2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას აპროტესტებენ
და, როგორც დაზარალებულები, საკუთარი უფლებების დაცვას ევროპის სასამართლოში გეგმავენ. არადა, ქალაქის პროკურატურამ მოკლულის მშობლებს დაზარალებულის სტატუსი მოუხსნა. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებმა და მათმა ადვოკატებმა 1 მაისს ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ” პრესკონფერენცია ჩაატარეს და ერთი წლის წინ მომხდართან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების გამო სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვეს. მინდა შეგახსენოთ გახმაურებული სპეცოპერაცია და 2006 წლის 2 მაისს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებისა და ადვოკატების პრეტენზიები გაგაცნოთ.
[ზურაბ ვაზაგაშვილის მამის ხმა] ”წელიწადი ხდება ხვალ, რაც ჩვენ ოჯახი დაგვინგრიეს და მოგვიკლეს 24 წლის შვილი, თან, ამის შემდეგ, მიცვალებული მკვლელად და ყაჩაღად შეგვირაცხეს.”
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა ამბობს, რომ რამდენჯერმე მოითხოვა შვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების დადასტურება, მაგრამ - უშედეგოდ.
ის და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ 2006 წლის 2 მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი თანმხლები სხვა ახალგაზრდები არავის დაყაჩაღებას არ აპირებდნენ. მოკლულის მშობლები და ადვოკატები იმასაც აცხადებენ, რომ ახალგაზრდების დევნის ოპერაციისას ცეცხლი პირველად სწორედ პოლიციის მხრიდან გაიხსნა და არა ახალგაზრდების მხრიდან. ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები თვითმხილველების ჩვენებებს ეყრდონიან და ჩივიან იმის გამოც, რომ გამოძიებამ საქმის წარმოებისას პოლიციელთა ჩვენებები გამოიყენა, მათი დაცვის მიერ მიკვლეული თვითმხილველების ჩვენებები კი უგულებელყო. ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს:
[ადვოკატის ხმა] ”საქმე დაწყებული და განვითარებულ იქნა კანონის სრული იგნორირებით. ჩვენ, ადვოკატებს, არ მოგვეცა საშუალება საქმეში ჩავრთულიყავით და დაგვემტკიცებინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი მკვლელი და ყაჩაღი არ ყოფილა და მოკლული იქნა უმიზეზიდ. ”
მანქანას, რომელშიც ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი იმყოფებოდნენ, 2006 წლის 2 მაისს თბილისში, ხალხმრავალ ადგილას, პოლიციამ ცეცხლი თავდაპირველად საბურავების მიმართულებით გაუხსნა, ავტომანქანა შუქნიშნის ბოძს შეეჯახა, შემდეგ უკვე ატყდა ინტენსიური სროლა. პოლიცია ირწმუნებოდა, რომ ამ შემთხვევაში ცეცხლი ცეცხლის საპასუხოდ გახსნა, თუმცა ვაზაგაშვილის მშობლების მიერ დაქირავებული ადვოკატები, ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, აცხადებენ, რომ პოლიციის მიერ დაცხრილული მანქანიდან გასროლა არ ყოფილა. პოლიციის ვერსიით, ახალგაზრდების დევნა განხორციელდა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, 2006 წლის 2 მაისს ახალგაზრდები დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ.
2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა საქმე ორ ნაწილად გაიყო: პოლიციელთა ქმედების შესწავლა ქალაქის პროკურატურას დაევალა, მოკლული ახალგაზრდების საქმე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა დეპარტამენტმა შეისწავლა. შედეგი ასეთია: სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა საქმე შეწყვეტილია, ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს კი მოეხსნათ დაზარალებულის სტატუსი. საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია 2006 წლის 2 მაისს ვაზაგაშვილსა და ხუბულოვთან ერთად მყოფი ბუბა ფუთურიძე, რომელმაც აღიარა, რომ ვაზაგაშვილსა და ხუბულოვთან ერთად დასაყაჩაღებლად მიდიოდა. ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები ფიქრობენ, რომ ფუთურიძე აიძულეს გამოძიებისთვის ასეთი ჩვენება მიეცა. ასეა თუ ისე, ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები და მათი ადვოკატები არ აპირებენ შეწყვიტონ მცდელობა იმის დასამტკიცებლად, რომ გამოძიება გაყალბებულია. უკვე გამოტანილი გადაწყვეტილებების გასასაჩივრებლად ვაზაგაშვილის მშობლებმა ჯერ დაზარალებულის სტატუსი უნდა აღიდგინონ, შემდეგ კი, როცა გასაჩივრების პროცესში საქართველოს ყველა შიდა ინსტანცია ამოიწურება, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართავენ.