განვლილი წლების ტრადიცია წელსაც ძველებურად გრძელდება: საქართველოს პარლამენტი, მთავრობის შეთავაზებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდაზე მსჯელობს. ამჯერად
ბიუჯეტის გაზრდა ნავარაუდევია 641 მილიონი ლარით, საიდანაც 70% - 445 მილიონი ლარი - თავდაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს, დანარჩენი კი ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების სამინისტროებზე გადანაწილდეს. განსხვავებით წინა წლებისაგან, როცა ბიუჯეტის გაზრდა საპრივატიზებო შემოსავლების შესაბამისად ხდებოდა, ამჯერად მთავრობა ამას ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ საგადასახადო შემოსავლების მობილიზებით შეეცდება.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ამ გაზრდის შემდეგ თავდაცვის სფეროს დაფინანსება მილიარდ ლარს მიაღწევს და სოციალურ ხარჯებს გაუთანაბრდება. ბაზარზე ამხელა თანხის დამატებით გამოსროლა კი გარდაუვალად გამოიწვევს ინფლაციური პროცესების შემდგომ გააქტიურებას.
2006 წლის შედეგების შეჯამებისას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოში ინფლაციის გააქტიურების ორ ძირითად მიზეზად სახელმწიფო ხარჯების დაუბალანსებელი ზრდა და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი მატება დაასახელეს. წელს ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება: სახელმწიფო კვლავაც ზრდის სახელმწიფო ხარჯებს, 1 მაისიდან კი ბუნებრივ აირზე ახალი, 50%-ით გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფი შევიდა ძალაში.
ბუნებრივი აირის გაძვირებული ტარიფის შემცირების იდეით მიმდინარე კვირას არასამთავრობო ორგანიზაცია “სოლიდარობის ცენტრი” გამოვიდა. მათი წინადადებით, პარლამენტმა ბუნებრივი აირის ინდივიდუალურ მომხმარებელს დამატებული ღირებულების გადასახადი რომ არ დაარიცხოს, ტარიფი მყისიერად 9 თეთრით შემცირდება. ამ სქემის რეალურობა ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემაც დაადასტურა. თუმცა პარლამენტში, რომლის პრეროგატივაც არის ამ გადაწყვეტილების მიღება, ინიციატივას ჯერ არავინ გამოხმაურებია.
ბუნებრივი აირი საქართველოში უპირატესად ჯერაც რუსეთიდან შემოდის და ქართული იმპორტის 11%-ს აჭარბებს. ამის გამო რუსეთი კვლავაც საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, პირველ კვარტალში დაფიქსირებული 182 მილიონი დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვით. თუმცა საექსპორტო ბაზრების ნუსხაში რუსეთი, ემბარგოს მიზეზით, პირველიდან მეხუთე ადგილამდე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება საექსპორტო რესურსებს, აქ პირველობა აქვს სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტს, რომელსაც “მადნეულის” კომბინატიდან მისი მფლობელი რუსული კომპანია “Промышленные инвесторы” ახორციელებს.
კვლავინდებურად პირველია რუსეთი საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობითაც. წლის პირველ 3 თვეში ამ არხით საქართველოში გადმოირიცხა 104 მილიონი დოლარი, რაც მთელი ტრანსფერების 63%-ს შეადგენს და უახლოეს მდევარს, 24 მილიონი დოლარის მოცულობის ამერიკულ ტრანსფერებს, ოთხჯერ და მეტად აღემატება.
მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა საქართველოში 3 ამერიკული კომპანიის გააქტიურება. საერთაშორისო კერძო ინვესტიციების ამერიკულმა კორპორაცია “ოპიკმა” ქართულ “ჯი-ემ-თი ჯგუფთან” ერთად კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო. რუსთაველის გამზირზე, ყოფილი მხატვრის სახლის ტერიტორიაზე, კომპანიონები ააშენებენ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც სასტუმროს, საოფისე ფართებსა და თანამედროვე საგამოფენო სივრცეს მოიცავს. პროექტის 70-მილიონიანი ღირებულებიდან 30 მილიონ დოლარს სწორედ “ოპიკი” გაიღებს. ეს მისი და “ჯი-ემ-თი ჯგუფის” უკვე მეოთხე პროექტი იქნება, `მარიოტის~ ორი სასტუმროს, რძის მწარმოებელი კომპანია “სანტესა” და მთაწმინდის რესტორნის შემდეგ.
რაც შეეხება კიდევ ერთ ამერიკულ კვალს, ის საბანკო სექტორში გამოჩნდა: საინვესტიციო ბანკმა “JP Morgan-მა” “თიბისი ბანკისთვის” 47 მილიონი დოლარი მოიზიდა. მეორე საინვესტიციო ბანკის, “Lehmann Brothers”-ის პრეზიდენტმა კი საქართველოში საქმიანობის დაწყების სურვილი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას გამოთქვა.
კიდევ ერთი აქტიური პარტნიორის - აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის - გადაწყვეტილებით, საქართველოში აზერბაიჯანული ბენზინის იმპორტს მხოლოდ ამ კომპანიის შვილობილი “სოკარ ჯორჯია” მოახდენს, რომლის დამფუძნებელთა შორისაც, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია `დამოუკიდებელი მაჟორიტარების~ თავმჯდომარე ვანო ჩხარტიშვილიც აღმოჩნდა, 27%-იანი წილით. საიმპორტო ნაკადის ერთ ხელში მოქცევამ უკვე გამოიწვია ბენზინის ფასის 5-10 თეთრით გაძვირება.
აზერბაიჯანიდან კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ აზერბაიჯანი განჯიდან საქართველოს საზღვრამდე ავტომაგისტრალის 2-დან 4 რიგამდე გაზრდას აპირებს, რაც მის გამტარობას გააფართოებს. პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი 300 მილიონი დოლარი ფრანგულმა საბანკო ჯგუფმა “BNP Paribas”-მა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ბანკისგან მოიძია.
ქართულ სატყეო მეურნეობაში კი ერთდროულად სამი ქვეყნის - ჩინეთის, ბელგიისა და უკრაინის - კომპანიები შევიდნენ. პირველმა აუქციონმა ტყეებით სარგებლობის უფლების იჯარით გასაცემად დიდი ხმაურის ფონზე ჩაიარა. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა ტყეების გადაცემა გააპროტესტეს, თუმცა ამას აუქციონის შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.
პრივატიზების პროცესში მიმდინარე კვირას კიდევ ორი მიმზიდველი აქტივის გასხვისების სქემა დადგინდა. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის იჯარით აღების მსურველს 5 მილიონი დოლარის ინვესტირების ვალდებულება დაეკისრება, ლისის ტბის კომპლექსის მომავალმა მფლობელმა კი ამ აქტივში 26,5 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს და კიდევ 25 მილიონის მოცულობის კაპიტალდაბანდება განახორციელოს.
ცხინვალის რეგიონში ინვესტირების იდეით გამოვიდა კომპანია “ყაზბეგი”. სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული ხელისუფლების ლიდერებთან შეხვედრაზე `ყაზბეგის~ პრეზიდენტმა გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ რეგიონში ნახევარ მილიონ ლარს დააბანდებს. ჯერჯერობით კონკრეტული პროექტების შესახებ ნაკლებია ცნობილი, თუმცა ერთი პრიორიტეტული მიმართულება _ მეფუტკრეობა - უკვე გამოიკვეთა.
ინვესტორების მოზიდვისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად მიმდინარე კვირას პარლამენტში ერთდროულად ორი ინიციატივა განიხილებოდა. ერთი, კერძო საკუთრების დაცვის შესახებ, ახალი კანონია, რომელიც დახურულ რეჟიმში განიხილება და ჯერაც ბევრი ნიუანსი შეუთანხმებელია. მეორე კი თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ კანონია, რომელმაც საინვესტიციო ოაზისების შექმნა უნდა დააჩქაროს. ორივე პროექტი პრეზიდენტის ინიციატივით არის პარლამენტში შესული, ისევე როგორც კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საშემოსავლო გადასახადი, ადგილობრივის მაგივრად, ცენტრალურ ბიუჯეტში უნდა გადავიდეს. 2006 წლიდან ტერიტორიულმა ბიუჯეტებმა უკვე დაკარგეს ერთი წყარო: ცენტრალურმა ბიუჯეტმა მოგების გადასახადი მიისაკუთრა. ამჟამად რეგიონები კიდევ ერთ სოლიდურ რესურსს კარგავენ და მათ განკარგულებაში მხოლოდ მოსაკრებლები რჩება. შესაბამისად, მათი დამოკიდებულება ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერზე კიდევ უფრო მეტი იქნება, თვითმმართველობების ეკონომიკური საფუძველი კი - კიდევ უფრო ნაკლები.
თუმცა, რეგიონები ამ სიახლეს ჯერ არ აპროტესტებენ. ერთ-ერთ მათგანში კი - აჭარის ავტონომიაში - სულაც სიხარულის პერიოდია. თბილისისა და რუსთავის შემდეგ, იქ საკუთარი დროშა საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის ახალმა მოთამაშემ - “მობიტელმა” - აღმართა. ასე რომ, წლევანდელ ზაფხულს აჭარა კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებული მობილური ტელეფონიით შეხვდება.