ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა

ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს
ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს
ახალი წევრების ბოლო არჩევნები, რომლებიც, ბელორუსიის ხელისუფალთა შეფასებით, მანიპულირებული იყო. სამინისტროს განცხადებაში გაკრიტიკებულია “გარკვეული სახელმწიფოები” იმის გამო, რომ ისინი გაეროს იყენებენ "პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სხვა ქვეყნებზე ზეწოლისთვის". ხუთშაბათს ბოსნია-ჰერცეგოვინა და არა ბელორუსია აირჩიეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად. არჩევნებამდე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მკაცრად გააკრიტიკეს ვითარება ბელორუსიაში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ.