იმის კვალდაკვალ, რომ ხელისუფლებამ გაახშირა საუბარი ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციაზე, საზოგადოებისთვისაც აქტუალური გახდა შეკითხვები:
რამდენ წელიწადში მიგვიღებენ ნატოში? როდის შეიძლება საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს? სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოება თითქმის ერთხმად ეთანხმება ქვეყნის დასავლურ კურსს. მაშ, რა მანძილი დაგვრჩა ევროპამდე?
საზოგადოების ცნობიერებაში დასავლური განვითარების ვექტორი უმტკივნეულოდ არ დამკვიდრებულა. დღემდე ყველაზე ხშირად ეჭვები ეროვნულ თვითმყოფადობასთან დაკავშირებით ჩნდება: ხომ არ ემუქრება საფრთხე ქართულ ტრადიციებს? ხომ არ კნინდება მრავალი თაობის მიერ აღიარებული ღირებულებები? ხომ არ ცივდება ადამიანებს შორის ურთიერთობა? განსაკუთრებით ხშირად ისმის პროტესტი ტელეპროდუქციასთან დაკავშირებით: “ამდენი სისხლის ჩვენება დაუშვებელია!”, “სერიალების მორალი ღუპავს ახალგაზრდებს!”, “ჰოლივუდის ფილმები ძალადობის კულტს ამკვიდრებს!”
ევროინტეგრაციის გააზრებულ მომხრეებს არაერთხელ გაუციათ პასუხი მათთვის, ვინც თვითმყოფადობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს. ამ პასუხის მიხედვით, თუ საქართველოში ღირებულებები იცვლება, აგრესიის დონე იზრდება, ან ტრადიციები იკარგება, ამის მიზეზი საკუთარ ოჯახებსა და გარემოში უნდა მოვიძიოთ; თუ ეროვნული ფესვების მნიშვნელობა გაუფასურებულია, თუ კულტურის როლი დაკნინებულია, ან მეცნიერები თავს ზედმეტად გრძნობენ, პასუხი ჩვენსავე საზოგადოებას და ხელისუფლებას უნდა მოვკითხოთ. ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის თვითმყოფადობას საფრთხეს რომ არ უქმნის, ამას ევროკავშირის ძველი თუ ახალი წევრი-სახელმწიფოების გამოცდილება ადასტურებს. ეროვნული იდენტობის დაკარგვის შიშს თუ რამე საფუძველი აქვს, ეს საფუძველი საკუთარ თავშია საძიებელი და არა ევროპაში.
ალბათ, ბუნებრივია, რომ გლობალიზაციისა და ევროინტეგრაციის ჭრილში, დღეს არა მხოლოდ აქტუალური, არამედ მოდურიც გახდა საუბარი ღირებულებებსა და მათი დაცვის აუცილებლობაზე.
მაგრამ არსებობს ღრმად განსწავლული ადამიანების მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელსაც ევროინტეგრაციის პროცესის მიმართ სულ სხვა შეკითხვები უჩნდება. ამ თემაზე საუბრისას ერთ-ერთმა მეტად პატივცემულმა ადამიანმა მითხრა: “მრავალი წელია, ევროპა სახლში მაქვს - წიგნის თაროებსა და სამუშაო მაგიდაზე. ევროპა ყოველთვის იყო და არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი მსურველისთვის. ამიტომ, ვიდრე ნატოსა და ევროკავშირში გავიქცევით, ხომ არ აჯობებს, საკუთარ თავში ჩავღრმავდეთ, ჩვენი ქვეყნის ბუნებას მივაკითხოთ, სულიერებასა და გარემოზე ვიზრუნოთ, ბავშვების განათლებას მივხედოთ. ამ გზით თუ ვივლით, მაშინ ევროპა თავად მოვა და სამუდამოდ ჩვენთან დარჩება. ახლა კი, რამდენიც უნდა ვირბინოთ, შესაძლოა, ევროპამდე ძალიან დიდხანს ვერ მივაღწიოთ.”
იურიდიულად, შესაძლოა, საქართველო ნატოშიც მიიღონ და ევროკავშირშიც, მაგრამ ევროპის ორგანული ნაწილი მხოლოდ ამით, ალბათ, მართლაც, ვერ გავხდებით. ყოფითი კულტურით დაწყებული - რაც, სულ მცირე, საკუთარი ნაგვის მოვლაში უნდა გამოიხატოს - და პოლიტიკური კულტურით დამთავრებული, - რაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის თუნდაც ერთი პრეცედენტით უნდა დადასტურდეს, - ევროპამდე, ჩანს, შორი და რთული გზა გვაქვს გასავლელი. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანების უნდობლობას ისიც იწვევს, რომ, მათი აზრით, ევროპისკენ მიგვიძღვებიან ლიდერები (პოლიტიკოსები და სხვები), რომლებიც, საჯარო განცხადებებისა და მიღებული გადაწვეტილებების ხასიათიდან გამომდინარე, თავად განიცდიან ევროპული ცნობიერების მკვეთრ დეფიციტს.
შემაჯამებელი შეკითხვა ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: რას ვირჩევთ - საკუთარი თავისა და ქვეყნის მოვლის გრძელვადიან პროექტს, თუ ევროპული სტრუქტურებისკენ დაჟინებულ სვლას, თუნდაც ყოფითი, პოლიტიკური თუ სხვაგვარი კულტურის დეფიციტის პირობებში?
ამ ალტერნატივის ირგვლივ საჯარო დისკუსია ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თუმცა პროდასავლურად განწყობილი ადამიანები ფიქრობენ, რომ სწორედ საერთო ევროპული ოჯახი აიძულებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც მისი წევრობა სურს, თავისი ახირებები დაივიწყოს და კარგად შეითვისოს ქცევის საყოველთაოდ მიღებული წესები. ეს ეხება ნაგავსაც, ბავშვებსაც, მეცნიერებასაც, პოლიტიკასაც და ყველაფერ სხვას.
ამ ლოგიკით, გამოდის, დღევანდელი ქართული სახელმწიფო - ხალხიც და ხელისუფლებაც - თავად ისწრაფის, რაც შეიძლება სწრაფად გაანადგუროს საკუთარ თავში ყველაფერი, რაც შეუსაბამოა თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს სტანდარტებთან. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ყველაზე დადებითი იმ დამანგრეველ სწრაფვებს შორის, რომლებიც საქართველოს მრავლად ჰქონია ბოლო ოცი წლის განმავლობაში.