიძე გამოვიდა. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტიდან” კახა კუკავამ დასვა შეკითხვა: რატომ არ სრულდება
რუსეთის სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილებები და რატომ ვერ ახერხებს საქართველოს ხელისუფლება დიალოგის აღდგენას აფხაზებთან? ... კუკავას მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა გასცა.. თქვა, რომ დიალოგის აღდგენას მოსკოვი უშლის ხელს, რადგან სოხუმს და ცხინვალს არ აძლევს დიალოგის გახსნის ნებას. რაც შეეხება სამშვიდობო ძალებს:
[კოტე გაბაშვილის ხმა] ”მარტო საქართველოა? როგორ ფიქრობთ, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ: ადექით, ბიჭებო, დაახვიე-თქო და ისინიც წავლენ? არ იცით, ამას რა მოჰყვება, არ იცით, რომ ამას მომზადება სჭირდება?!... ”(სტილი დაცულია)
ასეთი ემოციური გამოსვლა ჰქონდა კოტე გაბაშვილს. მისი განმარტება გაცილებით მშვიდი ტონით განავრცო შოთა მალაშხიამ. ”15 წლის პრობლემები ერთბაშად ვერ გადაიჭრება”, - ფიქრობს ის და დაასკვნის, რომ კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას სწორი სტრატეგია აქვს.