საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები 3 მაისს სოფელ ქურთაში შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიული ხელისუფლების წარმომადგენლებს.
კონფლიქტის ზონაში დე ფაქტო ხელმძღვანელობასთან შეხვედრები სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელმა 2 მაისს დაგეგმა. დეპუტატები იმედოვნებდნენ, რომ შეხვედრებს ცხინვალშიც გამართავდნენ, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, შეხვედრა შედგა მხოლოდ სოფელ ქურთაში, ალტერნატიული დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
კონფქლიტის ზონაში დე ფაქტო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვის წინადადება (წინადადება, რომელიც მოიწონა საქართველოს ეუთოს მისიის წარმომადგენელმა როი რივმა და მას შესანიშნავიც უწოდა) მიიღო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიულმა ხელისუფლებამ, დიმიტრი სანაკოევის მეთაურობით. ცხინვალში საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. „თუ ვინმეს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სურს, ამის შესახებ შესაბამისი თხოვნით ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა მიმართოსო“, – ასე ახსნა ედუარდ კოკოითიმ თავისი უარი, თუმცა, როგორც კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განმარტავენ, შეხვედრის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების წინადადება, წერილობითი სახით, შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეს ბორის ჩოჩიევს 2 მაისს, საღამოს 6 საათზე, გადაეგზავნა. შეგახსენებთ, უმრავლესობის რამდენიმე წევრი - მათ შორის, მაია ნადირაძე, კოტე გაბაშვილი, დავით ბაქრაძე და სხვები - დიმიტრი სანაკოევთან და ედუარდ კოკოითისთან შეხვედრის ინიციატივით სწორედ 2 მაისს, საგანგებო პრესკონფერენციაზე, გამოვიდა.
[დავით ბაქრაძის ხმა] „მიუხედავად ჩვენი პიროვნული სიმპათია–ანტიპათიისა, მზად ვართ დიალოგი ვაწარმოოთ ნებისმიერ პირთან, ვისაც შეუძლია დაგვეხმაროს რეგიონში სიტუაციის განმუხტვასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში.”
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ეს განცხადება სწორედ 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
უკვე 3 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრით კმაყოფილება გამოხატა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა:
[დიმიტრის სანაკოევის ხმა] ”განვიხილეთ ჩვენი შეხედულებები და ბევრ საკითხთან დაკავშირებით მივაღწიეთ თანხმობას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა. ვიმედოვნებ, რომ სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მომავალი ჩამოყალიბდება ყველა მხარის მონაწილეობით, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი ცხოვრების მშვიდობიანად და დემოკრატიულად განვითარებისთვის.”
[მაია ნადირაძის ხმა] „ყველა მომენტი, რომელზეც ვისაუბრეთ, მნიშვნელოვანი იქნება. ასეთი შეხვედრები გაუიოლებს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას - იმის გადაწყვეტას, როგორ უნდა განხორციელდეს დროებითი ადმინისტრაცია და როგორ უნდა მოხდეს მშვიდობიანად ამ კონფლიქტის დასრულება.“
განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ 3 მაისს სოფელ ქურთაში გამართული შეხვედრის შემდეგ. მან და უმრავლესობის სხვა წარმომადგენლებმა ამ შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ ხელისუფლებას ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს მხარის კონკრეტული წინადადებები გააცნეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ჩასვლა კონფლიქტის ზონაში მოხდა იმ გეგმით, რომლის თანახმადაც, დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის რეალიზაციისთვის მხარეთა პოზიციების, წინადადებებისა და პრეტენზიების გაანალიზება უნდა მოხდეს, მაგრამ კოკოითი ამ გეგმას დაუპირისპირდა. მან პრეტენზია გამოთქვა იმის გამოც, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა თურმე სამხრეთ ოსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს და საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებითაც დაიმუქრა, ოღონდ მას შემდეგ, რაც ქართული სოფლებისკენ შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულდება.