საერთაშორისო ამბების თვალსაზრისით, გასული კვირა ქართულ პრესაში უკრაინაში მიღწეული შეთანხმებით დაიწყო.
ორშაბათს გაზეთი ”24 საათი” წერდა: ,,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში 30 სექტემბერს ჩატარდება. ეს თარიღი ბევრ პოლიტიკოსს ნერვების, ბევრს ჯანმრთელობის, ზოგსაც კი თანამდებობის ფასად დაუჯდა.” უკრაინის თემა კვირის განმავლობაში შემდგომაც აქტუალური იყო და საერთაშორისო ექსპერტები ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს რეგიონალური მნიშვნელობით განიხილავდნენ.
შინაური ამბების თვალსაზრისით კი, კვირა სახალხო დამცველის საპარლამენტო გამოსვლის გამოხმაურებებით დაიწყო და ორშაბათს გაზეთები ექსპერტთა შეფასებებსა და სოზარ სუბარის კომენტარებს ბეჭდავდნენ. ორშაბათს გაზეთი ”რეზონანსი” წერდა: ,,სოზარ სუბარის ანგარიშის მოსასმენად პარლამენტარებმა ორი საათი ძლივს გამონახეს”. ორშაბათის ,,ალია” კი ამ თემაზე ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს, სათაურით ,,სოდის გარშემო ატეხილი სკანდალის დეტალები”.
სამშაბათიდან ყველა გაზეთი ბიზნესმენისა და ყოფილი პარლამენტარის, ზვიად ცეცხლაძის, მკვლელობაზე წერდა. გაზეთ ”ახალი თაობის ” მიხედვით, ”თბილისში ცხოვრება საშიში ხდება.” სამშაბათსვე გაზეთები წერდნენ, რომ ზვიად ცეცხლაძის მკვლელობა არ უკავშირდება ბიზნესმენის წარსულ პოლიტიკურ საქმიანობას და ბიზნეს ინტერესებს. გაზეთ ”ალიას” თანახმად, ცეცხლაძის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად პოლიცია ყაჩაღობას მიიჩნევს. საზარელი მკვლელობის ვერსიების განხილვა მთელ კვირას გაგრძელდა. დააკავეს 5 ეჭვმიტანილი. შაბათს გაზეთი ”ახალი თაობა” წერს, რომ ეჭვმიტანილებს სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. შაბათის ,,რეზონანსის” ცნობით კი, სასამართლო პროცესზე მკვლელობის ახალი დეტალები გამოიკვეთა.
ოთხშაბათს გაზეთი ”რეზონანსი”, სტატიით ”საყოველთაო ქონებრივი ამნისტია არ იქნება”, ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის შედეგებს ეხმაურებოდა.
ოპოზიცია შიშობს, რომ ამ პროექტით რეალურად არაფერი შეიცვლება, აღნიშნულია სტატიაში, და ”ხელისუფლებას მესაკუთრეებზე ზეწოლისთვის შავი ხვრელები რჩება. უმრავლესობა კი ოპოზიციის არგუმენტებს ”ტყუილს” უწოდებს”, - წერს ”რეზონანსი”.
პარასკევის პრესა კოჯრის სპეცდანიშნულების ბრიგადიდან ჯარისკაცების გაქცევის ფაქტს ეხმაურებოდა. აი, რამდენიმე სათაური, რომლებიც გაზეთების პირველ გვერდებზე იყო მოთავსებული: ”მესამე მასობრივი გაქცევა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ”; ”კოჯრის ბრიგადიდან ჯარისკაცები გაიქცნენ. ვინ უვრცელებს ჭორებს დავით კეზერაშვილს” და სხვ.
გასულ კვირას კვლავ განსაკუთრებული სიმწვავით გააქტიურდა კონფლიქტების თემა.
კვირის დასაწყისში გაზეთი ”24 საათი” წერდა, რომ ”ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ვიზიტის დროს, თბილისი შეეცადა სამხრეთ ოსეთში საკუთარი ”ახალი პოლიტიკის” მხარდაჭერა მოეპოვებინა. ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპისგან მხარდაჭერის მოსაპოვებლად თბილისს ხანგრძლივი და თანმიმდევრული მუშაობა მოუწევს.”
ხუთშაბათის პრესაში ლაპარაკი იყო კოკოითის მიერ წამოყენებული ულტიმატუმის შესახებ, რომლის თანახმადაც, იგი დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის მიერ ცხინვალის რეგიონის დატოვებას ითხოვდა. ულტიმატუმის ვადა 31 მაისს იწურებოდა. ”რას გაბედავს კოკოითი?” - სვამდა შეკითხვას ხუთშაბათს გაზეთი ”რეზონანსი”.
”საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კოკოითის მოუწოდა თავი ხელში აიყვანოს და ნერვები მოთოკოს. პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციებმა კი პირდაპირ მოითხოვეს სპეცოპერაციის ჩატარება ცხინვალში და ედუარდ კოკოითის დაპატიმრება”, - წერდა 31 მაისის ”რეზონანსი”.
კონფლიქტის ზონაში ვითარების მოსალოდნელ გართულებაზე ხუთშაბათის ”ალიაც” წერდა. ამ გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების საკითხებში მერაბ ანთაძე ამბობს, რომ, ცხინვალის ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება ადეკვატურ ზომებს მიმართავს.
გასული კვირის ,,კვირის პალიტრა” კი პროვოკაციის შემკვეთებსა და შემსრულებლებზე წერდა: ,,კრემლი ,,ჩვენებური” სეპარატისტების ხელით ცდილობს, რაც შეიძლება გაართულოს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება”.
პარასკევს კონფლიქტის რეგიონში შექმნილ წყლის პრობლემას გაზეთი ”ახალი 7 დღე” ეხმაურება და პუბლიკაციაში, სათაურით ”წყლით თამაში ცეცხლით თამაშზე უარესია”, წერს: ”რას უნდა მიაღწიონ დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ცენტრებმა, ერთი მხრივ, ცხინვალისთვის, მეორე მხრივ კი, ლიახვის ხეობისთვის წყლის გადაკეტვით? ... წყლით თამაში ამ შემთხვევაში ცეცხლით თამაშზე უარესია, რადგან მას იმ ადამიანების სიცოცხლე შეუძლია დააყენოს საფრთხის წინაშე, რომელთაც საკუთარ თავს მზრუნველი ხელისუფლების რანგში სთავაზობს ორივე მხარე”, - ვკითხულობთ გაზეთში ,,ახალი 7 დღე”.
შაბათის ,,24 საათი” კი სტატიაში, სათურით ,,წყალწაღებული კოკოითი”, წერს: ,,რამდენიმე დღის წინ კოკოითმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სიტყვის კაცია და ქართული სოფლებისთვის წყლის შეწყვეტის თაობაზე მუქარა რეალობად აქცია.” შემდეგ კი გაზეთი აღნიშნავს: ,,ცხინვალის რეგიონის ქართული მოსახლეობის უწყლობის პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება, ოღონდ არა ცხინვალიდან”.